იდგა შემოდგომა, მშვიდი ! წარმავალი ! წელი ? "დათვლა რომ ვიცოდით ათამდე" პირველი პაემანი, იყო კარნავალი, მე კი უნიღბობა ვერ გამოგაპარე .
მახსოვს კიკინების ჩეჩვით გაწვალებდი, ტალახში ვაგდებდი, შენს შავთეთრ დათუნიებს, დილიდან საღამომდე ჩემს თვლაწინ წანწალებდი, "ჯერ კიდევ ძაღლებს ეძახდი ამუნიებს".
ითვლიდი ათამდე თვალები დახუჭე, წამომცდა მიყვარხარ , სიმორცხვე გვიანდება, მახსოვს ჯერ გავწითლდი , მერე შენ მაჩუქე, პირველი კოცნა, "ანუ ზიარება".
წერაც არ ვიცოდით ჯერ კიდევ ქართულად, იცოდი ჩახუტება თითქოს , ვკვდებოდი გაყინვით, და მახსოვს ის ღამეც, ხალხისგან მალულად, ერთმანეთს სახეს რომ ვუსვრიდით ნაყინით.
ჯერ კიდევ შენს პასკებს აცხობდი სილაში, და მე მბრალდებოდა მათი გაფუჭება, იმ ქურთუკს, დედა რომ მაცმევდა წვიმაში, ათასჯერ მირჩევნოდა შენი ჩახუტება ! .
შემდეგ გავიზარდეთ ფონი, შეიცვალა, სცენარს ავცდით ან და ასე მეჩვენება, უშენო თითებმა წერა შეიყვარა, ხოდა ყოველი დღე შენით მეწერება ! .
ქარი სიმფონიას უკრავს აივანზე, მე განწყობას მიქმნის მსგავსი სიუჟეტი, ჩემთვის სიყვარული არის ყველაფერი ! ჩემი ბალანსი და ჩემი ბიუჯეტი ! .
და ისევ ოთახში ფიქრები მიხმობენ, ჩემი საწოლის სურნელი უშენო, ფანჯრებზე ღრუბლები თავებს იხრჩობენ, არ ვიცი ჩემს თავს ან მათ როგორ ვუშველო.
შენ უკვე იზრდები, ბიჭები კი უფრო, თაფლს როგორც ფუტკრები , გესევა გარშემო, ფონი საღამოს მთვარივით უხმო, სხვას რომ არგინდა ვინმეს აჩვენო.
დრო სიყვარულის არის ჯალათი, სხეულის შიგნით , მხოლოდ დარდი ვარ, ბოლო დროს ჩემს თავთან მიხდება კამათი, და პაემნებზეც მე-სთან დავდივარ.
ყოველდღე მზის ჩასვლას, ფიქრები მოსდევდა, ვერასდროს ვხედავდი ამდაგვარ სინათლეს, შენ შეიძლება შეგძულდე როდესღაც, და მაინც ბოლოსთვის, გეტყვი ჩემს სიმართლეს.
სიბერე მოდაში არის და იქნება, როგორმე ჩვენც მივალთ როდესღაც მანამდე, მაგრამ შენ იქნები , ჩემთვის კვლავ იმხელა ! "დათვლა რომ იცოდი ჯერ კიდევ ათამდე" .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იმ ქურთუკს, დედა რომ მაცმევდა წვიმაში, ათასჯერ მირჩევნოდა შენი ჩახუტება ! .
აი ეს ჩემთვის ცალკე პოეზიაა :)
მთლიანობაში ნაწერი ძალიან გაწელილია, უფრო მოკლედ შეიძლებოდა გადმოცემა. ჩანაფიქრი ახალი არ არის, ამიტომ ახალი სახეებით მიტანა უნდა მკითხველამდე. არის აქ ისეთი ფრაზები, რომლებიც ამ ბევრ სტრიქონებში იკარგება და დამენანა. იმ ქურთუკს, დედა რომ მაცმევდა წვიმაში, ათასჯერ მირჩევნოდა შენი ჩახუტება ! .
აი ეს ჩემთვის ცალკე პოეზიაა :)
მთლიანობაში ნაწერი ძალიან გაწელილია, უფრო მოკლედ შეიძლებოდა გადმოცემა. ჩანაფიქრი ახალი არ არის, ამიტომ ახალი სახეებით მიტანა უნდა მკითხველამდე. არის აქ ისეთი ფრაზები, რომლებიც ამ ბევრ სტრიქონებში იკარგება და დამენანა.
2. ყველა შეცდომის ამოკრება და დაწვრილებით განხილვა დიდ დროს წაიღებს, მაგრამ სიბერე არასოდეს ყოფილა მოდაში სიბერე უბრალოდ გარდაუვალია
ყველა შეცდომის ამოკრება და დაწვრილებით განხილვა დიდ დროს წაიღებს, მაგრამ სიბერე არასოდეს ყოფილა მოდაში სიბერე უბრალოდ გარდაუვალია
1. ამ მასალიდან (ლექსიდან) შეიძლება რაღაც კარგი გამოვიდეს, თაღლითობა არ არის. +1
ამის წინ ლექსებში ბარაქიანი მინუსები დაგიწერე შენი ბედი - მინუსები არ იწერება
ამ მასალიდან (ლექსიდან) შეიძლება რაღაც კარგი გამოვიდეს, თაღლითობა არ არის. +1
ამის წინ ლექსებში ბარაქიანი მინუსები დაგიწერე შენი ბედი - მინუსები არ იწერება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|