ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუჩი
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2015


ნანგრვები

  გიორგი თავის ოთახში იწვა და მეგობარს ელოდებოდა. ოთახი მოწესრიგებული ჩანდა: ხალიჩებს ლამაზი ფერი ედო, ფანჯრები სუფთა იყო და ტანსაცმელიც დაკეცილი ელაგა სკამზე.
სახეზე, რომელზეც ორი ნაიარევი აჩნდა დაღლილობა და ზიზღი ეტყობოდა, ერთი ნაიარევი  წარბზე გადიოდა და თვალის გუგისკენ მიიწევდა თითქოს მის გახვრეტას ლამობსო, ხოლო მეორე ნიკაფზე მდებარეობდა და ყელისკენ მისწრაფებოდა. ოთახი, რომ დაალაგა  ცოტა მოეშვა და რაღაცაზე ჩაფიქრდა. თვალებდახუჭული იწვა თავის კოხტა სავარძელში, რომლის წინაც ინდურ და სპარსულ ორნამენტებიანი ხალიჩა ეფინა. სავარძლის ზევით უცნობი მხატვრის ნახატი იყო დაკიდებული. ნახატს სიძველის იერსახე ეტყობოდა.
    ზარმა დარეკა. კარებიდან ახალგაზრდული და ამვდროულად მკაცრი ხმა მოისმა.                                                                                                                               
-გიორგი აქ ხარ, კარი გამიღე... რაღაც უნდაგაჩვენო.                                                                     
გიორგი ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაქანდა. გიორგიმ კარი გააღო და კედმა სახეში უცებ წერილი შემოაჩოჩა.                                                             
-ეს რა ქაღალდია?                                                                                                                                         
- წერილია, შენ კარებთან ვიპოვე.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     
გიორგიმ წერილს თვი ახადა, შიგნით მხოლოდ ერთი დაკუჭული ფურცელი იდო, რომელშიც ერთი პატარა წინადადება ეწერა: ''დღეს შვიდ საათზე ცენტრალურ ბაღში გელოდები.''                                                                                                                                                    -სულ ესაა? ალბათ ვიღც მასხარაობს. 
-გიო რას იზამ? წახვალ თუ არა?
-რა სისულელე ამის გამო, რატომ უნდა წავიდე.                                                                                                                                                                                                                   
-აუცილებლად უნდა წახვიდე თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო, მე შენ ადგილზე აუცილებლად წავიდოდი. სიამოვნებიტ გამოგყვებოდი ამ საღამოს, მაგრამ ჩემებს უნდა დავეხმარო.                                                                                                                                         
-კარგი წავალ, მაგრამ მარტო იმის გამო, რომ მეც ძალიან მაინტერესებს ვისგანაა მოწერილი.                                       
-კარგად გიო და აუცილებლად წადი და ხვალ ყველაფერი მომიყევი. გიორგის ხმა არ ამოუღია ის წერილზე ჩაფიქრებულიყო და რაღც უცნაურ გრძნობას შეეპყრო იგი. ცნობისწადილი ისეთი ძლიერი იყო, რომ საღამომდე მოცდა აღარ შეეძლო და დროის მოსაკლავად თავის სავარძელზე მიწვა და დაიძინა.
  გიორგიმ საღამოს გამოიღვიძა. ცნობისმოყვარეობის გრძნობით აღსავსემ უცებე ჩაიცვა ქურთუკი მოიხურა და ბაღისკენ გაემართა. გარეთ შემოდგომა იდგა და სუსხიანი ქარი ქროდა, ხეებს ფოთლები უკვე ჩამოცვენოდა და მოუხვეტავი ქუჩები ყვითელ ფერებში შეიღება. გიორგის ძალიან ესიამოვნა ამ სილამაზის დანახვა. პარკი ქალაქიდან თხუთმეტი წუთის სავალზე იყო, მაგრამ დათქმულ დრომდე ჯერ ადრე იყო. გიორგიმ ადრე მისვლა გადაწყვიტა და გზას ფეხით ჩაუყვა. გზაში თავისი ქალაქის ცქერით ტკბებოდა. ახსენდებოდა, როგორ დარბოდა ბავშვობაში ამხანაგებთან ერთად, ახსენდებოდა და იცინოდა თითქოს ისევ ბავშვი ყოფილიყოს. ბოლოს ბაღსაც მიუახლოვდა, რომლის ბოლოშიც ნანგრევები მოჩანდა. გიორგიმ არ იცოდა ამ ნანგრევების შესახებ არაფერი, გარდა იმის, რომ ადრე მის ბავშვობაში მიწისძვრის დროს აქ ტრაგედია დატრიალებულიყო. რატომღაც ყველა მის გარშემო ამ თემას გაურბოდა მეგობრებიც, ახლობლებიც და მშობლებიც რის გამოც მან არაფერი იცოდა ამის შესახებ. მიდიოდა და მიყვებოდა ვიწრო დაფოთლილ ბილიკს და ყოველი ფეხის გადადგმაზე ფოთლის სასიამოვნო ჩხრიალი ამშვიდებდა და ყოველგვარ გაურკვევლობას უქარწყლებდა. ირგვლივ არავინ ყოფილიყო გარდა ხეებისა და ნანგრევებისა. ბოლოს იმედი გაუცრუვდა, რომ არავინ დახვდა და გულზე რაღაც ნაღველი შემოაწვა თითქოს რაღაც სასწაულს ელოდებოდა და ვერ ნახა.  წასვლისას ნანგრევებში შესვლა გადაწყვიტა. ნანგრევები ბალახით იყო გარშემორტყმული ირგვლივ დანგრეულ კედლებზე სურო აყოლილიყო და ვარდის ბუჩქებში რაღაც ფაჩუნი ისმოდა. მზე ღრუბლებს ამოფარვოდა და ირგვლივ სევდიანმა და მელანქოლიურმა გარემომ დაისადგურა. მუცელში, რაღაცას გრძნობდა, თითქოს გველები დასისინებენ შიგნით. გონებაში უცნობი ამბის ფრაგმენტაბი ახსენდებოდა და დროდადრო აჟრჟოლებდა. ცდილობდა ამ ფრაგმენტებისგან საერთო სურათი შეეკრა, მაგრამ ვერადავერ მოახერხა. ნანგრევების შუა ნაწილში, რომ შევიდა დაინახა მცირე წლოვანი გოგონა, რომელიც უძრავად იდგა ერთ ადგილას და სლუკუნებდა. გიორგის უცებ სუნთქვა შეეკრა, თავბრუ დაეხვა თითქოს ააწყო უამრავი ფრანგმენტისგან შემდგარი პაზლი. ფეხებში კანკალი აუტყდა და ტუჩები აუკანკალდა ხმის ამოღება უნდოდა მაგრამ ვერ იღებდა თითქოს ყელში მთელი ტკივილი გაეჩხირა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე არ ახსოვდა. უხმოდ მიაღწია გოგომდე  და მთელი ძალით გულში ჩაიკრა თვალიდან ცრემლი სდიოდა, რომელიც ნიკაფიდან გოგოს თმებს ეცემოდა. გიორგის გაახსენდა ყველაფერი ისიც გაახსენდა, როგორ მიიღო ის ორი იარა, იმასაც მიხვდა თუ რატომ უმალავდნენ ყველაფერს და გოგოც გაახსენდა. ეს გოგო იყო მისი უმცროსი და, რომელიც მიწისძვრის შედეგად მასთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში. ნანგრევებიდან, როცა გამოიყვანეს იმ საზარელი ამბის დეტალები დავიწყებოდა. ასე იყვნენ ჩახუტებულები ერთად და მათ შორის უხილავი ენერგია სუფევდა, რომელიც ნებისმიერ ადმიანს სიცოსცხლეს შეაყვარებდა. გიორგი ერთდროულად სიხარულსაც და სინანულსაც გრძნობდა. იმ უზომო სიხარულს, რომელსაც დის დანახვა ანიჭებდა და იმ სასტიკ სინანულს, რომელსაც მკვდარი დის მიმართ გრძნობდა. გიორგი გონს რომ მოვიდა გოგო უკვე გამქრალიყო. ერთხან ფიქრობდა მომხდარზე. ვერ გარკვეულიყო სიზმარი იყო თუ რეალობა. ფეხზე რომ წამოდგა ირგვლივ მიმოიხედა და ყველაფერი ეუცხოვა. გულში რაღაცას გრძნობდა, რაღც მშვენიარს. ის სახლისკენ გაეშურა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები