ქარი არხევდა ტირიფს,ფიქრებს ნიავი ცვეთდა ქარი წვიმა და მეხი ჭექაქუხილი ელვა... ხმა მოდიოდა გლოვის, ცა ჩამოიქცა ჭექით ქარი წვიმა და სეტყვა დამწყდარი იოგები... ცივი ქუჩების ბოლოს ძაძას მიათრევს ქალი ჭექაქუხილი სევდა გაელვება და ქარი... კედელზე მილურსმნული დიდი შავ-თეთრი ფოტო კედლიდან მომზირალი ღიმილიანი ბავშვი. ოთახში საქანელა თოჯინები და ლახტი გარეთ წვიმა და სევდა შიგნით დედა და ქარი…