5. კვლაცა სახელთა კრიალოსანი მწადს ჩამოვმარცვლო კრძალვა-რიდებით, რაიც მოსავდა კეთილხმოვნებით ასულთ, ისედაც მოსილთ დიდებით: იყო პელია, ჯიღაწარბება, პელაგიად რომ უხმობდა მღვდელი, წლამდე ქმარიც კი რომ არ იგლოვა, სხვაზე გათხოვდა და გახსნა ჭერი! მახსოვს მიმია, მრავალგზის ქვრივი, სულს რომ ერჩია წყევლა-გინება, ღაწვებს მზის სხივებს რომ უმალავდა და უბნის ბალღებს რომ გვაშინებდა! კარჩაკეტილად ცხოვრობდა თითქოს, სიტყვაძუნწი და საქმეულევი, და მის კოპწია, მწვანე ეზოში სულ რომ ყვაოდნენ ბროწეულები! აბა, დუდუჭა რამ დამავიწყოს, კარგი სახელი ერქვა საბედა, მე ის მაკვირვებს იმსისქე ქალზე ქმარმა ქორწილი როგორ გაბედა! იმხელა იყო და გაბერილი, ჰგავდა ხონთქართა ჭამა-სმის ვეზირს, ის გვაოცებდა დიდს თუ პატარას, სად შოულობდა ფოხანოს რეზინს! კიდევ ვინ იყო? ტუჭინა თამრო, დედის ურჩი და თანაც მცონარი, პირის დაბანაც რომ ვერ ისწავლა და დარჩა ასე გაუთხოვარი! ვის მიეკედლნენ კეკე, ნაგრულე, ტუპაია თუ ცელქი სონია, რაც ეგ წავიდა, იმათ უბანში ნამდვილი ლხინი აღარ გვქონია! ეჰ, გარდავიდნენ ტურფა თეთრუა, თუ ტანკენარი ქალი დოსტალე! შენდობას ვითხოვ თუ კიდევ ბევრი დამავიწყდა და ვერ ჩამოვთვალე!
კვლაცა სახელთა კრიალოსანი მწადს ჩამოვმარცვლო კრძალვა-რიდებით, რაიც მოსავდა კეთილხმოვნებით ასულთ, ისედაც მოსილთ დიდებით: იყო პელია, ჯიღაწარბება, პელაგიად რომ უხმობდა მღვდელი, წლამდე ქმარიც კი რომ არ იგლოვა, სხვაზე გათხოვდა და გახსნა ჭერი! მახსოვს მიმია, მრავალგზის ქვრივი, სულს რომ ერჩია წყევლა-გინება, ღაწვებს მზის სხივებს რომ უმალავდა და უბნის ბალღებს რომ გვაშინებდა! კარჩაკეტილად ცხოვრობდა თითქოს, სიტყვაძუნწი და საქმეულევი, და მის კოპწია, მწვანე ეზოში სულ რომ ყვაოდნენ ბროწეულები! აბა, დუდუჭა რამ დამავიწყოს, კარგი სახელი ერქვა საბედა, მე ის მაკვირვებს იმსისქე ქალზე ქმარმა ქორწილი როგორ გაბედა! იმხელა იყო და გაბერილი, ჰგავდა ხონთქართა ჭამა-სმის ვეზირს, ის გვაოცებდა დიდს თუ პატარას, სად შოულობდა ფოხანოს რეზინს! კიდევ ვინ იყო? ტუჭინა თამრო, დედის ურჩი და თანაც მცონარი, პირის დაბანაც რომ ვერ ისწავლა და დარჩა ასე გაუთხოვარი! ვის მიეკედლნენ კეკე, ნაგრულე, ტუპაია თუ ცელქი სონია, რაც ეგ წავიდა, იმათ უბანში ნამდვილი ლხინი აღარ გვქონია! ეჰ, გარდავიდნენ ტურფა თეთრუა, თუ ტანკენარი ქალი დოსტალე! შენდობას ვითხოვ თუ კიდევ ბევრი დამავიწყდა და ვერ ჩამოვთვალე!
4. ნაწარმოები კომენტარებიანად კარგია! ნაწარმოები კომენტარებიანად კარგია!
3. ენის გასატეხია ენის გასატეხია
2. იყო ღაღილა, იყო ჩაჩილა, იყო ყაყიჩა, იყო ბაჩილა, იყო კიკური, იყო კუტუხო, უტრუხუნე და კაკიკუკია! უნკე, პურტეტე, კანჭოლე, ჩლახო, კუჭეჭა, დონდა, დიბირგა, ტიგლო და თეთრი მგელი, ყველგან რომ იმგლო, იყო ნიკატა, ხალალა, პრახო, კუკნა მიშა და ბიჭი ბათირა, მეკურდღლე ჯღანა და ბებურთალა, დელესტე, წოპე წუვი შათირა, მაცაია და პაპა მასტია ძველი თაობის ბუბუ, ბასტია, ცინცაპეტრე და ხუხიჩ-ბუღილა, ~ბაღჩო, ბიშტარა და ბუზულიკი, და მეწისქვილე ბახიბუხია, ცხელ წვნიანში რომ ჩაუხტა ხვლიკი! კიდევ ვინ იყო? წვერა, ონია, იკოიკო და ძუნწი მაშალა, ალი, ვახრაკა, პუმპლე, აბრია, თავზე რომ ჩალა ჩამოგვაშალა! კიდევ? ჩურია! კიდევ? ბაბრახა! კიდევ? დოყუა და ბაცალიკი, წუწია, ხეპრე, კლუჩნიკი, ბეგლო, ეფიზო, ტატე, ხოლია, შიო, ტკიპია, ჩხიკვი, ცოცხიჭამია,ცინკვერა ბრძენი პაპა დატუა და ჩიხორელი! ყველა წავიდა! არვინ შემორჩა! იყო ღაღილა, იყო ჩაჩილა, იყო ყაყიჩა, იყო ბაჩილა, იყო კიკური, იყო კუტუხო, უტრუხუნე და კაკიკუკია! უნკე, პურტეტე, კანჭოლე, ჩლახო, კუჭეჭა, დონდა, დიბირგა, ტიგლო და თეთრი მგელი, ყველგან რომ იმგლო, იყო ნიკატა, ხალალა, პრახო, კუკნა მიშა და ბიჭი ბათირა, მეკურდღლე ჯღანა და ბებურთალა, დელესტე, წოპე წუვი შათირა, მაცაია და პაპა მასტია ძველი თაობის ბუბუ, ბასტია, ცინცაპეტრე და ხუხიჩ-ბუღილა, ~ბაღჩო, ბიშტარა და ბუზულიკი, და მეწისქვილე ბახიბუხია, ცხელ წვნიანში რომ ჩაუხტა ხვლიკი! კიდევ ვინ იყო? წვერა, ონია, იკოიკო და ძუნწი მაშალა, ალი, ვახრაკა, პუმპლე, აბრია, თავზე რომ ჩალა ჩამოგვაშალა! კიდევ? ჩურია! კიდევ? ბაბრახა! კიდევ? დოყუა და ბაცალიკი, წუწია, ხეპრე, კლუჩნიკი, ბეგლო, ეფიზო, ტატე, ხოლია, შიო, ტკიპია, ჩხიკვი, ცოცხიჭამია,ცინკვერა ბრძენი პაპა დატუა და ჩიხორელი! ყველა წავიდა! არვინ შემორჩა!
1. ფრანგულაქცენტიანი ტექსტია :)
ახლა, ახლა...
ფრანგულაქცენტიანი ტექსტია :)
ახლა, ახლა...
|