ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
30 ოქტომბერი, 2015


ღია ბარათები

ისეთებიც, ყვავილებიანი, თოვლით დაფარულები,
ტიტებიანი მინდორზე
ფიფქებიანი ტყეში
ვარდებიანი...
ოქროსფერი ვარაყით ,
დაბადების დღისათვის ,
ქორწილის მოსაწვევი ,
ქალთა საჩუქრად,
სხვადასხვა იუბილეებისა...
დიდები
ოდნავ მომცროები
დახურული და ღია
უკონვერტოები და
ზოგი თეთრ ,უბიწო ,კონვერტშიაც,
დაქროდნენ ქალაქიდან ქალაქში
სოფლიდან სოფელში
მთიდან მთაში , ბარიდან ბარში
ბავშვიდან მოხუცზე და პირიქით
მარკიანები
უმარკოებიც
ხუთთეთრიანები
წითელი მოედნის ფოტოებით
ეიფელის კოშკის გადადღაბნილი , ვითომ , ხედით
უნახავი არყის ხის და
ურთხმელის ფოტოებით...
ახარებდნენ გულს და
მიჰქონდთ სითბო და სიყვარული
არდავიწყების ...
გაუხუნარი და
ლამაზი
დროის დასტური
ინახებოდა თაროებზე..
გადასაფარებლის ან უჯრის ქვეშ
რვეულებში
წიგნებში
ალბომებში
იცრიცებოდნენ (როგორც უთქმელი გრძნობები)
იხეოდნენ
ძველდებოდნენ  ასაკივით...
მაგრამ
იყო ხელშენახები ,
ადრესატისა და
ხელმომწერისა
და ფოსტალიონისაც( ეკალივით)
მაგრამ მაინც არსებობდა,

ელექტრონული წერილისგან  განსხვავებით...












კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები