 | ავტორი: რუუსკა ჟანრი: პროზა 3 ოქტომბერი, 2015 |
უკვე მერამდენე თვეა აღარ მესმის ბებიაჩემის ხმა, რომელიც მუდამ უკან დამდევდა და არ მაცლიდა საქმის კეთებას. უნდოდა თავისი დაკოჟრილი, დანაოჭებული ხელებით ეკეთებინა, იმის მიუხედავად შეეძლო თუ არ შეეძლო. რადგან მე დავიღლებოდი, საჭმლისთვის რაიმის გათლის დროს ხელები გამიყვითლდებოდა და დაბანვის შემდეგ მაინც აღარ მექნებოდა ისეთი ნაზი.
კაარგი რა ბებო ვეტყოდი და მაინც ვაკეთებდი, ამაზე სულ ბრაზდებოდა და ერთი და იგივე სიტყვას მეუბნებოდა ყოველთვის" :
- როდემდე უნდა იყო შენი ნათქვამა, როდემდეო ..
ხშირად მინდა ისევ, ისე შემოპარვით შემოხვიდე ჩემს ოთახში, გამაწყვეტინო ფილმის ყურება, ტელეფონზე ლაპარაკი და ჩემს მეგობრებთან ერთად შემომიერთდე ყავაზე და ნამცხვარზე. ვბრაზდებოდი იმაზე, როცა მაწყვეტინებდი და სულ იმას ვამბობდი რაღა მაინცდამაინც ეხლა გინდა, სხვა დროს არ შეიძლება დავიჯერო თქო ? ეხლა, შენზე კი არა, ჩემზე ვბრაზდები .. ვბრაზდები იმაზე თუ რამდენი დრო მქონდა შენთან ერთად გასატარებლად და მე უბრალოდ ვიჯექი, ვუყურებდი აციმციმებულ ეკრანს, რომელიც არც სითბოს მაძლევდა და არც სიყვარულს. მენატრება ის დრო დილით ადრე რომ დგებოდი. ქალაქში წასვლისას მაცილებდი, ჩუმად ფულს მაძლევდი და კიდევ გამოგიგზნი პენსიას, რომ ავიღებო. ახლა კი ჩვენი სახლი დაცარიელდა, შენი ოთახის კარი გამოიკეტა და არავინ არაფერს ამბობს ტელევიზორში უაზრო სერიალების გასვლისას. ძლივს მივეჩვიე, რომ მაგიდაზე ხუთის მაგივრად ოთხი თეფში უნდა დავდო და შენს ოთახში აღარ უნდა შემოვიდე დასაძახებლად. არ მინდა უშენობას მივეჩვიო, არ მინდა შენი სახის დავიწყება. ვერ ვეგუები უშენობას, თურმე ისეთი ძნელი ყოფილა ტკივილის მოშუშება. მოშუშდება კი? - არ ვიცი, ალბათ ...
დრო უნდა გავიდეს რომ მიხვდე, იმას რასაც ადრე ვერ ხვდებოდი. დააფასო ის რაც შენს წინ არის და ისწავლო მათი დანახვა. .."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან თბილი, ტკბილი და მონატრებული ნაწერაია, ძალიან მომეწონა. ძალიან თბილი, ტკბილი და მონატრებული ნაწერაია, ძალიან მომეწონა.
3. დიდი მადლობა ქ. მანანა, იმედი მაქვს :))) დიდი მადლობა ქ. მანანა, იმედი მაქვს :)))
2. კარგი შვილიშვილი ყოფილხარ... კარგი ბებო იქნები თავისდროზე :) კარგი შვილიშვილი ყოფილხარ... კარგი ბებო იქნები თავისდროზე :)
1. ღმერთმა აცხონოს "სხვა"-ში ჯობდა ამ კარგი მოგონების დადება ღმერთმა აცხონოს "სხვა"-ში ჯობდა ამ კარგი მოგონების დადება
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|