 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2015 |
ძარღვებდაბერილი და სისხლნაკლული და თვალებდამეწყრილი გაზაფხული ბავშვობის ტკივილიან მოგონებად შემომრჩა... 13 წლის კიკინებიანი გოგონასთვის მძიმე აღსაქმელი იყო 16 წლის გოგონების სისხლით მორწყული დედა ქუჩა დედა ქალაქში და ჯერდაუბადებელი ჩვილი, სამშობლომ ზვარაკად რომ მიიღო... ან როგორ უნდა აღმექვა, ან როგორ უნდა მეგრძნო: კიკინებიანს, თვალებადქცეულს, ყველაზე უცნაურ მდიდარს... და მაინც: მას შემდეგ დათალხული აპრილის შვილი ვარ... და დღემდე მტკივა: თვალებდასულდაყვავილებდამეწყრილი გაზაფხული... ჩემი ბავშვობის დღეებიდან იმდენი ტკივილი შემომრჩა, რომ უტკივილოდ ცხოვრება მიჭირს... ყველა გზა გავლილია, ყველა მთა ავლილია, ყველა წყალიც ჩავლილი, რაღამ უნდა გამაკვირვოს... მოდიოდა თეთრი წყალი, მას დავკარი თეთრი ჯოხი და თეთრი გველი ამოვიყვანე... ღრუბელ-ღრუბელ დავეძებდი ჩემი ოცნებების გამართლებას, ბებო კი ამ დროს მულინის ძაფით კაბებს მიქარგავდა... მეც ისე მეცვა ბებოს მოქარგული კაბები, როგორც დედოფალს, დედაჩემი კი თვალებშიმომწყვდეული ღიმილით მიცქერდა, მერე და მერე უზარმაზარ დარდად რომ ექცა... ყველა გზა გავლილია, ყველა მთა ავლილია, ყველა წყალიც ჩავლილი... მოდიოდა წითელი წყალი, მას დავკარი წითელი ჯოხი და წითელი გველი ამოვიყვანე... და დაიგრაგნა... ამოიზიდა... ამოიზნიქა: ჩემი თვალებიდან - წლები; ჩემი თითებიდან - სიტყვები; ჩემი ბაგეებიდან - ბგერები და ყალბი ბგერა თუ შემომხვდა, ისე დამახრჩობს, როგორც უეცრად გადაცდენილი ლუკმა... ჩემი ბავშვობის დღეებიდან ტკივილი მახსოვს და ტკივილები გაშინაურდნენ... და კიკინებიანს, თვალებადქცეულს დედა მიკითხავდა წიგნს მერაბ კოსტავაზე და სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდა... ესღა მინდოდა??? ისედაც ცეცხლად მეკიდებოდა 16 წლის გოგონების სისხლით მორწყული დედა ქუჩა და ჯერდაუბადებელი ჩვილი, სამშობლომ ზვარაკად რომ მიიღო... და ვეწირებოდი ჩემი მამულის გზებს... და ვეწირებოდი ჩემი მამულის მთებს... და ვეწირებოდი ჩემი მამულის წყლებს... და მოდიოდა შავი წყალი, მას დავკარი შავი ჯოხი და შავი გველი ამოვიყვანე... შემეცოდა გველი და გავუშვი... თავისი წილი ცხოვრება აქვს მასაც... თავისი წილი ტკივილებიც - გამოსაცადი... მე კი... მე რაღა??? გზაც არ სრულდება... მთაც არ მთავრდება... წყალიც არ ჩერდება - მეც ვეწირები... ბებოს მოქარგული კაბა მაცვია და დედის ნასწავლ სიმღერას ვმღერი: "ჩემო კარგო ქვეყანავ, რისთვის მოგიწყენია..." ჯერდაუბადებელი ჩვილი გვტკივა; 16 წლის გოგონების სისხლით მორწყული ქუჩაც და გევედრები: მომეცი უფლება მოგიყვე ახალი ზღაპარი: ნაოცნებარ ქალაქზე, რომელიც თეთრია, რომელიც სუნთქავს, რომლის დედა ქუჩაზე გოგონების სისხლიდან ყაყაჩოები ამომზეურდნენ... მომეცი ძალა, სისხლნაკლულ გაზაფხულს ფერები დავუბრუნო... ჩემი ბავშობის დღეებიდან მახსოვს ტკივილები, მერე რომ გაშინაურდნენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. უბრალოდ სინდისმა შემაწუხა.... უბრალოდ სინდისმა შემაწუხა....
12. მისანი, სირცხვილი ჩემი ლექსია ამ საიტზე თუ რაიმე სასირცხვილოს წააწყდით კიდევ? ისე, თეასი არ იყოს, შეგიძლიათ დატოვოთ, არ შემოხვიდეთ, არ გაეცნოთ და თუ ერთობით, რატომღა უნდა გაუქმდეს? გაერთეთ და რას კითხულობთ ან დარდობთ, სირცხვილია თუ არა... მისანი, სირცხვილი ჩემი ლექსია ამ საიტზე თუ რაიმე სასირცხვილოს წააწყდით კიდევ? ისე, თეასი არ იყოს, შეგიძლიათ დატოვოთ, არ შემოხვიდეთ, არ გაეცნოთ და თუ ერთობით, რატომღა უნდა გაუქმდეს? გაერთეთ და რას კითხულობთ ან დარდობთ, სირცხვილია თუ არა...
11. რომ დავტოვო წევრი უნდა ვიყო... მე კი აქ მხოლოდ ვერთობი... რომ დავტოვო წევრი უნდა ვიყო... მე კი აქ მხოლოდ ვერთობი...
10. მისანი. საიტის დატოვება თამამად შეგიძლიათ, ვისაც აქ ყოფნა გესირცხვილებათ.
მისანი. საიტის დატოვება თამამად შეგიძლიათ, ვისაც აქ ყოფნა გესირცხვილებათ.
9. გააუქმეთ ეს საიტი... სირცხვილია...
გააუქმეთ ეს საიტი... სირცხვილია...
8. ნათი :) ჩემო, სუუულ ჩემო... უჰ, როგორ მენატრებით <3 ნათი :) ჩემო, სუუულ ჩემო... უჰ, როგორ მენატრებით <3
7. გაკოცე ამ დღის იუბილარო გოგოვ. აპრილის გოგო ხარ შენ. ისიც ვიცი, რა გტკივა, როგორ და რისი ხარ მატარებელი. გაკოცე ამ დღის იუბილარო გოგოვ. აპრილის გოგო ხარ შენ. ისიც ვიცი, რა გტკივა, როგორ და რისი ხარ მატარებელი.
6. მადლობა სინო-სანი. ზუსტად დაინახე, რისი თქმაც მსურდა. მადლობა მადლობა სინო-სანი. ზუსტად დაინახე, რისი თქმაც მსურდა. მადლობა
5. ტკივილი იმედთან ერთად. შესანიშნავი მეტაფორები და ფოლკლორული პასაჟები. კარგია. ტკივილი იმედთან ერთად. შესანიშნავი მეტაფორები და ფოლკლორული პასაჟები. კარგია.
4. ნიაკო, იყოს ჩემი პრობლემა. ეროვნული თემა საინტერესოა, როგორ არა, თუ საინტერესოდ მოიტან. თორემ ლექსი საგაზეთო სტატიას ემსგავსება სხვა შემთხვევაში. ნიაკო, იყოს ჩემი პრობლემა. ეროვნული თემა საინტერესოა, როგორ არა, თუ საინტერესოდ მოიტან. თორემ ლექსი საგაზეთო სტატიას ემსგავსება სხვა შემთხვევაში.
3. კრავაი, მიყვარხარ. ასე ზუსტად რომ ხვდები სათქმელს, მით უფრო :* მაგდალენა, შენ თუ ვერ ხვდები, რომ აქ ეროვნული თემებია მთავარი, ეგ უკვე შენი პრობლემაა :) :) :) ეროვნული თემა... საინტერესოა ისე... ჰმ... კრავაი, მიყვარხარ. ასე ზუსტად რომ ხვდები სათქმელს, მით უფრო :* მაგდალენა, შენ თუ ვერ ხვდები, რომ აქ ეროვნული თემებია მთავარი, ეგ უკვე შენი პრობლემაა :) :) :) ეროვნული თემა... საინტერესოა ისე... ჰმ...
2. იყო კარგი ადგილებიც, ეროვნული თემა რომ არ აგერია. იყო კარგი ადგილებიც, ეროვნული თემა რომ არ აგერია.
1. ნიაკო, მადლობა, როგორ ჩაატიე ასე ლამაზად და გულიანად მთელი წლები, ტკივილიანი ისტორია.
ჩემი გულიანი ნიაკო,ხარ,გენაცვალე. ნიაკო, მადლობა, როგორ ჩაატიე ასე ლამაზად და გულიანად მთელი წლები, ტკივილიანი ისტორია.
ჩემი გულიანი ნიაკო,ხარ,გენაცვალე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|