ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2015


*** /უთენიაა.../

უთენიაა,
ზოგჯერ ძილი მიფრთხება როცა.
შენი სხეული ფანჯარასთან მხვდება ლანდივით .
დგახარ გაცრეცილ ალიონთან პირისპირ მორცხვად
და მეც მრცხვენია, რომ ყურების მერგო პატივი.
მერგო პატივი შენი მხრების მთელი სიმძიმე,
შენი სხეულის სიმსუბუქეც შემეგრძნო მეტად
და დამენახა მარტოდმარტომ როგორ იტირე,
როცა იცი, რომ შეგიძლია იტირო ჩემთან.
სავარაუდოდ უთენია არ მოვა ერთხელ,
ანუ როდესაც გავშორდები ამ დედამიწას,
როცა საწოლის ნახევარზე გადასწევ თეთრ ხელს
და მიხვდები რომ
ჩემი ყოფნა
ვერ დაგავიწყდა.
...........
მაშინ ვერ  მოვალ,
უთენია იქნება მაშინ
შენი სხეული ფანჯარასთან  ლანდივით მივა,
როგორც ობოლი, მარტოობით დასჯილი ბავშვი
და არ გექნება უჩემობის ალტერნატივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს