 | ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 იანვარი, 2016 |
წვიმდა , როცა წავიდა... ტანსაცმელი შემოაცვდათ პური აღარ ჰქონდათ სამყოფი. იძულებით...განა ნდომით? მისი წასვლა მხოლოდ ქმარ-შვილმა კი არა, უბანმაც გაიგო. აიმრიზნენ მეზობლის ჭორიკანა ქალები "გამოჩნდება ერთი, რა ხორას დადგამსო... შვილები გზაზე დაეყენებინა და მერე წასულიყოო ქმარი ახალგაზრდაა და უქალოდ დარჩაო... მაინც კაცია, ისე არ გაჩერდებაო ვაითუ გაიჩინოსო..." ჰო, ვაითუო. პირველი თვეები რომ იტირა ეგ არავის დაუნახავს ფული რომ გამოაგზავნა, გახალისდნენ შინაურები შვილებმა ჩაიცვ-დაიხურეს ექსკურსიებს მოუმატეს მასწავლებლები აიყვანეს (ძვირიანი რეპეტიტორები) ცნობისმოყვარეებმა მანქანაც შენიშნეს ეზოში (რემონტი ვერ შეამჩნიეს) თორემ სახლი რომ გალამაზდა გარეთა ხედით, ეგ მთელმა სანათესაომ ნახა გარედან ...შიგნიდან მხოლოდ შინაურებმა იცოდნენ, რომ უკვე აღარ ტიროდა. წელიწადი გასულიყო კრიზისი კარაქივით დარბილებულიყო. პროცესები უკუსვლით მიდიოდა. ჯერ რას ჩამოვა, შვილები სწავლობს ფასიანზეო... ბინა რემონტზეო რძალი შემოუყვანია ბიჭსო... ხელად_ პამპერსი და ფაფებია ძვირიო.
ნეტავ, ისეთი ლამაზი თუღააო? ალბათ აღარცაა ერთგულიო... თორემ ჩამოვიდოდა აქამდეო. რამდენჯერაც ქმრის ნასკების რეცხვა მობეზრდებოდათ მეზობლის ქალებს იმდენჯერ გულნარიას წასვლას გაახსენებდნენ ქმარს და დედამთილს... თავს უშველაო ფულიც იშოვაო. გადაშენდა აქაურობაო... რაში ენაღვლებოდათ ხანდახან ისევ თუ ტიროდა, შვილებსაც კი სიცილის კურცხალი ეგონათ და გაცივდა გული . დაშორდა შვილებს. საუბარი დაუვიწროვდათ დედაშვილებს. ქმარს უკვე გაჩენილი ჰყავდა... მისი ნაყიდი მანქანით აგულავებდა...
ამ ზაფხულს ვნახე გულნარია გულიკოს ეძახდა ყველა მე ისე... წინ გამიარა. უკვე მზიანი იყო ამინდი და მოკლე კაბა ეცვა აშხვართალებულ ხმელთაშუა ზღვისგან ნამზეურ ფეხებზე...
დედამთილის გასვენებაში იყო. იმ დედამთილის, პირველ ხუთ წელს რომ ხელებაპყრობილი ლოცავდა, ოჯახის გადარჩენისთვის და მომდევნო ცხრა წელი ხელებატოტინებული _ წყევლიდა ოჯახის დანგრევისთვის. გულნარამ გონების ტრანფორმაცია არ იცოდა რა იყო, არც რაოდენობის თვისებაში გადასვლის კანონის იცოდა როდესმე...
თორემ , ოცი წელი ევროპაში ცხოვრებით ასეთი დახვეწილი , ელეგანტური და გემოვნებიანი არ გახდებოდა... სულო ცოდვილო არც ასე უღვთოდ ლამაზი მოგვეჩვენებოდა... არც მეგობარ მამაკაცს ჩამოიყოლებდა, ეგ კანონები რომ ცოდნოდა... (ქმრის "გაბედნიერების"და შვილების დაბინავების მერეც თავს უფლებას როგორ მისცემდა...)
მაინც აპუტუნდნენ მეზობლები: "ადამიანო, ხომ ვამბობდითო... ასავსავებდნენ უმანიკურო ხელებს ვიცოდით წინასწარ ყველაფერიო... რომ გაიჩენდაო... გული გადასხვაფერდებაო." (იმერულად მასე ითქმოდა და ევროპულად ვერც გულნარიამ გაიგო რამე) რომ თურმე წინასწარ ყორიფელი გათვლილი... და გარდაუვალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. შობას გილოცავ! ყველა სურვილების ასრულებას. შობას გილოცავ! ყველა სურვილების ასრულებას.
21. შობას გილოცავთ ! შობას გილოცავთ! შობას გილოცავთ ! შობას გილოცავთ!
20. სიმართლე უფრო მაგარია: ეს ჩვენი გულნარა ჩამოვიდა და ქმარს განქორწინება მოსთხოვა_ო, ასე თქვეს... (ნუ მე მათ საუბარს არ შევსწრებივარ ) კაცმა უარი უთხრა (არადა სამი საყვარელი გამოიცვალა ) ადგა და გაიპარა გულიკო სახლიდან...
მოკლედ ის იქ გაბედნიერდა
ეს აქ...
მერე, როგორც ცივილიზირებულ ქალს (ეს სიტყვა სწორად დავწერე?) შეეფერება, დედამთილის გასვენებაში ჩამოვიდა. ჩამოვიდა და ...ჩამოიყვანა... მთლად გასვენებაში არ მიუყვანია მარა გარეთ, სასტუმროში ,ელოდებოდა
სიმართლე უფრო მაგარია: ეს ჩვენი გულნარა ჩამოვიდა და ქმარს განქორწინება მოსთხოვა_ო, ასე თქვეს... (ნუ მე მათ საუბარს არ შევსწრებივარ ) კაცმა უარი უთხრა (არადა სამი საყვარელი გამოიცვალა ) ადგა და გაიპარა გულიკო სახლიდან...
მოკლედ ის იქ გაბედნიერდა
ეს აქ...
მერე, როგორც ცივილიზირებულ ქალს (ეს სიტყვა სწორად დავწერე?) შეეფერება, დედამთილის გასვენებაში ჩამოვიდა. ჩამოვიდა და ...ჩამოიყვანა... მთლად გასვენებაში არ მიუყვანია მარა გარეთ, სასტუმროში ,ელოდებოდა
19. ჰო... ფაქტიურად ერთსა და იმავეს ვამბობთ.
ჭორაობას რაც შეეხება, გარკვეულწილად კი. წერა ხომ რაღაც მხრივ ჭორაობაა. მითუმეტეს თუ ეს მართალი ამბავია (რაზეც არ მიპასუხე).
თუმცა მე მაინც ვიტყოდი რომ კი არ ვჭორაობთ, ვსჯელობთ. ჩვენ ხომ არავის განვსჯით, ყოველ შემთხვევაში მიზანმიმართულად.
ღმერთმა დამიფაროს ვინმე განვსაჯო. ეს რომ გავაკეთო, ცოდვილთან ერთად ფარისეველიც ვიქნები, რაც ყველაზე მეტად არ მინდა. ჰო... ფაქტიურად ერთსა და იმავეს ვამბობთ.
ჭორაობას რაც შეეხება, გარკვეულწილად კი. წერა ხომ რაღაც მხრივ ჭორაობაა. მითუმეტეს თუ ეს მართალი ამბავია (რაზეც არ მიპასუხე).
თუმცა მე მაინც ვიტყოდი რომ კი არ ვჭორაობთ, ვსჯელობთ. ჩვენ ხომ არავის განვსჯით, ყოველ შემთხვევაში მიზანმიმართულად.
ღმერთმა დამიფაროს ვინმე განვსაჯო. ეს რომ გავაკეთო, ცოდვილთან ერთად ფარისეველიც ვიქნები, რაც ყველაზე მეტად არ მინდა.
18. "ალბათ საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ჩვენთან ოჯახის შენარჩუნების მცდელობა მარაზმამდე მიდის, მაშინაც კი, როცა ის ყველაფერია ოჯახის გარდა"
ლუტეცია, ეს ყველაზე დიდი სიმართლეა,
მსჯელობა მეზარება, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე...
მოკლედ, იყო რაღაც კითხვები და შევეცდები გავცე პასუხი: პირობითად, გულნარა, წასვლისას , თავიდანვე ვინმეს რომ "დაემუშავებინა", ასე და ისე, არამც და არამც არ შეიძლებოდაო, სხვისი ხათრით, იქნებ მართლაც არ ჩამოეყვანა მეგობარი მამაკაცი...თუმცა...თუმცა მე არავის მინდა ვაწყენინო...ზოგს ჰგონია, რომ ვკიცხავ...დამიფაროს ღმერთმა... მე რას ვიზამდი, მსგავს სიტუაციაში, არ ვიცი.
გულნარას ევროპაში ცხოვრებამ გემოვნება ჩამოიყალიბა, ანდა სულაც, გემოვნება გაუჩინა...
აპუტუნებული მეზობლები ახლა ჩვენ ვართ :DDDD დაე, იცხოვროს ისე, როგორც გაეხარდება...აშხვარტალებულ ფეხებზე კაბაც დაიმოკლოს.რა ჩვენი საქმეა...
იმერულად , გადასხვაფერდაო და ევროპულ -ამერიკულად, გარდაუვალი იყოოო, ასე გვეუბნება ეს პოეზიად მონათლული პროზა.
"ალბათ საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ჩვენთან ოჯახის შენარჩუნების მცდელობა მარაზმამდე მიდის, მაშინაც კი, როცა ის ყველაფერია ოჯახის გარდა"
ლუტეცია, ეს ყველაზე დიდი სიმართლეა,
მსჯელობა მეზარება, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე...
მოკლედ, იყო რაღაც კითხვები და შევეცდები გავცე პასუხი: პირობითად, გულნარა, წასვლისას , თავიდანვე ვინმეს რომ "დაემუშავებინა", ასე და ისე, არამც და არამც არ შეიძლებოდაო, სხვისი ხათრით, იქნებ მართლაც არ ჩამოეყვანა მეგობარი მამაკაცი...თუმცა...თუმცა მე არავის მინდა ვაწყენინო...ზოგს ჰგონია, რომ ვკიცხავ...დამიფაროს ღმერთმა... მე რას ვიზამდი, მსგავს სიტუაციაში, არ ვიცი.
გულნარას ევროპაში ცხოვრებამ გემოვნება ჩამოიყალიბა, ანდა სულაც, გემოვნება გაუჩინა...
აპუტუნებული მეზობლები ახლა ჩვენ ვართ :DDDD დაე, იცხოვროს ისე, როგორც გაეხარდება...აშხვარტალებულ ფეხებზე კაბაც დაიმოკლოს.რა ჩვენი საქმეა...
იმერულად , გადასხვაფერდაო და ევროპულ -ამერიკულად, გარდაუვალი იყოოო, ასე გვეუბნება ეს პოეზიად მონათლული პროზა.
17. მოკლედ, მგონი ჩემს წინა კომენტარებში ბოლომდე გასაგებად ვერ გამოვხატე სათქმელი ან უბრალოდ არასწორად გამიგეთ და მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო. იმიტომ მომეჩვენა არარეალურად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქალის ჩამოსვლა დედამთილის გასვენებაში მეგობარ მამაკაცთან ერთად, რომ მასიურად (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), ჩვენს საზოგადოებაში ქალები ნაკლებად აჩენენ საჯაროდ მეგობარ მამაკაცებს, ისევ და ისევ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე. რადგან საზოგადოება ქალებს უფრო კიცხავს მსგავსი საქციელის გამო, ვიდრე კაცებს. ჩემი კომენტარით პერსონაჟი ქალი არ გამიკიცხავს და ვინც მიცნობს, მიხვდება რომ ამას არამც და არამც აარ ვიზამდი. :) ალბათ საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ჩვენთან ოჯახის შენარჩუნების მცდელობა მარაზმამდე მიდის, მაშინაც კი, როცა ის ყველაფერია ოჯახის გარდა.
მოკლედ, ვიმსჯელოთ კიდევ თუ გინდათ, მე ქულები არ მენანება. :) მოკლედ, მგონი ჩემს წინა კომენტარებში ბოლომდე გასაგებად ვერ გამოვხატე სათქმელი ან უბრალოდ არასწორად გამიგეთ და მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო. იმიტომ მომეჩვენა არარეალურად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ქალის ჩამოსვლა დედამთილის გასვენებაში მეგობარ მამაკაცთან ერთად, რომ მასიურად (გამონაკლისებს არ ვგულისხმობ), ჩვენს საზოგადოებაში ქალები ნაკლებად აჩენენ საჯაროდ მეგობარ მამაკაცებს, ისევ და ისევ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე. რადგან საზოგადოება ქალებს უფრო კიცხავს მსგავსი საქციელის გამო, ვიდრე კაცებს. ჩემი კომენტარით პერსონაჟი ქალი არ გამიკიცხავს და ვინც მიცნობს, მიხვდება რომ ამას არამც და არამც აარ ვიზამდი. :) ალბათ საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ ჩვენთან ოჯახის შენარჩუნების მცდელობა მარაზმამდე მიდის, მაშინაც კი, როცა ის ყველაფერია ოჯახის გარდა.
მოკლედ, ვიმსჯელოთ კიდევ თუ გინდათ, მე ქულები არ მენანება. :)
16. ძალიან რეალურია დღეს მე მომეწონა. ძალიან რეალურია დღეს მე მომეწონა.
15. ნეფერტარ, თქვენს მეზობელზე ჭორაობა კი გამომდის სამწუხაროდ, მაგრამ რა ვქნა რომ ძალიან დამაინტერესა - აქ ქმარი ჰყავდა მაგ დროს, როცა ორსული ჩამოდიოდა? ნეფერტარ, თქვენს მეზობელზე ჭორაობა კი გამომდის სამწუხაროდ, მაგრამ რა ვქნა რომ ძალიან დამაინტერესა - აქ ქმარი ჰყავდა მაგ დროს, როცა ორსული ჩამოდიოდა?
14. გულნარაზე არ წერ მაგას :
გონების ტრანფორმაცია არ იცოდა რა იყო, არც რაოდენობის თვისებაში გადასვლის კანონის იცოდა როდესმე...
ჰოდა მეც შეკითხვა გამიჩნდა, რადგან ვერ გაგიგე რა გქონდა მხედველობაში ზუსტად რა იდგა ამ სიტყვების უკან... სულ ეგაა. გულნარაზე არ წერ მაგას :
გონების ტრანფორმაცია არ იცოდა რა იყო, არც რაოდენობის თვისებაში გადასვლის კანონის იცოდა როდესმე...
ჰოდა მეც შეკითხვა გამიჩნდა, რადგან ვერ გაგიგე რა გქონდა მხედველობაში ზუსტად რა იდგა ამ სიტყვების უკან... სულ ეგაა.
13. ეს კანონი ვიცი მეთქი...
ღირებულებები მხოლოდ ერთი მხარეს არ უნდა მოვთხოვოთ.. განათლებას ყველას ვერ მოვთხოვთ... მეგობარი კაცების რაოდენობაც პირადულია :D
მე მეცოდება ყველა გულნარა, ერთ დღესაც რომ მიხვდნენ, მხოლოდ მოვალეობა აკავშირებთ ოჯახთან...
ეს კანონი ვიცი მეთქი...
ღირებულებები მხოლოდ ერთი მხარეს არ უნდა მოვთხოვოთ.. განათლებას ყველას ვერ მოვთხოვთ... მეგობარი კაცების რაოდენობაც პირადულია :D
მე მეცოდება ყველა გულნარა, ერთ დღესაც რომ მიხვდნენ, მხოლოდ მოვალეობა აკავშირებთ ოჯახთან...
12. ჰოდა ვერ დავაკავშირე რაღაც... რას გულისხმობ მეგობარი კაცების რაოდენობას... განათლებას თუ ... ღირებულებებს თუ...
ჰოდა ვერ დავაკავშირე რაღაც... რას გულისხმობ მეგობარი კაცების რაოდენობას... განათლებას თუ ... ღირებულებებს თუ...
10. რაოდენობრიობა-თვისობრიობა ეს დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპია.
რაოდენობრიობა-თვისობრიობა ეს დიალექტიკური მატერიალიზმის პრინციპია.
9. "ძალიან მაგრად ცვლის ქალს სხვა ქვეყანაში დიდი ხნით ყოფნა, ძალიან. მერე აქაური ჭორები, შეხედულებები, ჰაზრები სულ ფეხზედ ჰკიდია... "
ნამდვილად გეთანხმებით გონების ტრანფორმაციააა ეს თუ რავიცი რა ქვია
არაა ეს გასაკიცხად დაწერილი გულისტკივილითაა დაწერილი ხალხო რაოდენობა_თვისებაში გადადის... კიდევაც უნდა გადავიდეს, იმიტომ რომ ეს კანონია :
"ძალიან მაგრად ცვლის ქალს სხვა ქვეყანაში დიდი ხნით ყოფნა, ძალიან. მერე აქაური ჭორები, შეხედულებები, ჰაზრები სულ ფეხზედ ჰკიდია... "
ნამდვილად გეთანხმებით გონების ტრანფორმაციააა ეს თუ რავიცი რა ქვია
არაა ეს გასაკიცხად დაწერილი გულისტკივილითაა დაწერილი ხალხო რაოდენობა_თვისებაში გადადის... კიდევაც უნდა გადავიდეს, იმიტომ რომ ეს კანონია :
8. გამექცა კომენტარი, ჰოდა პირველად რომ ჩამოვიდა ორსული, მეზობლებმა ზედ არ შეხედეს და არ მიესალმნენ. ატეხა ერთი ამბავი დალანძღა მეზობლები... თურმე ყველაზე ჭორიკნებს იქედან საჩუქრებს უგზავნიდა... მეორედ რომ ჩამოვიდა ორსული, ყველამ შორს დაიჭირა, და ამანაც ისეთები ჩაატარა, მრცხვენია რომ ვიხსნებ... კანჭები კი არა სხვა რამეებსაც გვარიანად აფენდა ღია გარემოში. მეგობარი მამაკაცებიც ჩამოიყვანა და მეტიც ქნა.
გამექცა კომენტარი, ჰოდა პირველად რომ ჩამოვიდა ორსული, მეზობლებმა ზედ არ შეხედეს და არ მიესალმნენ. ატეხა ერთი ამბავი დალანძღა მეზობლები... თურმე ყველაზე ჭორიკნებს იქედან საჩუქრებს უგზავნიდა... მეორედ რომ ჩამოვიდა ორსული, ყველამ შორს დაიჭირა, და ამანაც ისეთები ჩაატარა, მრცხვენია რომ ვიხსნებ... კანჭები კი არა სხვა რამეებსაც გვარიანად აფენდა ღია გარემოში. მეგობარი მამაკაცებიც ჩამოიყვანა და მეტიც ქნა.
7. ძალიან მაგრად ცვლის ქალს სხვა ქვეყანაში დიდი ხნით ყოფნა, ძალიან. მერე აქაური ჭორები, შეხედულებები, ჰაზრები სულ ფეხზედ ჰკიდია... ზუსტად ასე მოხდებოდა ზუსტად ასე... უამრავი შემთხვევა მინახავს და აგერ ჩემი კარის მეზობელია მასეთი ზუსტად.... მთელ 8 სულს აჭამა და ასვა 5 მძიმე წელიწადი, მერე ორსული ჩამოვიდა, გააჩინა, წავიდა და მეორედაც ორსული ჩამოვიდა... მეორედ უკვე სხვისგან... ჰოდა ჭამს ახლა ის 8 ზარმაცი ამის ქონებას... :))
ძალიან მაგრად ცვლის ქალს სხვა ქვეყანაში დიდი ხნით ყოფნა, ძალიან. მერე აქაური ჭორები, შეხედულებები, ჰაზრები სულ ფეხზედ ჰკიდია... ზუსტად ასე მოხდებოდა ზუსტად ასე... უამრავი შემთხვევა მინახავს და აგერ ჩემი კარის მეზობელია მასეთი ზუსტად.... მთელ 8 სულს აჭამა და ასვა 5 მძიმე წელიწადი, მერე ორსული ჩამოვიდა, გააჩინა, წავიდა და მეორედაც ორსული ჩამოვიდა... მეორედ უკვე სხვისგან... ჰოდა ჭამს ახლა ის 8 ზარმაცი ამის ქონებას... :))
6. ელადა, თუ მე მეუბნებით, გეტყვით რომ გულიკოს არანაირად არ ვამტყუნებ. უბრალოდ დამეთანხმებით ალბათ რომ ქართველი ქალი მეგობარ მამაკაცს ასე საჯაროდ არ გამოაჩენს. ოფიციალურად გათხოვილი კი არა, გაშორებულიც ვერ გამოაჩენს თავისუფლად. მეტიც, გაუთხოვარ გოგოს რომ ჰყავს მეგობარი ბიჭი, ისიც კი ხდება ხოლმე განსჯის ობიექტი. ვიყოთ რეალისტები, არაა ჯერ მასე განვითარებული ჩვენი ქვეყანა. ელადა, თუ მე მეუბნებით, გეტყვით რომ გულიკოს არანაირად არ ვამტყუნებ. უბრალოდ დამეთანხმებით ალბათ რომ ქართველი ქალი მეგობარ მამაკაცს ასე საჯაროდ არ გამოაჩენს. ოფიციალურად გათხოვილი კი არა, გაშორებულიც ვერ გამოაჩენს თავისუფლად. მეტიც, გაუთხოვარ გოგოს რომ ჰყავს მეგობარი ბიჭი, ისიც კი ხდება ხოლმე განსჯის ობიექტი. ვიყოთ რეალისტები, არაა ჯერ მასე განვითარებული ჩვენი ქვეყანა.
5. მე მომეწონა. 5.
ოღონდ " ნასკების" ????????
მე მომეწონა. 5.
ოღონდ " ნასკების" ????????
4. პროზაა, მე 9 წლის მერე რომ ჩამოვედი, საკუთარ სახლში, რომლის აშენებას, დამშვენებას ამდენი ხანი მოვუნდი თავი უცხოდ ვიგრძენი,ეხლაც სტუმარი მგონია ჩემი თავი,ბევრი გულიკო მინახავს რომელმაც 25 წლის ასაკში დატოვა ქმარ შვილი და 15 წელია ვერ მიდის სახლში, ქმარს მეორე ოჯახი აქვს, ისიც მისი სარჩენია, შვილები რომ არ შეაწუხოს, გაამტყუნეთ ეხლა ,,გულიკოები,, თუ იქ მეგობარი გაიჩინეს)) პროზაა, მე 9 წლის მერე რომ ჩამოვედი, საკუთარ სახლში, რომლის აშენებას, დამშვენებას ამდენი ხანი მოვუნდი თავი უცხოდ ვიგრძენი,ეხლაც სტუმარი მგონია ჩემი თავი,ბევრი გულიკო მინახავს რომელმაც 25 წლის ასაკში დატოვა ქმარ შვილი და 15 წელია ვერ მიდის სახლში, ქმარს მეორე ოჯახი აქვს, ისიც მისი სარჩენია, შვილები რომ არ შეაწუხოს, გაამტყუნეთ ეხლა ,,გულიკოები,, თუ იქ მეგობარი გაიჩინეს))
3. ჰოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული გულიკო მეგობარ მამაკაცს ასე საჯაროდ არ გამოაჩენდა, მე ასე მგონია. თორემ არ გაიჩენდათქო არ ვამბობ. რა ვიცი თუ ნამდვილი ამბავია მაშინ რაღა მეთქმის, გამიკვირდება და ეგაა. :) ჰო მესმის, ჩემთვისაც სულერთია ხოლმე რა ჟანრს დაარქმევენ ჩემს ნაწერს მაგრამ ეს ჩემი აზრით პროზაა და ლექსის ფორმა რატომ აქვს ვერ ვხვდები. უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ. :) ჰოდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული გულიკო მეგობარ მამაკაცს ასე საჯაროდ არ გამოაჩენდა, მე ასე მგონია. თორემ არ გაიჩენდათქო არ ვამბობ. რა ვიცი თუ ნამდვილი ამბავია მაშინ რაღა მეთქმის, გამიკვირდება და ეგაა. :) ჰო მესმის, ჩემთვისაც სულერთია ხოლმე რა ჟანრს დაარქმევენ ჩემს ნაწერს მაგრამ ეს ჩემი აზრით პროზაა და ლექსის ფორმა რატომ აქვს ვერ ვხვდები. უბრალოდ ჩემს აზრს გამოვხატავ. :)
2. აბა რა დავარქვა მეგობარ მამაკაცს?ის ქმარი არაა და...
საშუალო სტატისტიკურ ქართველ ქალზე კი არა, გულიკოზეა დაწერილი, თუმცა ,ვინ იცის... მე რა გულისტკივილმაც დამაწერინა, იმისთვის სულერთია, პროზაა, პოეზიაა, ესეა თუ კაბის ქვეშ დამალული "შპარგალკა" :(
აბა რა დავარქვა მეგობარ მამაკაცს?ის ქმარი არაა და...
საშუალო სტატისტიკურ ქართველ ქალზე კი არა, გულიკოზეა დაწერილი, თუმცა ,ვინ იცის... მე რა გულისტკივილმაც დამაწერინა, იმისთვის სულერთია, პროზაა, პოეზიაა, ესეა თუ კაბის ქვეშ დამალული "შპარგალკა" :(
1. როგორც პროზაა არაა ცუდი. თუმცა ბევრი რამ ზედმეტად შაბლონურია, ხოლო "მეგობარ მამაკაცი" პირიქით - ზედმეტად არარეალისტური. არაა საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალი მაგის ჩამდენი. თინეიჯერი ხომ არაა. :) ვფიქრობ არ უნდა ჰქონდეს ამას ლექსის ფორმა. კი ამბობენ არაკონვენციური ლექსის მტრები, ვერლიბრი იგივე ლექსივით ჩამოწერილი პროზააო, მაგრამ... ა ბატონო, თუა. ;) როგორც პროზაა არაა ცუდი. თუმცა ბევრი რამ ზედმეტად შაბლონურია, ხოლო "მეგობარ მამაკაცი" პირიქით - ზედმეტად არარეალისტური. არაა საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალი მაგის ჩამდენი. თინეიჯერი ხომ არაა. :) ვფიქრობ არ უნდა ჰქონდეს ამას ლექსის ფორმა. კი ამბობენ არაკონვენციური ლექსის მტრები, ვერლიბრი იგივე ლექსივით ჩამოწერილი პროზააო, მაგრამ... ა ბატონო, თუა. ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|