ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: იუმორისტული
21 აგვისტო, 2015


მსოფლიო თავისებურებანი

გამძლეობა ეგვიპტელი მონის,
სიდიადე მისი ფარაონის.

ფილოსოფოსი ბერძენის სიბრძნე,
22 ივნისის დღის სიგრძე.

ამტანობა რუსის ბარაბანის,
მოქნილობა სუმოისტის ტანის.

დახვეწილობა ქართული ენის,
თვალთა სიუხვე ინდური ძღვენის.

მნიშვნელობა იაპონურ ტონის,
რაინდობა ესპანელი დონის.

სიმამაცე შოტლანდიურ გულის,
მყარი კურსი ბრიტანული ფულის.

ლეონარდოს მონა-ლიზას ფასი,
სინატიფე ავსტრიული ვალსის.

ნებისყოფა გერმანელი ერის,
სათნოება ათონელი ბერის.

მარადიულობა ქალაქ რომის,
წაგების მიზეზი ტროას ომის.

დანიშნულება ჩინეთის კედლის,
მოკაზმულობა ფრნაგული ეტლის.

არჩევანი ტროპიკული ხილის,
მორჩილება ებრაელი შვილის.

ბრაზილიელი ფორვარდის გოლი,
ჰოლივუდის მსახიობის როლი.

ზელანდიელი რაგბისტის ლელო,
ირლანდიური გაშლილი მდელო.

იამაიკის დაბოლილი პლაჟი
და კუბური ღამის პეიზაჟი.

აზიური ათას ერთი ღამე,
ასე შემდეგ კიდევ ბევრი რამე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები