ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლოზ გოდერიძე
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2015


" რჩევები ქალებს "

ვაშლებზე დახამება შუაგულ სამოთხეში,
ეს თქვენი ჰობია, თუ გნებავთ ვისაუბროთ,
ბიჭებს თქვენ ნელა იცვლით მაქსიმუმ სამ-ოთხ-დღეში,
თქვენ დასვით კითხვები მე ვეცდები გიპასუხოთ.

აზრების გახლართვა თქვენს რკინის ფარდაში,
ტყუილ უბრალოდ რაღაცის ან ვიღაცის განკითხვა,
დილით საუკეთესო აერობიკა მოკლე ვადაში ?
გპასუხობთ : ფინჯან ყავაში აზრების წაკითხვა.

შინაგანი სამყაროს კრიტერიუმი გახდა პიჯაკი,სმოკინგი,
შეეშვით არ გინდათ სიცრუის მტკიცება,
მოდური ჩაცმულობა ? გიჟური შოპინგი ?
ვინც იყინება იმისთვის ტანსაცმლის მიცემა.

თქვენი წამალია გართობა, მარტინი ჩვენი,
ვისკით სავსე ჭიქა სუნთქვისთვის გვჭირდება,
საუკეთესო დაბერების საწინააღმდეგო კრემი ?
ეს არის ტაძარში ლოცვა და დიდება .

უთქვენოთ გასული წუთები გვადარდებს,
და როგორ არ გვიყვარს კაცებსაც გამოთვლა,
ვერცერთი პომადა ვერ გაგალამაზებთ,
როგორაც კეთილი სიტყვების წარმოთქმა ! .

აქედან იწყება დღეს ჩვენი აქ ყოფნა,
თქვენ გამყიდველობთ,  ჩვენ თავს ვგრძნობთ კლიენტად,
მშიერი კაცისთვის ლუკმა პურის გაყოფა,
ეს არის ნამდვილი ჯანსაღი დიეტა ! .

და მაინც რამდენად გვჭირდებით ყველადროს,
ყოველი დაღამება, ყოველი დილახართ,
ვერცერთი მაკიაჟი დაგფარავთ ვერასდროს,
შინაგან სიმახინჯეს სულში თუ ინახათ.

მე ღმერთმა შემინდოს თუ კი რამ შეგკადროთ,
ამდენ სითამამეს ნუ ჩათვლით სკლეროზად,
გახსოვდეთ ღმერთმა თქვენ იმისთვის შეგქმნათ რომ,
"ადამსაც ეგრძნო და ადამსაც სტკენოდა ! "

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები