იგი სახლიდან გამოდის ეხლა, ამხანაგები უცდიან გარეთ. კვლავინდებურად ელვარებს მალა დედაქალაქის ქათქათა მთვარე. სიცოცხლით სავსე გუგუნებს ქუჩა, გოგონას სახეს უმშვენებს კდემა. ტურფად უბრწყინავს თვალები ლურჯი, მოდის ტრამვაი ნომერი 5. ადის ტრამვაის კიბეზე მარდად ისწორებს ხელით ქათიბის კალთას და ფანჯარასთან ჯდება. ტრამვაი მიდის.. განიერ გზაზე ერთმანეთს ცვლიან ჭადრები,ხალხი. მარტოდენ მთვარე, თეთრონი მთვარე– მისდევს ტრამვაის უცვლელი სახით. ქუჩაში სუფევს დუმილი ხეთა, .......... ყველაფერ ამას სოფლიდან ვხედავ. ......... გულს ახალისებს ჰაერი სოფლის. დგას საწნახელში ჭაბუკი ერთი შუბლზე წვეტები ასხედან ოფლის, ძალუმად სუნთქავს პიტალო მკერდით. გაწითლებია მტრედივით წვივნი, თმას წამდაუწუმ ისწორებს ხელით, მარანს თანდათან ერევა ძილი, წითელი ტკბილით ივსება ქვევრი. გარეთ ფერები დაღვრილან კირის, სივრცეში თეთრად მოძრაობს მთვარე, იპირებიან ქვევრები ტკბილით, ხუჭავს მარანი მეწამულ თვალებს. კომშის ტოტებზე ქათმები სხედან, ............... ყველაფერ ამას იგი თუ ხედავს ? .............. ყველაფერს ხედავს მთვარე კეთილი, რძის დიდი წვეთი თეთრი წერტილი, და აგონდება : ვარაზის ხევთან შარშან მე და შენ რომ გვნახა ერთად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მე მაპატიე კარგო ტიპო:) საიდან დაადგინე რომ პოეზიას საზომი გააჩნია და თურმე გრამი ყოფოლა ეს :) მე მაპატიე კარგო ტიპო:) საიდან დაადგინე რომ პოეზიას საზომი გააჩნია და თურმე გრამი ყოფოლა ეს :)
3. გასწითლებია მტრედივით წვივი–ეს კი მომეწონა)) გასწითლებია მტრედივით წვივი–ეს კი მომეწონა))
2. სოფლის სურათი არ იყო ურიგო.
"ხუჭავს მარანი მეწამულ თვალებს" - კარგად მიგნებული მეტაფორაა.
სოფლის სურათი არ იყო ურიგო.
"ხუჭავს მარანი მეწამულ თვალებს" - კარგად მიგნებული მეტაფორაა.
1. გრამი პოეზია არაა აქ გრამი პოეზია არაა აქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|