ამას წინათ ალექსანდროვის ბაღში გავიარე, საღამო იყო, სიმშვიდე, წყვილები, ეტლიანი დედები, მეგობრები, გარეთ იყვნენ გამოფენილები და იყვნენ ისე, ჩვეულებრივ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდნენ ერთი შეხედვით. ერთ სკამზე უცნაური წყვილი შევნიშნე, ერთი მთლიანად თეთრებში იყო გამოწყობილი, შეტყუპებული ხელები მუხლებზე ელაგა, მეორე გვერდით ეჯდა თითქმის იმავე პოზაში, ოღონდ თითქმის შავებში იყო გამოწყობილი, მხოლოდ თავზე ეხურა თეთრი შლაპა, სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიბრუნებული და ხმადაბლა რაღაცას საუბრობდნენ, ხმა არ ისმოდა, მაგრამ ტუჩების მოძრაობაზე ვხვდებოდი, რომ საუბრობდნენ, დამაინტერესა და ახლოს გავუარე, მაინტერესებდა სახეები დამენახა, შემამჩნიეს, რომ ვუყურებდი და ახლოს მიმიხმეს, მივედი, მივესალმე, ჩვეულებრივი სახეები ჰქონდათ თითქოს, ოღონდ თეთრებში გამოწყობილს თვალის სკლერა თეთრი კი არა იისფერი ჰქონდა, თვალის გუგიანად, შავი სათვალის უკან მალავდა ამ თვალებს, შავებში გამოწყობილს კი თვალის სკლერა მწვანე ჰქონდა მთლიანად, იმასაც შავი სათვალე ეკეთა (ეს ყველაფერი მერე გაირკვა, სათვალე რომ მოიხსნეს) ჯერ სწორედ ეს მწვანეთვალება დამელაპარაკა:
გამარჯობა, მოდი, მოდი, გამიღიმა (ლამაზი ტუჩები ჰქონდა, ზემოთა ოდნავ აპრეხილი), ნუ გეშინია, ახლოს მივედი, მეც გავუღიმე, –რატომ უნდა მეშინოდეს? –დაჯე მოდი, გვერდით მოგვიჯექი, და გვერდით მიიწია.. მივედი, დავჯექი –გაინტერესებს რას ვსაუბრობთ არა? –მმ, არა, როგორ გეკადრებათ, სულაც არ ვაპირებდი მოსმენას.. ისე უბრალოდ გავიარე (თვალებში, უფრო სწორედ სათვალეში არც ვუყურებდი, გარეთ ვიყურებოდი, სადღაც წინ..), თეთრქუდიანმა ისე გამიღიმა, რომ ამ ღიმილით მითხრა თითქოს, „კაი ერთი რაებს მეუბნებიო“, მსუბუქი ირონიით გაეწელა ტუჩები, აშკარად ვიგრძენი, რომ სულაც არ იყო ცუდად განწყობილი, პირიქით, სითბო და კეთილგანწყობა მოდიოდა მისგან, მერე გვერდით მჯდომ თეთრსამოსიანზე მიმითითა –იცი ეს ვინ არის? –არაა, აბა საიდან?! არცერთს არ გიცნობთ.. –როგორ არა, გვიცნობ, უფრო მას, რა თქმა უნდა, ასეთ ფორმაში ალბათ არასდროს გინახავს, ასე ძალზე იშვიათად არის ხოლმე გამოწყობილი, მაგრამ სალოცავ შენობაში, ეკლესიას რომ უწოდებთ, კედლის ნახატებზე–ფრესკებზე, ან ხატებზე, საკმეველ–სანთლიანი და ფრთიანი არსება არ გინახავს? –მერე? და ცინიკურად გამეღიმა, –გინდათ მითხრათ, რომ ეს თქვენი მეგობარი ანგელოზია? –არა, ის თავად გაჩვენებს ამას, თუ თვალებს გაახელ უკეთესად.. –მე ჩავიფხუკუნე.. კარგით... მივდივარ, საკმარისია, სისულელეები. –ისე თქვენ ვინ ხართ ალბათ ეშმაკი არა? შავი სამოსის გამო ვამბობ... თეთრქუდიანს კეთილად გაეღიმა –ხო, არ შემცდარხარ, მაგრამ მაინც შეცდი, იმიტომ რომ მე აპოკატასტასი ვარ.. –ჰმ, რაო რა ვარო? ისა ეგ კი არადა, უკაცრავად ხომ არ ვიქნები, კლინიკა, რომ იყო ასათიანზე სად გადაიტანეს ხომ ვერ გამახსენებდით? –რატომაც არა?! ასათიანის ქ.10, ტელეფონი–39 11 98, 39 49 21, 39 88 25, ხელმძღვანელი, დავით ზურაბაშვილი, –ააა, ისევ ასათიანზეა არა? –კი ისევ იქაა, –მაშ რა ვარო, თუ ვინ ვარო? რა ბრძანეთ? ირონიულად ვეკითხები თეთრქუდიანს, თითქოს მეცოდებოდეს, იმას კი ისევ ისე თბილად ეღიმება და ჩემს ირონიულობას ყურადღებას არ აქცევს –აპოკატასტასი ვარ მეთქი, ეს ნიშნავს დემონს, რომელიც ასე ვთქვათ მოექცა ღმერთისკენ.. –აა, მაშ მოინანიეთ არა? – –კი და ეს სხვათა შორის ჩემი დამსახურება არაა, ერთხელ აბადონის ბრძანების შესრულება დავაგვიანე, (ეს გრძელი ამბავია, თუ როგორ დამავალა 72 ლეგიონის მეთაურმა მოსავლის განადგურება, მე კი აყვავებულ ბაღში შეყვარებულების ჩურჩულს ვუსმენდი, თუ როგორ ეფიცებოდა ბიჭი, გოგონას სამუდამო სიყვარულს, გოგონა კი თავის მხრივ ფიცს დებდა სამუდამო ერთგულებაზე, ამ დროს მე ყანების განადგურებით უნდა ვყოფილიყავი დაკავებული, –მკითხავ ალბათ, რა მრჯიდა, რა შუაში ვიყავი იმათთან არა? არ ვიცი, ნამდვილად, რატომ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა იმათი ჩურჩული, თითქოს რაღაც კარგა ხნის მივიწყებული მახსენდებოდა, აი ადამიანებს, რომ ღრმა ბავშვობის სიზმრები გახსენდებათ ხოლმე და უმეტეს შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევთ. მე მივაქციე ამ ჩემთვის უცნაურობას ყურადღება, ვიგრძენი რაღაც სხვანაირი სიამოვნება, თუმცა სიამოვნების გრძნობა მანამდე მხოლოდ ყანების განადგურება და ამ უბედურებით შეწუხებული და მოშიმშილე ხალხის ტანჯვა იყო ჩემთვის, ჰოდა ყანებთან რომ მივედი (ჯერ კიდევ ის გრძნობა მქონდა შერჩენილი და საერთოდ არ ვჩქარობდი, დავალების შესრულებას) ხის უკნიდან შიკრიკი გამოხტა და აბადონის სიტყვები გადმომცა, ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და მასთან წავსულიყავი, ჩემს მაგივრად კი უკვე გამოეგზავნა კალიების 10 არმია, რომელთაც 10 წუთში დაამთავრეს საქმე, აბადონთან რომ მივედი...
ჰეჰ, აბადონთან რომ მივედი იქ ქვესკნელის სულ ქვედა შრეში გამამწესეს, მაგრამ ამ დროს, ახლაც არ ვიცი როგორ, მგონი იმ კარიდან, ტბაში ჩაყინული ლუციფერის უკან რომაა... (იმ მომენტში, სულ ერთ მომენტში თავისი მრავალი თვალი მოდუნებული ჰქონდა რატომღაც, მეც დრო ვიხელთე და გამოვფრინდი, დამედევნენ, მაგრამ გზაში რაფაელი შემხვდა, დამეხმარე მეთქი, შევთხოვე, გაეღიმა, რატომო? შენები არ არიანო? აღარ მეთქი, აღარ არიან მეთქი, უნდა გენახა რა დღე აწია იმათ, მერე ცოტა ხანს დამტოვა და მერე ამას შევხვდი, გვერდით რომაა, ჩემს გვერდით)
–და ვინაა? –სელაფიელი, დღემდე, უფრო სწორად იმის შემდეგ, მასთან მაქვს ურთიერთობა, ლოცვა და მადლიერება მასწავლა, და მასთან შუამმდომლობს ვისი სახელიც მარადიულია, მოვიდა სელაფიელი და მითხრა "სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე" მე ვუთხარი: არ ვიცი ვინ ვარ, სად ვარ, მიშველე მეთქი, კარგიო და.. –მაშ სელაფიელია არა? –კი –გამარჯობა სელაფიელ.. –თეთრსამოსიანმა გაიღიმა და სათვალე მოიხსნა, მის თვალებს რომ შევხედე, აი მაგ მომენტში დამცხა.. ისევ იმ თეთრქუდიანს შევხედე, იმასაც მოეხსნა სათვალე და თავისი სავსე, მწვანე თვალებით მიყურებდა, –ვაახ, უცხოპლანეტელები ხართ თქვენ.. მგონი, –ჰო ასეც შეიძლება ითქვას, გალაქტიკები ჩვენნაირი არსებებითაა დასახლებული... მე ხმას ვეღარ ვიღებ, მხოლოდ ტუჩებს ვაცმაცუნებ, და იმას ვგრძნობ რომ ეს მოძრაობაც ჩერდება (სადღა მაქვს დაცინვის და სარკაზმის თავი) (კარგი იქნებოდა ქართულში იყოს ასოები, რომლებიც აღნიშნავდა ხორხისმიერ და ასევე უნებურად წამოსროლილ ბგერებს), ბოლოს, როგორც იქნ,ა ცოტა უკან გავიჩოჩე და..
–და ჩემგან რა გინდათ ა? (განწირულის სახე მაქვს) –რა იყო, რა დაგემართა? ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებთ, ისევ თბილად მიღიმის მწვანეთვალება –ვაახ, აბა უცხოპლან... ვიღაცები ხააართ, ჩემი გაგიჟება გინდათ, არა, არა აშკარად მეჩვენება, თუმცა იქნებ გრიმი გაქვთ ასეთი, (უკვე ფეხზე ვდგები) ახლავე პოლიციას გამოვიძახებ და ხულიგნობისა და მოქალაქეების დაშინების მუხლით (საეჭვოა ეგეთი ფორმულირების მუხლი არსებობდეს საქართველოს კანონმდებლობაში), დაგიჭერენ, ოხ მე თქვენი მსახიობი… ... თან შიშისგან ვიპარები, თან ვაგინებ, ღმერთო ჩემო, ოხ რას მოგიჯექით გვერდით, მატყუარები ხართ და თაღლითები, რა პოლიტიკური შეთქმულებაა ა? ვისი პარტიის წარმომადგენლები ხართ მაინც? ორივე საოცარი სიმშვიდით მიყურებს, ამაზე მთლად ისტერიკა მემართება, წადი თქვენი... და ვდგები... მივდივარ...
–მოიცა, დაჯექი, რატომ ცხარობ? დამშვიდდი, სიყვარული იღვრება თეთრსამოსიანის ხმიდან, ეს ხმა, არ ვიცი, როგორღაც მიმორჩილებს და ისევ ვჯდები –რა გნებავთ? (გაცხარებული კი არა, ჩემი თავისვე მიკვირს, ისეთი მშვიდი ხმა მაქვს) –მომისმინე რაღაცას გეტყვი და იქნებ რამე გეცნოს –დიახ, გისმენთ, და ჩემდა გასაკვირად მეც ვუღიმი, –მოკლედ ძვირფასო ადამიანო დღევანდელი ვითარება ასეთია, შენ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობ ჩვენ კი, მე და ჩემნაირები, იმისთვის ვართ, რომ გამოგაღვიძოთ და დაგეხმაროთ ღმერთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც პირდაპირ თქვენს გულებში გადის.. –ვის ჩვენს გულებში? –ადამიანების, თქვენ პატარა ბავშვებივით ხართ, მშობელს რომ ხელი გაუშვეს, შეშინებულები და დაბნეულები არიან, მერე კი გადაწყვიტეს რომ თავად არიან ყველაფრის შემოქმედნი და ახლა ომობანას თამაშობენ, მთელი თქვენი პოლიტიკა და გლობალური ორგანიზაციები ომობანას თამაშია მხოლოდ, ამას მაშინ დაინახავ როცა ამ ყველაფერში არ იქნები და ზემოდან დახედავ, მთელს ამ ლაბირინთს, რომელსაც ყველგან მიყავხარ საკუთარი თავის გარდა, თქვენ მთელი თქვენი მოკლე ისტორიის მანძილზე აი ამას აკეთებთ –რას აბა? –რას და ტყუილში ცხოვრობთ, ამკვიდრებთ და იჯერებთ იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს -მაინც რას ა? -რას და
სიყალბეს-სიმართლის სახელით, მონობას -თავისუფლების სახელით, ომს -მშვიდობის სახელით, უმეცრებას- განათლების სახელით, ტოტალიტარიზმსა და ტოტალურ ლიბერალიზმს- დემოკრატიის სახელით, არაბუნებრიობასა და ბუნებაზე კონტროლის მცდელობას- სექსის სახელით, უხარისხობას- ალტერნატივის სახელით, ეგოიზმს- სიყვარულის სახელით, კომფორმიზმს- კომფორტის სახელით, შეზღუდულობასა და შიშს- მორალის სახელით, კერპს- ღმერთის სახელით, ჭურჭელს- წყლის სახელით, ტოტალურ კონტროლს- უსაფრთხოების სახელით, უმოქმედობას- მშვიდობის სახელით, შიშს- ცხოვრების სახელით, დიქტატორს- ქრისტეს სახელით, მატერიას- რელიგიის სახელით, პოლიტიკურ კინკლაობას- ადამიანის უფლებების სახელით, ძილს- სიფხიზლის სახელით, სისულელეს- სიბრძნის სახელით,
საკუთარი არ იცით და სხვას ასწავლით, -ეეჰ, თავი ჩავღუნე მე -რა იყო ადამიანო?- -სუსტები ვართ, კაცთა მოდგმა.. -ჰო ეგ მართალია, მაგრამ გამოსავალიც არსებობს და ისევ თქვენშია ეს გამოსავალი -რას გულისხმობ გამოსავალში? -ერთადერთი რაც გადაგარჩენთ, ერთადერთი რაც ცოცხალს დაგტოვებთ და არა მხოლოდ თქვენს სულებს, არამედ სხეულებსაც იხსნის, არის სიყვარული, თქვენ არ იცით რა არის სიყვარული, სიყვარულს უწოდებთ და ცრუეგოიზმს ქადაგებთ სინამდვილეში, საკუთარი თავიც კი არ გიყვართ, საკუთარ თავსაც კი ვერ ურიგდებით, როგორღა გახდებით ღვთიური, როგორღა გახდებით მარდიულთან თანაზიარი, როგორ შეურიგდებით სხვას? შეუძლებელს ეჭიდებით, იმიტომ, რომ იცით მაინც არ გამოგივათ და თავს იმშვიდებთ ამით, დრო გაგყავთ, და რაც ნამდვილად თქვენი გასაკეთებელია იმას ყურადღებასაც არ აქცევთ, ერთმენთზე ზრუნავთ ვითომ, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთის ყულფად ხართ ქცეულები, საკუთარი თავი შენ პირადად რომ დაინახო (აქ თავი ავწიე) გული მოგიკვდებოდა, რომ იცოდე რა საცოდავი ხარ, რა სუსტი ხარ, მარადიულის გარეშე, თავისუფლებას ქადაგებს თქვენი მოდგმა და თავად მქადაგებლებმა არ იციან რა არის თავისუფლება, კომფორტის გამო მზად ხართ ყველაფერზე თქვათ უარი და რბილი, ბეწვშემოხვეული ბორკილებით თავსაც კი მოიწონებთ, სამკაულის მსგავსად...
-რა ვქნათ? გვითხარი გამოსავალი რაშია? -ხომ გითხარი უკვე, ჯერ საკუთარ თავს უნდა შეურიგდეთ, ჯერ საკუთარი თავის წამება უნდა შეწყვიტოთ, მერე უნდა დაინახოთ რა წუმპეშიც ცხოვრობთ და სიმდიდრე კი გგონიათ, ჯერ უნდა გაიაზროთ, რომ სუსტები და არაფრის მაქნისები ხართ ყოველთა შემქმნელის გარეშე, ის ხომ ყოველ დღეს გჩუქნით, აი ასე პირდაპირ გჩუქნით და თქვენ ისე ხართ თქვენი სისულელეებით და საკუთარ თავთან ბრძოლით შეპყრობილები, რომ ვერც ამჩნევთ ვერაფერს, ვერც ამ საჩუქარს, ვერც სხვა ადამიანებს, ამას რომ გაიაზრებთ და შეიგნებთ, აი მხოლოდ ამის შეგნების შემდეგ შეიყვარებთ ერთმანეთს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება თქვენი გადარჩენა, გაიღვიძეთ.
–სხვა გზა არ არსებობს? –და რად გინდა სხვა გზა? –ეგ რაც მითხარი არ არის ადვილი –სხვა გზა ამაზე რთულია, მაგრამ ადვილად გეჩვენებათ.. –რომელი? –უმოქმედობის გზა, უსიყვარულობის გზა, გზა რომელსაც დაღუპვამდე მიყავხართ, ანუ ის ყველაფერი რასაც ახლა აკეთებთ თქვენი მოკლე ფიზიკური სიცოცხლის განმავლობაში. -კარგი სელაფიელ, მე რა შემიძლია გავაკეთო?- -შენ პირადად ერთი რამ შეგიძლია გააკეთო, როცა დაინახავ, იგრძნობ რომ ვინმეს სიყვარული აკლია, გაღიზიანებულია ან გაბრაზებული, ან რამე დაავადება სჭირს ან უჭირს რაიმენაირად, მოკლედ რომ გითხრა- ცუდად გრძნობს თავს და სიყვარულთან ახლოს არაა, ცნობიერად გაუგზავნე სიყვარული, ყოველ წამს გაუგზავნე, გულში და შენს ცნობიერებაში უთხარი "მე შენ მიყვარხარ" არ აქვს მნიშვნელობა შორსაა თუ ახლოს, სიყვარულისთვის მანძილი არ არსებობს და არც დრო და ამას ხატოვნად არ გეუბნები, სამნაირი დრო ისედაც არ არსებობს, აწმყოა მხოლოდ, მანძილი კი ვერც იარსებებს, რადგან სიყვარულითაა ყველაფერი აგებული და ნაშენი. –მერე მაგით რა შეიცვლება რომ? –რა და სიყვარული ერთდერთი საშუალებაა შეცვალო რამე თუნდაც მატერიალურ რეალობაში ან სხვა განზომილებებში, ის ყველგან მოქმედებს ერთდროულად თანაც. –კარგი სელაფიელ, გმადლობთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მთელს ამ ლაბირინთს, რომელსაც ყველგან მიყავხარ საკუთარი თავის გარდა, თქვენ მთელი თქვენი მოკლე ისტორიის მანძილზე აი ამას აკეთებთ –რას აბა? –რას და ტყუილში ცხოვრობთ, ამკვიდრებთ და იჯერებთ იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს -მაინც რას ა? -რას და
სიყალბეს-სიმართლის სახელით, მონობას -თავისუფლების სახელით, ომს -მშვიდობის სახელით, უმეცრებას- განათლების სახელით, ტოტალიტარიზმსა და ტოტალურ ლიბერალიზმს- დემოკრატიის სახელით, არაბუნებრიობასა და ბუნებაზე კონტროლის მცდელობას- სექსის სახელით, უხარისხობას- ალტერნატივის სახელით, ეგოიზმს- სიყვარულის სახელით, კომფორმიზმს- კომფორტის სახელით, შეზღუდულობასა და შიშს- მორალის სახელით, კერპს- ღმერთის სახელით, ჭურჭელს- წყლის სახელით, ტოტალურ კონტროლს- უსაფრთხოების სახელით, უმოქმედობას- მშვიდობის სახელით, შიშს- ცხოვრების სახელით, დიქტატორს- ქრისტეს სახელით, მატერიას- რელიგიის სახელით, პოლიტიკურ კინკლაობას- ადამიანის უფლებების სახელით, ძილს- სიფხიზლის სახელით, სისულელეს- სიბრძნის სახელით,
მშვენივრადაა ჩამოყალიბებული. პროგრამაა პირდაპირ. ძალიან ნიჭიერი ავტორი, აღარ შემოდის რაც საწყენია. :) მთელს ამ ლაბირინთს, რომელსაც ყველგან მიყავხარ საკუთარი თავის გარდა, თქვენ მთელი თქვენი მოკლე ისტორიის მანძილზე აი ამას აკეთებთ –რას აბა? –რას და ტყუილში ცხოვრობთ, ამკვიდრებთ და იჯერებთ იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს -მაინც რას ა? -რას და
სიყალბეს-სიმართლის სახელით, მონობას -თავისუფლების სახელით, ომს -მშვიდობის სახელით, უმეცრებას- განათლების სახელით, ტოტალიტარიზმსა და ტოტალურ ლიბერალიზმს- დემოკრატიის სახელით, არაბუნებრიობასა და ბუნებაზე კონტროლის მცდელობას- სექსის სახელით, უხარისხობას- ალტერნატივის სახელით, ეგოიზმს- სიყვარულის სახელით, კომფორმიზმს- კომფორტის სახელით, შეზღუდულობასა და შიშს- მორალის სახელით, კერპს- ღმერთის სახელით, ჭურჭელს- წყლის სახელით, ტოტალურ კონტროლს- უსაფრთხოების სახელით, უმოქმედობას- მშვიდობის სახელით, შიშს- ცხოვრების სახელით, დიქტატორს- ქრისტეს სახელით, მატერიას- რელიგიის სახელით, პოლიტიკურ კინკლაობას- ადამიანის უფლებების სახელით, ძილს- სიფხიზლის სახელით, სისულელეს- სიბრძნის სახელით,
მშვენივრადაა ჩამოყალიბებული. პროგრამაა პირდაპირ. ძალიან ნიჭიერი ავტორი, აღარ შემოდის რაც საწყენია. :)
2. სიყვარული ერთდერთი საშუალებაა შეცვალო რამე თუნდაც მატერიალურ რეალობაში ან სხვა განზომილებებში, ის ყველგან მოქმედებს ერთდროულად თანაც.
გეთანხმები :) სიყვარული ერთდერთი საშუალებაა შეცვალო რამე თუნდაც მატერიალურ რეალობაში ან სხვა განზომილებებში, ის ყველგან მოქმედებს ერთდროულად თანაც.
გეთანხმები :)
1. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უკვე წაკითხული მქონდა
სელაფიელებს უფრო კარგი მოთხრობა ეკადრებოდათ :) ისეთი შეგრძნება მაქვს რომ უკვე წაკითხული მქონდა
სელაფიელებს უფრო კარგი მოთხრობა ეკადრებოდათ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|