ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2015


უკანასკნელი იავნანა

ქუჩაში ღამეებს გასდევდა ცვლილება ფერთა,
ჰაერი დამძიმდა სისხლის და სიკვდილის სუნით.
და სადაღაც ცრემლიან ნანინას მღეროდა დედა,
მღეროდა ცრემლით და ხელებით ეჭირა გული.
ქალაქის ქუჩებში ფანჯრებთან სიკვდილი დაძრწის,
ბნელ ცაზე ნელ-ნელა სიკვდილს ეგებება მთვარეც,
ცრემლიან ნანინას ერევა ხმაური ქარის,
ფანჯრებთან სიკვდილი საკბილოს იშოვნის მალე.
კარები ჩარაზეთ ქუჩაში სიკვდილი დადის,
მომაკვდას ნანინას უმღერის ცრემლებით დედა,
შვილს შუბლზე აკოცა და გული ჩაუწყდა ლამის,
მის შუბლზე ამბორი სიკვდილმა დაასწრო დედას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები