ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2015


სტიქია და მართა



ერთი საათის წინ რადიოში გამოაცხადეს, შავ ზღვას  ქარიშხალი უახლოვდება და საშინელი შტორმი იქნებაო...
პირველად ჩემი, მამაპაპისეული, ზღვისპირა სახლი გამახსენდა, დამენანა, როგორ  არ მინდა , რომ  წაიქცეს.
მერე კი ჩემი მეზობელი, მარტოხელა მართა...
  ასეთ დროს ბევრჯერ დატბორილა ჩვენი სახლი და სარდაფი. საათობით ვხაპავდით წყალს  სამზადიდან  და გარეთ ვასხამდით.
ის კი ისე მიედინებოდა ,  იფიქრებდი  ისევ უკან იბრუნებსო ზღვა.
როცა ჩვენსას ოდნავ დავწრეტდით,მერე მართას წავაშველებდით ხელს.
გახარებული თვითონაც დატრიალდებოდა , თუმცა მეტ დროს სამზარეულოში გაატარებდა და  ბოლოს ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს  დაგვიწყობდა წინ. თან რა დალოცვა იცოდა...
ამ დალოცვის ხათრით  სხვაც ბევრი საქმე გვიკეთებია მე და ნოდიკოს, მის  შვილს.  ჩვენ  ერთი კბილა ვიყავით და ვიდრე ცოცხალი იყო, მართას ეზოში ბევრ დროს ვატარებდი ხოლმე.  მერე ,  როცა ნოდიკო ომმა იმსხვერპლა ,  მართამ ძლივს რომ
ჩამოასვენა  და ძლივს    გაიჩინა შვილის საფლავი, გადასვლას მოვუკელით .  ბოლოს კი სულაც  დავივიწყეთ მართას
ხაჭაპურების გემო.
  ღობის გამყოფზე საზიარო ბალი გვედგა, ისინი იქედან კრეფდნენ,  ჩვენ აქედან , თუმცა დამწიფებას კი  არა შეთვალებას არ  ვაცდიდით , თითქმის მკვახეს  ვჭამდით  ხილს.
  ჩვენი მხრიდან რომ  ჩამოიცლებოდა,  სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა დამკრახული ბლით სავსე თასით  მართა.
ბალს შემოგვაწოდებდა,  თქვენიცაა , მარტომ ვერ დავძალეო...

  შარშან ვნახე, ჩვენი ბლის ხე წაქცეულა,  წყალს ძირი გამოურეცხია და  გამხმარა.

    ახლა კი...რადიოში გამოაცხადეს, შტორმი იქნებაო .  ალბათ ,მართა  მარტო ებრძვის სტიქიას...
ისეთი დაუძლურებულია... თუმცა იქაურობის დატოვება არასდროს  უფიქრია
ნოდიკოს საფლავს ვერ დატოვებს...
ვერც ზღვას....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები