ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
4 ოქტომბერი, 2015


ბოლო წერილი



"მიყვარხარ... უშენოდ არ შემიძლია..."

ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდათ იმ წუთამდე , სანამ ერთმანეთს ამ სიტყვებს ეტყოდნენ. ორივეს მტკიცედ სწამდა, რომ ისეთი ურთიერთობა, როგორიც მათ ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მეგობრობის ფარგლებს გასცდენოდა. იმ დროს ძალიან პატარები იყვნენ, თუმცა სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი და თავადაც ვერ ხვდებოდნენ , რაოდენ დიდ გრძნობას ატარებდნენ ერთმანეთის მიმართ. თვითონ სიყვარული რას წარმოადგენდა ამ ქვეყნად ,ამაზეც ბავშვური წარმოდგენა ჰქონდათ. გაზაფხულის ერთ ულამაზეს დღეს მათ მეგობრობას სხვა სახელი დაერქვა და ერთმანეთის შეყვარებულები გახდნენ. "შეყვარებული" საცოლემ და საქმრომ შეცვალა. ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ: რომელ წელს, სად, რომელ რიცხვში უნდა მიეცათ ფიცი უფლისათვის რომ ეყვარებოდათ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე. ნაადრევი იყო მათთვის, მაგრამ ყოველივე ამაზე ფიქრი და საუბარიც კი უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდათ. ხშირად ჩხუბობდნენ, იმდენად ხშირად, რომ ყველას თვალში გაკვირვებას იწვევდა. იცოდნენ რომ ერთმანეთი უყვარდათ და მიზეზი ვერ გაეგოთ ასეთი კატა-თაგვური დამოკიდებულების. თავად კი სიბრაზენარევი ღიმილი დატრიალებდათ სახეზე, იცოდნენ დროებითი იყო, იცოდნენ ერთმანეთის ფასი, უერთმანეთოდ არ შეეძლოთ და აუცილებლად შერიგდებოდნენ.
ვახო ყველასაგან განსხვავებული ბიჭი იყო, არასოდეს დაუხრიდა ვინმეს თავს, უყვარდა ტრაბახი, თავის გამოჩენა, ხშირად სერიოზული ზოგჯერ ხუმარა და ბავშვური აზროვნების თავზე ხელაღებული ბიჭი. მარის გაცნობამდე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ყველას ცემდა ვინც კი ოდნავ მაინც შეურაცხყოფდა მის ღირსებას. პატივისცემაც გადამეტებული იცოდა მხოლოდ მათთან ვინც ამას იმსახურებდა. ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი, სკოლაში საშუალო დონის მოსწავლედ ითვლებოდა, ნიშნებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა თუმცა ყველამ იცოდა რომ ბევრზე მეტი შეეძლო. მაღალი, გამხდარი, ნავარჯიშები, ყველასათვის მოსაწონი ბიჭი იყო. ყველას თვალში სიმპათიას იწვევდა მისი განსხვავებული ხასიათი და ცხოვრების სტილი, მაგრამ სერიოზული ურთიერთობისაგან ყველა თავს იკავებდა. ოცნებობდა მთამსვლელობაზე, სურვილი ჰქონდა მყინვარწვერი მარტოს დაელაშქრა ,მაგრამ სწორედ მარის თხოვნა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეს საქმე რამდენიმე წლით გადაიდო.

  მარი იმავე ქალაქში მცხოვრები საუკეთესო მოსწავლე იყო. ბეჯითი, მიზანდასახული, კარგ ოჯახში აღზრდილი, ყველასათვის სასურველი სარძლო. გარეგნობით საშუალო ტანის შავგრემანი გოგონა ,რომელსაც წიგნი და საწერილი კალამი ნებისმიერ ბიჭს ერჩივნა. ერთი სიტყვით ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სამყაროებს ეკუთვნოდნენ. ვინ იცის რამდენჯერ ჩაუვლიათ ერთმანეთისთვის გვერდი, არც კი შეუხედავთ ერთმანეთისთვის, არც მისალმება, არც თავაზიანობა სანამ არ დადგა დღე, როცა მათი შეხვედრა გარდაუვალი იყო. ორი ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანი უნდა შეხვედროდა ერთმანეთს და ასეც მოხდა. სრულიად უცხო გარემოში, ერთ ოთახში აღმოჩნდა ათიოდე მოზარდი ,რომლებიც საზაფხულო ბანაკის ჯგუფს ეკუთვნოდნენ. არც ერთ მათგანს სხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თითქოს ერთმანეთი იცნესო, თითქოს მათ მეტი არც არავინ იყო იმ ოთახში. ერიდებოდათ დაჟინებული მზერის, თავს არიდებდნენ, ერთმანეთის უტეხი თვალები ნერვებსაც კი უშლიდათ, მაგრამ სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ. მეგობრები რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ, შეყვარებულები რომლებმაც ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ, უყვარდათ, ელოდნენ ერთად ყოფნის წამს, უფალს ავედრებდნენ თავიანთ წმინდა გრძნობას. მათი სიყვარულისთვის ხელი ვეღარაფერს უნდა შეეშალა რომ არა ერთი უბედური შემთხვევა...
მარი ბავშვობიდანვე  ავადმყოფობდა, თან  ყველაფერს განიცდიდა,  რაც მის ისედაც სუსტ სხეულს კიდევ მეტად ასუსტებდა. ჯანმრთელობა გაუარესდა, თავიდან არ იმჩნევდა, არ ამხელდა მაგრამ მისი სიჯიუტით გაბრაზებულმა ვახომ ის თავის საუკეთესო მეგობართან მიიყვანა. გიორგი ექიმი და  ვახოს ბავშვობის მეგობარი იყო, ერთად იზრდებოდნენ, ბიჭობა, მოზარდობა, ახალგაზრდული სიამაყე, ჩხუბი, საქმის გარჩევა და პირველი სიყვარული ერთად ჰქონდათ გამოვლილი. ერთმანეთს ღვიძლი ძმისაგან არაფრით ასხვავებდნენ. ექიმმა მარის გაუღიმა, ბოდიში მოუხადა და სთხოვა გარეთ დალოდებოდათ. ვახოს საფერფლე დაუდგა, ჭიქაში ვისკი დაუსხა და რაღაც ძალიან ცუდის სათქმელად მოემზადა. ბევრი აღარც დაუყოვნებია და გაბზარული ხმით თქვა

  --მარი ვერ იცოცხლებს, მას გული.....-
მეტი აღარც არაფერი გაუგონია ვახოს, უგონოდ იჯდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა, სასმელს დაეძალა, ცრემლი მოსდიოდა და სიბრაზე ახრჩობდა. ექიმმა მონოლოგი დაასრულა, მასაც სევდა შემოაწვა, ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარა.
---განა მარტივია? განა ყოველ დღე ეუბნები ადამიანს რომ მისი ცხოვრების აზრი ერთ დღესაც აღარ იქნება, წავა, გაქრება, მარადისობის წყვდიადში გაუჩინარდება?!
  მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო, უნდოდა ენუგეშებინა. უგონოდ მჯდარი გონს მოეგო, სახე დაუწყნარდა თითქოს დარტყმა მიიღო და ახლა შეტევისთვის ემზადებაო.
- -გიო... -დაიწყო მშვიდად და აუღელვებლად. - ხო იცი ჩვენი ამბავი, პირველი დღიდან ყველაფერს გიყვებოდი მასზე, ხო იცი როგორ მიყვარს, ხო იცი რამდენი გამიკეთებია მისთვის, რამდენჯერ მიტირია კიდეც, მის ფანჯარასთან მძინებია, გახსოვს? ცეცხლით რომ "მიყვარხარ" დავუწერეთ, გახსოვს???
გახსოვს??? გახსოვს ძმაო??? --ბოლო სიტყვების თქმისას ნერვები ვერ მოთოკა, გაბრაზებით წამოძახა და ისევ გაჩუმდა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თქვა:
---რისთვის ძმაო? ბევრი გვიჩხუბია, ბევრი გავამწარეთ, ნუთუ ბავშვური ქცევებისთვის ვისჯები? ხო იცი მისი გაცნობის შემდეგ როგორ შევიცვალე? ხო გახსოვს რა მითხარი: თუ გიყვარს შენი ცხოვრებით დაამტკიცეო. არ შევიცვალე? ადამიანის ცვლილების არ გჯეროდა, ჰხო დაგანახე? მასაც ხო დავანახე? -თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლმორეული იმეორებდა წარსულის ამბებს, თავის სიყვარულზე საუბრობდა და ბედნიერების დასასრულს რეალურად გრძნობდა. ბოლოს სახე დაალაგა, ფეხზე წამოდგა, სასმელი გადაკრა და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა.
--სულ დაგავიწყდი გარეთ რომ გელოდები ჰო? რაო?
--არაფერი სიხარულო, სახლში წავიდეთ და თან ვისაუბროთ.
--რაღაცას მატყუებ.
--სისულელეა. უბრალოდ...
---მიუხედავად დიდი სურვილისა თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლი წამოუვიდა, მარი ექიმთან შევარდა და ატირებული ექიმის დანახვაზე თავზარი დაეცა. ყველაფერი ნათელი გახდა, დამალვას აზრიც აღარ ჰქონდა..
.
შინ წამოვიდნენ... აღარც ტანსაცმელების მაღაზიებში გაუვლიათ, მარიმ არც იმ ნაყინს მოკიდა ხელი რომელიც ქალაქში მხოლოდ ერთგან იყიდებოდა და ძალიან უყვარდა. ვახო საკუთარ თავს ადანაშაულებდა , რომ მისი დაჯინებული თხოვნით წაიყვანა ექიმთან, თუმცა ერთ დღეს ეს მაინც მოხდებოდა. შინ მისვლისთანავე მარი ოთახში ჩაიკეტა და ტირილი დაიწყო. ვახო სიგარეტიდან სიგარეტს უკიდებდა და სამი საათის მანძილზე გულზე დანასავით ხვდებოდა მისი ტირილის ხმა. როგორც იქნა ოთახიდან გამოვიდა, ორმოციოდე სიგარეტის ნამმწვავი დაინახა, ვახოს ჩაეხუტა, მოეფერა და უსაყვედურა: ჰო მპირდებოდი სულ შენთან ვიქნებიო? ჰო მპირდებოდი ბედნიერები ვიქნებით, ვერასოდეს ვერაფერი დაგვაშორებს, სულ ერთად ვიქნებით სულ ჩემო სიხარულოო? კაცური სიამაყე აკავებდა ვაჯკაცს რომ მის მსგავსად არ ატირებულიყო, ეხვეოდა, ეფერებოდა და ამშვიდებდა. ბოლოს შუბლზე აკოცა და უთხრა:
-უნდა წავიდე მე...
--კარგი, მეგონა დარჩებოდი.
-ვერ დავრჩები საქმე მაქვს.
--ვიცი შენი საქმე... წახვალ და დალევ, უგონოდ დათვრები. ესაა შენი გვერდში დგომა ვიცი მე. ვახო აქ მჭირდები, ნუთუ არ გესმის? წადი !!! სადაც გინდა იქ წადი. თავი დამანებე. წადი ვინმე გოგო დაითრიე და მთელი ღამე მასთან გაატარე... ავადმყოფს ყველა გირჩევნია ხო?
--- ბოლო სიტყვებზე ვახომ სევდიანი სახით შეხედა, თითქოს ეკითხებოდა ეს რამ გათქმევინაო, ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა. მარი მიხვდა რაც თქვა, გააჩერა და ბოდიში მოუხადა.
-- -არაუშავს. -უთხრა ვახომ და გარეთ გავიდა.
გარეთ უკვე შებინდებულიოყო, სიგარეტს მოუკიდა და გზას გაუყვა. ფიქრობდა დანგრეულ მომავალზე, იმ წუთებზე რომელზეც ოცნებობდა... უნდოდა მიბრუნებულიყო, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა, არ იცოდა რა ეთქვა, როგორ დაემშვიდებინა. ყველაფერი კარგად იქნება? ეს ხომ სისულელეა. როგორ იქნება კარგად? ღმერთო ერთ დღეს ის... როგორ ვიცხოვრო? როგორ ვიარსებო ქვეყანაზე? როგორ? -ათას რამეს ეკითხებოდა საკუთარ თავს, განადგურებული იყო, სამები ეზოში გაბრაზებული შევარდა, თითქოს უნდოდა უფისათვი ესაყვედურა, ეკითხა თუ რისთვის სჯიდა ასე მწარედ. ტავის შეცდომას მიხვდა... სიბრაზე დაიოკა, სანთლები დაანთო, მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო.
გვიან ღამემდე ქუჩებში დაეხეტებოდა. შინ გამტენიისას მივიდა, არაყი დაისხა და უსიტყვოდ გადაკრა. ფიქრობდა პირველ შეხვედრაზე, პირველ კოცნაზე, თუ როგორ გაიცვნეს ერთმანეთი, ყოველი ლამაზი წუთი თვალწინ გადაეშალა. თუმცა რამდენჯერაც რაიმე ბედნიერს გაიხსენებდა მაშინვე სასტიკი რეალობა წარმოუდგებოდა თვალწინ და დანაღვლიანებულ ისასმელს ეძალებოდა. - რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს... მაგრამ რა? რა შემიძლია?
ტელეფონი აიღო, უნდოდა მარისთვის დაერეკა, მაგრამ ვერ შეძლო, ისიც იფიქრა თუკი დაძინება მოახერხა არ ღირს გაღვიძებაო. მესიჯებს გადახედა... საუკეთესო მესიჯებს ტელეფონში ინახავდა, უამრავი ჰქონდა, ყოველი გულით მიწერილი თუ მისგან მოწერილი არასოდეს წაუშლია. ყველა წაიკითხა, ცრემლები წამოუვიდა, მუშტი კედელს მთელი ძალით დაარტყა... არც შეუმჩნევია როგორ წამოუვიდა ხელიდან სისხლი, არც ტკივილი უგრძვნია, არაყი ბოთლიდან გადაკრა და საწოლზე დაწვა. ისევ ფიქრებს მისცა თავი, ერთ წერტილს უყურებდა და ეტყობოდა რომ შორს, ძალიან შორს ქროდა მისი გონება. უცებ სახე გაუნათდა, ტელეფონს ეცა და ისევ მესიჯები გახსნა.
"ჩემი გული შენ გეკუთვნის და ყოველთვის ასე იქნება" ერთ-ერთ მესიჯში ამ ფრაზას წააწყდა.
-ეს ხომ მე მივწერე? ჩემი გული შენ გეკუთვნის... ყოველთვის შენი იქნება... -ნომერი აკრიფა და ტელეფონი ყურთან მიიტანა.
--ბოდიში გიო ამ დროს რომ გირეკავ.
--რა პრობლემაა... რა ხდება?
--რა უშველის?
--მარის? არის ვახო რაღაც შანსი... გული უნდა გადაენერგოს. ოპერაციას მე და ჩემი გუნდი გავაკეთებთ მაგრამ დონორი? ეს ადვილი საქმე არაა. ამას ხალხი წლობით ელოდება.
--რა დაუჯდება?
---მთავარი დონორია ,  რას მოითხოვს, თუ ვიპოვეთ საერთოდ. სხვა წვრილმანებია,
---მაქვს რაღაც იდეა.
--რა ბიჭო? ხომ არ გაგიჯდი? ნასვამი ხარ ვახო, რაებს ამბობ, გამოფხიზლდი და მერე ვილაპარაკოთ...
--მოკეტე ბიჭო, კითხვაზე მიპასუხე!!!
--თეორიულად კი. მაგრამ ბევრი რამე უნდა დაემთხვეს, ანალიზები უნდა ჩაიტარო. კომპიუტერის ნაწილი ხომ არაა ერთიდან ამოიღო და მეორეში ჩადგა. ეს ხუმრობა საქმე არაა და ისე კი ტყუილად მალაპარაკებ, მე მაგას არ გავაკეთებ იცოდე.
-გააკეთებ!!! გააკეთებ!!! ხვალ კლინიკაში მოვალ.
--გიჟი ხარ, ხვალამდე ძმა.
სამი თვე გავიდა მას შემდეგ ,რაც თავზარდამცემი ამბავი აცნობა ექიმმა შეყვარებულ წყვილს. მარის ამბავი ყველამ გაიგო, ყველა შეწუხდა, ასობით სიბრალულით აღსასვსე თვალი იყო მიპყრობილი მისკენ. მშობლების თხოვნის მიუხედავად ის თბილისში დარჩა და სწავლას აგრძელებდა, თავის მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევდა და ცხოვრებას ძველებური ხალისით მიუყვებოდა. სულ იღიმოდა, ხუმრობდა, ერთობოდა და დროის ერთ წუთსაც კი არ კარგავდა უქმად, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად საპირისპიროს ამბობდა. დასუსტდა, თვალები ჩაუბნელდა, ტუჩები გაუმკრთალდა, ფეხზე დგომას საწოლზე წოლას ამჯობინებდა, ღამეებს ფიქრში ათენებდა, დღე კი ისეთ ნიღაბს ატარებდა თითქოს არაფერი ცოდნოდა საკუთარი მდგომარეობის შესახებ. უმეტეს დროს ვახოსთან ერთად ატარებდა, როგორც არასდროს ისე გრძნობდა მის გვერდში დგომას. საყვარელი ადამიანის მდგომარეობით შეწუხებული, როგორც მამა ნანატრ ქალიშვილს ისე ანებივრებდა და ყოველ მის სურვილს წარმოუდგენელი სიხარულით ასრულებდა. მარისაგან განსხვავებით ვახოს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა, აღარ სვამდა, მოწევასაც თავი დაანება, მაგრამ მისი სევდიანი თვალები უცვლელი რჩებოდა. დრო გადიოდა, დღეები დღეებს მისდევდა, ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინებოდა, მხოლოდ ერთი ადამიანის გული ვერ ისვენებდა, არ ეგუებოდა სასტიკ რეალობას, დანებება არ სურდა და დღეებს ითვლიდა იმ წუთამდე ,როცა მისი ჩანაფიქრი სისრულეში მოვიდოდა. ეს ადამიანი ვახო გახლდათ და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი სიცოცხლის ფასადაც რომ დაჯდომოდა მარის სიცოცხლე უნდა გადაერჩინა.....
დილის 8 საათი იქნებოდა როცა ვახოს ტელეფონზე გიორგის ზარი შემოვიდა. საწოლზე დაჯდა, ხელებით თვალები მოიფშვნიტა და უპასუხა:
--გიოს გაუმარჯოს...
--მზად ხარ? ---ვახოს თვალები გაუბრწყინდა, მიხვდა რაზეც ეკითხებოდა, მიხვდა რომ ის დღე მოახლოვდა რომელსაც აგერ უკვე სამი თვეა ელოდება. უცებ შიშმაც დაუარა მთელს სხეულში, ადამიანურმა, შინაგანმა ემოციამ სძლია. მაგრამ ყველა ემოცია მოთოკა და მეგობარს პასუხი გასცა:
-მოგვარდა ყველაფერი?
--კი ძმაო. ერთ საათში კლინიკაში მოდი, უკეთ აგიხსნი.
--მოვდივარ
---თხუთმეტი წუთიც არ იქნებოდა გასული ვახო უკვე ექიმის კაბინეტთან იდგა და ელოდებოდა. ნახევარ საათში გიორგი ექიმიც მოვიდა, ვახოს შეხედა, თვალები ვერ გაუსწორა, თავი დახარა და ოთახში შეუძღვა. ექიმი ნერვიულობდა, რამდენიმე წუთი ოთახში დადიოდა, თან რაღაც ქაღალდებს ათვალიერებდა. ვახო სკამზე აუღელვებლად იჯდა და ელოდებოდა თუ როდის მიაქცევდნენ ყურადრებას. ექიმმა გაბზარული ხმით ბოდიში მოიხადა:
--- ამ დოკუმენტებს სასწრაფოდ უნდა გადავხედო და ეხლავე მოვიცლიო - თხუთმეტ წუთიანი დუმილის შემდეგ ვახო ფეხზე ადგა, მიუახლოვდა, ექიმს უკუღმა დაჭერილი ქაღალდები გამოართვა და უთხრა:
--შენ ამას არ კითხულობ ძმა... დაწყნარდი და თქვი რაც საჭიროა. ---
ექიმს გაეცინა მეგობარს მხარზე ხელი დაკრა და სავარძლებისკენ ანიშნა.
---აბა გისმენ. ---ისევ წამოიწყო საუბარი.
---როგორ გითხრა... არ ვიცი ეს... ასე არ შეიძლება... რას მაკეთებინებ... არ ვიცი საიდან დავიწყო...
---თავიდან დაიწყე. --- ღიმილით მიუგო ვახომ.
-- ვახო ყველაფერი მზადაა. ოპერაცია ხვალისთვის დავგეგმეთ. დღეს კონტრაქტზე უნდა მომიწერო ხელი. მარიმ ხომ იცის რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს დონორი და მზად უნდა იყოს?
- იცის... იცის... მაგრამ აღარც ელოდება უკვე...
-- ჰოდა დაურეკე... უთხარი რომ დონორი გამოჩნდა... რამე კარგი ტყუილის მოფიქრება შენზე იყოს.
-- არავინ არაფერს გეტყვის ძმა. დამიჯერე... შენ კი ნურაფერზე ფიქრობ, მხოლოდ ოპერაციაზე იფიქრე, იცოდე ჩემი ძმა ხარ.... ჰო მართლა, როდის უნდა მოვიდეს აქ?
--დღესვე... ანალიზები უნდა ჩაიტაროს, თან დავაწვენთ უკვე, ხვალ კი ოპერაციას შევუდგებით. ვახო სიმართლე უნდა მითხრა... ამ ხნის მანძილზე ხომ არ დაგილევია ან მოგიწევია?
- არა ძმა, მაგის არ შეგეშინდეს.
-- ჰო იცი ეს უკვე ჩემი პროფესიული კითხვაა, შენ ორგანიზმი სუფთა უნდა იყოს.
--ვიცი... ვიცი... ერთი თხოვნა მაქვს... დღეს მოვიყვან, მაგრამ ამაღამ უნდა გამატანო. ხვალ დილით ისევ მოვალთ.
-- კარგი კარგი ---ეშმაკური სიცილით მისცა თანხმობა მეგობარს და გადაეხვია.
გარეთ გამოვიდა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს ბედნიერი იყო იმით რაც უნდა მომხდარიყო. ვინ იცის, იქნებ ასეც იყო, ბედნიერება ხომ ყველა ადამიანს სხვა და სხვა ფასად უღირს. - ლუდს დალევდა ახლა კაცი, ერთ ღერსაც გააბოლებდა. - ნაღვიანად თქვა და მანქანაში ჩაჯდა. მარის დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. მარიმ სისუსტე მოიმიზეზა, ვერ გამოვალო, ამიტომ გადაწყვიტა მასთან მისულიყო სახლში. გზათ უამრავი ვარდი იყიდა, მისი საყვარელი სასუსნავებიც წაიღო და შინ მიაკითხა. მარის დანახვაზე გული მოუკვდა, ასეთი გამხდარი და დასუსტებული არასოდეს ენახა. ხელები ასანთის ღერებივით დაწვრილებული ჰქონდა, თვალები უძილობისა და ცრემლისაგან ჩაბნელებული მაგრამ ვახოს დანახვაზე სიხარულით გაბრწყინებული. მასთან მივარდა, ყელზე შემოეხვია და ლოყაზე აკოცა. ვახო მის საწოლზე დაჯდა, მარი გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე დაადო. რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს დაიწყო:
-შენთვის სიურპრიზი მაქვსო?
--რადგან გითხარი ესე იგი მაქვს.
--არ მეტყვი?
--დაიმსახურე და და გეტყვი.
--როგორ?
--არ ვიცი, რამე მოიფიქრე...
--ბევრი რომ გაკოცო?
-- ეგ ხო ისედაც უნდა გააკეთო?
--აუ კარგი რააააა... მითხარი.
---წუთიერი დუმილის შემდეგ მარის თვალებში შეხედა, თითქოს მის ფიქრებს ჩაწვდა და სრული უიმედობა დაინახა, ვახოს კარგად ესმოდა რომ ამ სიტყვით წყდებოდა ორთავეს სიცოცხლის საქმე, ძალა მოიკრიბა, ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო:
--დონორი გამოჩნდა, ოპერაცია ხვალ უნდა გაიკეთო, მშობლებს გააგებინე, გთხოვ უარი არ მითხრა, მე მინდა რომ იცოცხლო, ყველაზე ბედნიერი იყო მთელს ქვეყანაზე. ჰო არ მეტყვი უარს? გიომ ამისათვის ყველაფერი გააკეთა, ოპერაციასაც თვითონ გაგიკეთებს და საშიშიც არაფერია.
-- ვახო არ ვიცი, მეშინია. სუსტად ვარ, ამ ოპერაციას ვერ გადავიტან. ხო თქვი ხალხი წლობით ელოდებაო და ასე მალე საიდან გამოჩნდა? არ იფიქრო რომ არ მიხარია, უბრალოდ, ცუდს მიგრძნობს გული, თითქოს რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. საიდან გამოჩნდა? ვინაა? შემახვედრებ?
...და გაისმა მოსალოდნელი კითხვები რომელზე პასუხებიც არ არსებობდა. ვახოს ტყუილი უნდა ეთქვა. ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა თუ რამეს იეჭვებდა., არაფრით არ დათანხმდებოდა.
-- დონორი ერთი გოგოა, ავტოკატასტროფაში მოყვა, გული ჯანმრთელი აქვს მაგრამ ვერ გადარჩება. ვერც მის ახლობლებს შევხვდებით რომ მადლობა ვუთხრათ, ქართველი არაა და მათზე არაფერი იციან. რა საჭიროა ამდენი კითხვები? ყველაფერი რიგზეა. ასე რომ არ იყოს გიო ხო ვერაფერს მოახერხებდა? მათ თავის საქმე იციან. ეს ჩვენი შანსია "ბოთე", ახლა მაგრად ჩამეხუტე და მითხარი რომ შევთანხმდით.
--- მარის გაეცინა, ყველა ეჭვი მარტივად გაუქრო ვახოს ტყუილებმა და გადარჩენის იმედმა. მართლაც რა არის ადამიანის შინაგანი სამყარო, სიკვდილის მაინც ყველას ეშინია და თუ ოდნავ ნაპერწკალსაც კი დაინახავ გადარჩენისას ეს დიად იმედად გესახება. ასე მოხდა მარის გულსა და გონებაშიც. ზედმეტი კითვების დასმას თავი დაანება, გული სიხარულით აევსო და მთელი ძალიათ იკრავდა გულში იმ ადამიანს რომელსაც არასოდეს დაუკარგავს იმედი, არასოდეს შეგუებია იმ აზრს რომ საყვარელი ადამიანი დაეკარგა. უფრო დიდი ბედნიერება რა არის ადამიანისთვის, შესანიშნავი ამბავი საყვარელი ადამიანისგან.
-ხომ იქნები სულ ჩემთან? --- ცრემლმორეულმა დაიწყო მარიმ.
-- რა თქმა უნდა ჩემო სიხარულო. ყოველთვის შენთან ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე.
- ვახო... როგორ ფიქრობ ყველაფერი კარგად დამთავრდება?
-- გიო მაგარია. არაფრის შეგეშინდეს.
- ვახო ერთი კითხვა მაწუხებს და არ ვიცი გითხრა თუ არა. მეშინია რომ გაბრაზდები. სიგარეტის მოწევას რატომ დაანებე თავი? ან რატომ აღარ სვამ? ეს მას შემდეგ მოხდა რაც ჩემი ამბავი გავიგეთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყე? მე რომ აღარ ვიქნებოდი დიდხანს გინდოდა გეცოცხლა?
--ეს რამ აფიქრებინა?--- ჩუმად წაიბუტბუტა ვახომ. თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, ძალიან გაბრაზდა, ფეხზე წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო. -ჯანდაბა ეს რამ აფიქრებინა? ასე ბოთე რატომაა? ვერც კი ხვდება რომ ლამის მომკლა ამ სიტყვებით. ოთახში დადიოდა და ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. მარი კი თავჩახრილი იჯდა და ხმას არ იღებდა, თითქოს ხვდებოდა რაოდენ მტკივნეული დარყმა მიაყენა საყვარელ ადამიანს .მართლაც რა მძიმე მოსასმენია ეს მისთვის, ვისაც გაზრახული აქვს სიცოცხლე დათმოს საყვარელი ადამიანისთვის.
- არ მაპატიებ? ვიცი სისულელეა. მაპატიე რა... შენ არ გამოგიცდია ის რასაც მე განვიცდი. როცა ადამიანი სიკვდილს ელოდება ყოველი პაწაწინა წყენაც კი გრანდიოზულად ეჩვენება. ჰგონია რომ აღარავის სჭირდება. მაპატიე გთხოვ, ფიქრებს ვეღარ ვაკონტროლებ, გთხოვ ნუ ჩავიმწარებთ ღევანდელ დღეს.
-- რამე გაწყენინე? რამე გაგრძნობინე ამ ხნის მანძილზე? --- თავი ვეღარ შეიკავა და მარის უყვირა. თვალებზე ხელი აიფარა და ასე იდგა რამდენიმე წამი. როცა თვალები გაახილა მარის საოცრად სევდიანი სახე დაინახა, გული მოუკვდა, გონს მოეგო, მის მდგომარეობაში შევიდა და გვერდით მიუჯდა. აუხსნა ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მიზეზი. უთხრა ასე რატომ მოიქცა.... მარის არ მოსწონდა რომ სვვამდა და ეს მისი გულის გასახარებლად გააკეთა. აღელვებისთვის ბოდიში მოუხადა და აცრემლებულმა მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
უკვე ბინდდებოდა როცა ვახო შინ მივიდა... საწოლზე დაწვა, თვალები დახუჭა და ფიქრებში გადაეშვა. მარი ერთადერთი ადამიანი იყო ვისზეც არ ფიქრობდა, სულ სხვა რამ ტრიალებდა მის გულსა და გონებაში, ფიქრობდა წარსულზე, განვლილ ცხოვრებაზე, შეცდომებზე, საკუთარ ღირსებებზე... - როგორ ადამიანად დავრჩები ჩემების თვალში? გამიგებენ ჩემს საქციელს? იქნებ ვერც გამიგონ? ან იქნებ პირიქით, იამაყონ ჩემით... ამ ამბავს რომ გაიგებენ? წარმოდგენაც არ მინდა რა მოუვათ. გულს ვატკენ, ძალიან ვატკენ გულს. ალბათ ვერც კი წარმოიდგენენ რომ ხვალ აღარ ვიქნები, გავქრები, ისევ იმ უსასრულობაში წავალ საიდანაც ერთ დღეს მოვედი. ნეტავ ამას შევძლებ? ღმერთო ძალა მომეცი რომ გადამწყვეტ წუთს გამბედაობა მეყოს. ნეტავ შემეძლოს ყველა ვნახო, ყველას ბოდიში მოვუხადო ვისაც ოდნავ მაინც ვაწყენინე, ყველა იმ ბიჭთან შემახვედრა ვისთვისაც დამირტყამს, შემახვედრა ყველა გოგოსა და მეგობართან ვისაც ნებით თუ უნებლიეთ გული ვატკინე. ყველას მოვუბოდიშებდი, ყველას ვეტყოდი რომ ვწუხვარ და ვნანობ ყველაფერს, ვეტყოოდი რომ ქვეყნად უწმინდესი სიყვარულია და უყვარდეთ ერთმანეთი. იქნებ ჩემმა გაზრახვამ ბევრიც დააფიქროს, საკუთარი თავისათვის ხვა მხრიიდან შეახედოს. ბოლო სამი თვეა ყველაფერს ვაკეთებ რომ არავინ დამრჩეს განაწყენებული მაგრამ ბევრი სახელი მრჩება გულში რომელთაც ხმა ვერ მივაწვდინე. დედა? ნეტავ დედა რას იტყვის ამ ყველაფერზე? ჰო შემიძლია რომ მას მაინც მოვუხადო ყველაფრისთვის ბოდიში და ვუთხრა რომ ძალიან მიყვარს. - ამ ფიქრებში იყო გართული, როცა ტელეფონზე ვახოს დედის ზარი შემოვიდა. ძალიან გაუხარდა, თავისი სიხარულიც გაუზიარა, უთხრა რომ დონორი გამოჩნდა და ხვალ ოპერაციას გაუკეთებდნენ მარის. ესაუბრებოდა და ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წუთებს ახსენებდა, ყოველ წუთს უმეორებდა რომ ძალიან უყვარდა ის ადამიანი რომელმაც ქვეყნად გააჩინა. სიმართლე არ გაუმხელია, ჩათვალა რომ ასე უკეთესი იქნებოდა. ყველაფრისთვის ბოდიში მოუხადა, რაც ჩაუდენია და რასაც აწი ჩაიდენდა, თავისი ასეთი გულახდილი საუბარი კი იმით ახსნა რომ ცოტა დალია და მარის ამბით ბედნიერი იყო. გაუჭირდა საუბრის დასრულება, სათქმელს ეძებდა რომ კიდევ რამდენიმე წუთით გაეგონა მისი ხმა, იცოდა რომ უკანასკნელად ესმოდათ ერთმანეთის, რომ ისინი ვეღარასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს. საუბარი დასრულდა, ცრემლები წამოუვიდა აქამდე სულით გაუტეხავ ადამიანს, თავიც აღარ შეიკავა და ემოციებისგან მთლიანად დაიცალა. მაგიდასთან დაჯდა, ნახევარი საათი რაღაცას წერდა ქაღალდზე, ბოლოს კალამი გვერდზე გადადო , გადაიკითხა და გაიღიმა, თითქოს კმაყოფილი დარჩა იმით რაც გააკეთაო. მარის დაურეკა და თხოვა მომზადებულიყო, უთხრა რომ მისთვის კიდევ ერთი სურპრიზი ქონდა და რამდენიმე წუთში მასთან იქნებოდა.
  ვახო გაოცებული დარჩა მარის დანახვაზე. ის სულაც არ ჰგავდა იმ ადამიანს რომელიც დილით ნახა. თმები გაეშალა, ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, მის თვალებში აღარ იგრძნობოდა დაღლილობა, სიხარულით უცქერდა ვახოს და გრძნობდა რომ ის იყო ადამიანი რომელიც არასოდეს მიატოვებდა, სულ მასთან იქნებოდა და სიცოცხლის ფასად დაიცავდა. ვახომ თვალები აუკრა და მანქანაში ჩასვა. უთხრა რომ ასე სურდა დანიშნულ ადგილამდე მისვლა. მარის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად არ ამხელდა თუ საით ჰქონდათ გეზი აღებული. მხოლოდ ერთი უთხრა: - დიდი ხნის წინ გამოთქმულ სურვილს გისრულებ, მივალთ და თითონ მიხვდებიო. ოციოდე წუთი იმგზავრეს, ვახომ მარი მანქანიდან გადმოიყვანა და რამდენიემ ნაბიჯი ხელჩაკიდებულა გაატარა. თვალებზე სახვევი მოხსნა და გაუღიმა. შუაგულ მინდორში ცეცხლი დაენთოთ ვახოს ძმაკაცებს, გვერდზე მომარაგებული შეშა ეწყო, ოდნავ მოშორებით სულ რამდენიმე წუთის წინ დაწყობილი მწვადი იწვებოდა, მარცხნივ კი მაგიდის გადასაფარებელი დაფინათ მიწაზე და მოკრძალებული სუფრა გაეშალათ, სუფრაზე იყო თითქმის ყველაფერი რაც მარის უყვარდა, მის გარშემო კი პატარა დასაჯდომები მოეწყოთ.
- მხოლოდ მე და შენ, სადმე შორს, თუნდაც მინდორში, ცეცხლთან. ეს ხომ დიდი ხნის წინ გთხოვე?
-- მერე რა რომ დიდი ხნის წინ? დიდი ხანია ერთმანეთი გვიყვარს მაგრამ ამით რამე იცვლება?
--კი ძალიან ბევრი რამ იცვლება ვახო.
--მაინც რა? არ მოგეწონა?
- ის რომ რაც დრო გადის სულ უფრო მეტად მიყვარდები სულელო. ვახო... უბედნიერესი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაზე. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ ამ დღისთვის მიღირდა სიცოცხლე.
-- მწვადი დაგვეწვება... --- საუბრის თემა შეცვალა და მარის გადაეხვია.
მხოლოდ მან იცოდა რომ უკანასკნელად ატარებდნენ დროს ერთად და არაფერს იშურებდა საყვარელი ადამიანის გულის გასახარებლად. სურდა ყველაფერი იდეალური ყოფილიყო, ეჩუქებინა მისთვიის ისეთი წუთები რომელიც არასოდეს დაავიწყდებოდა, რომელსაც მთელი ცხოვრება გულით ატარებდა და ეყვარებოდა ის დრო როცა ერთად ბედნიერები იყვნენ. ვახშმობის შემდეგ კოცონს მიუახლოვდნენ, ძირს დასხდნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. საოცრად მშვიდიად გრძნობდა თავს მარი საყვარელი ადამიანის მკლავებში მოქცეული. ჩაფიქრებული უცქერდნენ ვარსკვლავებს და მომავალზე საუბრობდნენ. ვახოც არაფერს იმჩნევდა და ყველაფერ საუკეთესოს პირდებოდა, ამშვიდებდა და აიმედებდა მოსალოდნელის შესახებ. საუბრობდნენ წარსულზე, უბედნიერეს წუთებზე, პირველ შეხვედრაზე, კამათზე, უერთმანეთოდ გატარებულ დღეებზე და ორთავეს ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს სათქმელი გამოელიათო, რამდენიმე წუთი ჩუმად გაატარეს, ბოლოს მარიმ თვალებში შეხედა ვახოს და უთხრა: პირველი კოცნა? გახსოვს? როგორ შემეშინდა მაშინ იცი? ვახოს გაეღიმა, თვალებში შეხედა, კისერზე მოეფერა და აკოცა, შემდეგ წელზე ხელი მოხვია და პიჯაკის ღილი შეიხსნა... მარი შეცბა, თავი გაითავისუფლა, ძირს დაიხედა და სახეზე ხელი მოისვა. შეშინებულმა შეხედა ვახოს და უთხრა: მეშინია... ვახომ მოუბოდიშა თავშეუკავებლობისთვის, გაუღიმა და უთხრა: მე არაფერს დაგაძალებ, ჰო იცი ყველაფერი ისე იქნება როგორც გინდა, უბრალოდ მინდოდა ეს ღამე უბედნიერესი ყოფილიყო ჩვენთვის.
- მაგრამ ეს მეც მინდა. --- დარცხვენილმა მიუგო მარიმ და თვალები დაბლა დახარა.
-- მაშინ რა გიშლის ხელს?
-- არ ვიცი, ვახო... უბრალოდ ცოტა მეშინია. . ვახოს გაეღიმა, ნელა მიუახლოვდა მის ტუჩებს, პიჯაკი გაიხადა და აკოცა. მარიმ ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და მთლიანად მიენდო საყვარელი ადამიანის ნებას.....
დილის 10 საათისთვის ყველანი კლინიკაში იყვნენ და ოპერაციისთვის ემზადებოდნენ. ოპერაციამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, მარი უკვე პალატაში იწვა და ელოდებოდა საოპერაციოში გაყვანას. თითქმის ორი საათი გაატარეს მშობლებმა მასთან, ესაუბრებოდნენ, ართობდნენ, ამშვიდებდნენ და ღმერთს შემწეობას სთხოვდნენ. მარის მამა ყოველ წამს გარეთ გადიოდა და სიგარეტს ეწეოდა, დედა კი გვერდით უჯდა, ეფერებოდა და მიუხედავად იმისა რომ ნერვიულობდა, რისი საბაბიც ნამდვილად ჰქონდა, მარის ამშვიდებდა და უამრავი სურვილის ასრულებას პირდებოდა მას შემდეგ რაც ყველაფერი ჩაივლიდა. მარიმ მშობლებს ბოდიში მოუხადა და თხოვა მასთან ვახო შეეშვათ, უნდოდა ოპერაციამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი საყვარელ ადამიანთან გაეტარებინა. გარეთ გამოსულებმა ვახო მოიკითხეს, მარის მეგობარმა კი ექიმის კაბონეტისაკენ მიასწავლა. როდესაც კაბინეტს მიუახლოვდნენ ვახო გარეთ გამოდიოდა და მპოკრძალებით მიესალმა. ყველაფერი გამოკითხეს, იცოდნენ რომ ექიმი ვახოს მეგობარი იყო, ისიც იცოდნენ რომ მისი თავდაუზოგავი შემართების დამსახურება იყო ის იმედი რომელიც ყველას გულში გაღვივებული ნაკვერჩხალივით ენთო. ექიმის მეგობარმა ყველა მათ კითხვას დამაიმედებელი პასუხი გასცა, დაამშვიდა და გიორგის პროფესიონალიზმსაც გაუსხვა ხაზი. მარის მამამ ხელი ჩამოართვა, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა მარისთან შესულიყო. ვახო ჩქარი ნაბიჯით წავიდა პალატისკენ, კარებთან შეყოვნდა, ღრმად ჩაისუნთქა და კარები შეაღო.
- როგორ ხარ?
-- შესანიშნავად, მაგრამ ცოტას ვნერვიულობ.
--სანერვიულო არაფერია, რამდენიმე წუთიც და...
-- ვახო... თუ რამე მოხდა... თუ ოპერაციამ...
- ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე გთხოვ.--- გააწყვეტინა სიტყვა ვახომ.
-- ვახო წუხანდელ ღამეზე მინდა გითხრა რაღაც... მე არ ვიცი...
--ნანობ? მითხარი არ მეწყინება.
-- არა ვახო, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წუთები იყო. როგორ შეიძლება ინანო როცა საყვარელ ადამიანთან ასე ახლოს ვიყავი, უბრალოდ მეშინია... მე შინია რომ ეს უკანასკნელი იყო. მეშინია რომ ერთად ვეღარ ვიქნებით. დღევანდელი დღის მეშინია.
-საშიში არაფერია. შენიც მესმის, მაგრამ უნდა გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგად იქნება. განა არსებობს ქვეყნად ძალა რამაც შეიძლება დაგვაშოროს?
-- მიყვარხარ...
-მეც მიყვარხარ სულელო...
კარები გაიღო და ოთახში ექთანი შემოვიდა. ორთავეს ბოდიში მოუხადა და ვახოს გარეთ გასვლა თხოვა. უთხრა რომ ოპერაციას იწყებდნენ. ვახო მარის გადაეხვია, ცრემლების შეკავება უჭირდა, გრძნობდა რომ გადამწყვეტი წამი იდგა და გული და გონება მხოლოდ ერთი მიზნისკენ უნდა მიემართა. მიუხედავად ამისა აზრი ორად გაეყო: - იქნებ სისულელეს ვაკეთებ? იქნებ სიგიჟეა... ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მცდელობა სიგიჯე არაა მაგრამ რომ არაფერი გამოვიდეს? --- ამ ფიქრებში იყო გართული როცა ექთანმა სიმყუდროვე დაარღვია და ვახოს თხოვნა გაუმეორა. ვახო გონს მოეგო, მარის უკანასკნელად აკოცა,
-- -ასე თუ არ მოვიქცევი ის მოკვდება. --- გაიფიქრა თავისთვის და ფეხზე წამოდგა. კარებისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უკან მიიხედა, გაუღიმა და უთხრა: ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ანგელოზო. --- გზის გაგრძელება დააპირა, მაგრამ წკრიალა ხმამ შეაჩერა: -- ვახო, შეიძლება რაღაც გთხოვო? - რა თქმა უნდა. -- თუ ვერ გადავრჩი, დამპირდი რომ იმ ადამიანის საფლავზე ყვავილებს მიიტან რომლის გულიც მე უნდა გადმომინერგონ. - გპირდები ბოთე, მაგრამ იცოდე ამას შენ გააკეთებ, შენ მიიტან მის საფლავზე ყვავილებს. -- ხომ იქნები სულ ჩემთან? -ყოველთვის შენთან ვიქნები ჩემო სიხარულო, ყოველთვის. --- ვახომ იგრძნო რომ თავს დიდხანს ვეღარ შეიკავებდა და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა, კარები მიხურა, კედელს მიეყრდნო და ჩუმად წარმოთქვა: - ყოველთვის შენში ვიქნები... ყოველთვის... --- ქალბატონი ნინო თავის სასიძოს დიდი ხანია იცნობდა, ვახოს მიუახლოვდა, აცრემლებული თვალებით შეხედა, დაამშვიდა და გულში ჩაიკრა. ვახომ ბოდიში მოუხადა, უთხრა რომ ოპერაციის დროს აქ ვერ გაჩერდებოდა, რამდენიმე საათით გავიდოდა და შემდეგ დაბრუნდებოდა. ნელი ნაბიჯით გაუყვა დერეფანს, თვალს მიეფარა და წინასწარ დაგეგმილ პალატაში შევიდა. საოპერაციოდ ყველაფერი გამზადებული იყო, გიორგი ექიმიც ემზადებოდა და ვახოს დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა. ვახო მივიდა, უახლოეს მეგობარს გადაეხვია და უთხრა.
-- - ნურაფრის გეშინია ძმა. გააკეთე რაზეც შევთანხმდით, რამდენიმე თხოვნა მაქვს და მინდა რომ შემისრულო. დამპირდი რომ მარიზე იზრუნებ, შენი იმედი მაქვს და მჯერა რომ ამას გააკეთებ. მინდა რომ ჩემებს ყველაფერი აუხსნა, მოგისმენენ და გაგიგებენ. მარისაც შენ უნდა უთხრა ყველაფერი, აი ეს წერილი გადაეცი როცა გაიღვიძებს. მშვიდობით ძმაო. --- ეს უთხრა და წერილი გადასცა რომელიც წინა ღამით დაწერა. საოპერაციო მაგიდას მიუახლოვდა, ფეხსაცმელი გაიხადა და დაწვა. პროფესიონალმა ექიმებმა ყველაფერი მოამზადეს, დონორი აპარატებზე და წვეთოვანზე შეაერთეს,  ექიმმა ნარკოზი აიღო, წვეთოვანს მიუახლოვდა, მეგობარს უკანასკნელად შეხედა და წამალი გაუშვა. ორი წამის არ იქნებოდა გასული წვეთოვანს ეცა და დაკეტა, შეშინებული ხმით უთხრა ვახოს: - იქნებ არ გინდა. -- მე უკვე გადავწყვიტე ძმაო. - ვახო... იცოდე რომ მეამაყება... მეამაყება რომ ასეთი მეგობარი მყავდა. -- მეც ვიამაყებ შენით თუ მის სიცოცხლეს გადაარჩენ. --- ჯერ გაიღიმა, შემდეგ გაბრაზებული სახე მიიღო, თითქოს სიკვდილს ეუბნებოდა რომ მასზე გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა რომ ოდესმე ყველა კვდება ის მას არ დაემორჩილა. მარცხენა ხელი მაღლა ასწია, წვეთოვანის ჩამკეტს მიწვდა, ცრემლები წამოუვიდა და თქვა: - სიცოცხლე არაფრისთვის, ან სიკვდილი რაღაცისთვის. --- მართლაც ასე თვლიდა ყველაფერ ამას. მისი სიცოცხლე მარის გარეშე არაფერი იქნებოდა, მის სიკვდილს კი მიზანი ჰქონდა, მიზანი იმისა რომ ეცოცხლა იმ ადამიანს რომელიც ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს ურჩევნოდა. საკუთარი სიცოცხლე თავისი ხელით დაასრულა. წავიდა, გაქრა, ვინ იცის რამდენი ფიქრი გაიყოლა, ვინ იცის ერთად რამდენი აზრი უტრიალებდა გონებაში როცა წვეთოვანს ხსნიდა, რამდენ რამეზე წყდებოდა გული, რამდენი სიხარული მიქონდა თან რომელიც უნდოდა კიდევ განეცადა. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა და ეს ძალას მატებდა, იცოდა რომ მისი გული იცოცხლებდა, იცოცხლებდა საყვარელი ადამიანის სხეულში.
  ექიმი მარის საოპერაციო ოთახში შევიდა, აცრემლებულ თვალებს ვერ უსწორებდა პაციენტს რომლის საყვარელი ადამიანის სიცოცხლეც ორიოდ წუთის წინ კოლეგებს ჩააბარა. მარიმ შენიშნა ექიმის აღელვება, ანერვიულდა, საწოლზე წამოჯდა და მიზეზი ჰკითხა. ექიმმა ნარკოლოგს თვალით ანიშნა და ისიც ღრმა ძილს მიეცა. ოპერაციის მსვლელობისას ვახო აღარავის გახსენებია, ყველას ყურადღება მარის პალატისკენ იყო მიპყრობილი. საავადმყოფოს საეკლესიო კუთხესთან დაჩოქილი ქალბატონი ნინო აცრემლებული ლოცულობდა და ღმერთს შვილის გადარჩენას სთხოვდა. ორ საათიანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ სპეციალური მოწყობილობით დონორის გული შეიტანეს. კიდევ ხუთი საათი გავიდა და დაღლილი, ქანცგამოცლილი ექიმი ოთახიდან გამოვიდა. ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი, სახეზე ოფლი მოსდიოდა, მარის მშობლებს მიუახლოვდა და სიტყვის სათქმელად მოემზადა. გარს უამრავი ადამიანი შემოეხვია, ყველასათვის წამი საათად გადაიქცა, ყველა ელოდებოდა ექიმის მიერ წარმოთქმულ სიტყვას რომელიც ან ყველას უდიდეს ბედნიერებას მიანიჭებდა ან საშინელ ტრაგედიას აუწყებდა. -- ყველაფერი კარგად დასრულდა, გილოცავთ, მისი მდგომარეობა სტაბილურია. --- სიხარულით აივსო ყოველი მათგანი გული, ყველაფერი კარგად დასრულდა, სამთვიანი კოშმარი გაქრა და სიმშვიდემ დაისადგურა ყველას გულში. მათი სიხარული მანამ გრძელდებოდა, სანამ პალატიდან დონორის ცხედარს გამოასვენებდნენ. თავზარი დაეცათ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე, თუ რა ჩაიდინა ვახომ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად. ის კი აღარ იყო, ამ ქვეყნად აღარ იყო და მათთან ერთად ვერ გაიზიარებდა მარის გადარჩენის სიხარულს. მიუხედავად იმისა რომ გიორგი არ ეწეოდა, დერეფანში სიგარეტის კვამლში გახვეული იჯდა და გულამომჯდარი ქვითინებდა.
დილის თერთმეტი საათი იქნებოდა როცა მარის საწოლთან ჩაძინებული ნინო ხმამ გააღვიძა. მარი გონს მოვიდა, სასწრაფოდ ექიმს დაუძახეს, ექიმმა გასინჯა, გახარებულმა პაციენტს შუბლზე აკოცა და ყველაფრის წარმატებით დასრულება მიულოცა შემდეგ გვერდზე დადგა და ახლობლებს საშუალება მისცა მარისთან მისულიყვნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველას სევდა შემოაწვა თვალებზე, პალატაში მყოფთ მხოლოდ ერთი რამ აღელვებდათ, ის წუთი როცა ახლად გამოღვიძებული ვახოს მოიკითხავდა. ამ წუთსაც დიდხანს არ დაუყოვნებია. როცა ყველას სიყვარულით გული იჯერა ნინოს ჰკითხა: - დე... ჩემი ვახო? ვახო სადაა? არ მოვიდა? --- ხალხმა ოთახიდან გასვლა დაიწყეს, მარი კი შეშინებული უცქერდა ამ სანახაობას და გრძნობდა რომ რაღაც რიგზე არ იყო. მარი, მისი მშობლები და გიო, ეს გახლდათ ის ხალხი ვინც ოთახში დარჩა. ექიმმა თეთრი ხალათის ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო, მარის მიუახლოვდა, მიაწოდა და ფანჯრისკენ წავიდა. ნინოს ცრემლები მოსდიოდა, არ იცოდა რა მოოხდებოდა, ეშინოდა როცა ამ დაუჯერებელ ამბავს თავად ვახო შეატყობინებდა უკანასკნელი წერილის სახით.
"დილა მშვიდობისა ჩემო ანგელოზო. დღევანდელ დღეს უჩემოდ ხვდება სამყარო. სადაც არ უნდა ვიყო იცოდე რომ უბედნიერესი ვარ. მე შენთან ისე ახლოს ვარ როგორც არასდროს, მე შენში ვარ, შენს მკერდში ვზივარ და უზომო ბედნიერებას მანიჭებს შენი სიცოცხლე. მინდა რომ ყველაფერი სწორად გამიგო. მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებდი, ვერც იმას დავუწყებდი ყურებას როგორ სუსტდებოდი და ხელიდან მეცლებოდი. ვერც სიმართლეს გეტყოდი, ამის გაფიქრებასაც კი არ მაპატიებდი. გიოზე არ გაბრაზდე გთხოვ. თუ ვინმეზე გინდა გაბრაზება ისევ ჩემზე გაბრაზდი. დღეიდან შენ ჩემს გულს ატარებ და მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება, გაუფრთხილდი მას. მას ხომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდი და უყვარხარ. იმედი მაქვს მაპატიებ ოდესმე. ჰო იც იროგორი გიჟიც ვიყავი, ჩანაფიქრს ვერავინ შემაცვლევინებდა. წლების წინ ჩემი მომავლის ჩანაფიქრი გახდი და ჰო იცი რომ ესეც ვერავინ და ვერაფერმა შემაცვლევინა. გპირდებოდი ყოველთვიის შენთან ვიქნები თქო და სიტყვას ვასრულებ, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც. ჩემი გული ხომ ყოველთვის შენთან იქნება. ყურები არ ჩამოყარო ბოთე, გაიღიმე და ცხოვრებით დატკბი. გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება, მინდოდა შვილები გვყოლოდა, ჩემი ანგელოზები რომლებიც დედას შენ დაგიძახებდნენ. ეს ოცნება ვერ ავისრულე მხოლოდ. თავი არაფერში დაადანაშაულო თორემ მეწყინება, ჩემს გულს ეწყინება. გახსოვს რას მეუბნებოდი? შენი გული ჩემია და ჩემთანააო, თუ გამაბრაზებ მას ვცემო. იცი რამდენი რამის გახსენება შემიძლია? რამდენი კარგი წუთი გვაქვს ერთად გატარებული. მინდა რომ შენც ყოველთვის გახსოვდეს, მინდა რომ არასოდეს დამივიწყო, არასოდეს დაივიწყო ის წმინდა გრძნობა რომელიც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. ბედნიერებას გისურვებ ბოთე, მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრება ლამაზია, მთავარია ეს დაინახო. იცოდე რომ სიყვარული ქვეყნად უდიდესი რამაა რაც ადამიანებისთვის უფალს მიუცია. დაფიქრდი და წარმოიდგინე მის გარეშე რა ვიქნებოდით. ჩემს გულს უდიდესი სიყვარული შეუძლია, თავი არ არ გამოიდო თავი, დაუკავშირე სხვა ადამიანს ცხოვრება, მხოლოდ არავის მისცე ნება გული გატკინოს. ახლა კი დაგემშვიდობები, ბედნიერად მარი. მომენატრები..."

უკვე მოსაღამოვებული იყო, ცივი სიო ქროდა და ვერხვების შრიალი ისმოდა. ირგვლივ ყველას ღრმა ძილით ეძინა და საუკუნო სიჩუმე იდგა. კაცის ჭაჭანება არსაით ისმოდა. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი დაჩოქილიყო და საფლავის ქვას წმენდდა. ახლოს კი პატარა ბიჭი დარბოდა და თავისთვის ერთობოდა.
-ვახო უკვე ცივა, ქურთუკი ჩაიცვი თორემ გაცივდები.
--არ გავცივდები არა. უპასუხა სირბილისაგან ლოყებაწითლებოლმა ყმაწვილმა.
-გაცივდები და გაიგებ მერე.
-- აუ არ გავცივდები, დე ვიქნები რა ასე, არ მინდა ჩაცმა.
- ასე როგორ დაემგვანე სიჯიუტით? --- გაიფიქრა თავისთვის მარიმ და ფეხზე წამოდგა.
- წავედით შვილო, შემდეგ კვირას ისევ ამოვიდეთ.
-- დე რატომ დავდივართ აქ? ან ეს კაცი ვინაა? --- თითი გაიშვირა საფლავის ქვისკენ.
-ეს მამაშენია შევილო.
-- როგორაა მამაჩემი, მამები სახლში არ ცხოვრობენ? ლუკას, გიოს, თენგოს, სალომეს სუყველას სახლში ყავთ მამები. ჩემი მამიკო რატომ არ მოდის სახლში? არ ვუყვარვართ?
--- მარის ცრემლები წამოუვიდა, სასაფლაოდან გავიდნენ და კარები მიხურეს. ბავშვთან დაიჩოქა, ქურთუკი ჩააცვა და უთხრა: - მას ყველაზე მეტად ვუყვარვართ შვილო, გაიზრდები და ყველაფერს გაიგებ.
-- აუფ, მე უკვე დიდი ვარ, გუშინ თენგოს რა ვუქენი იცი? ისე დავარტყი გადავაგდე ამერიკაში.
---ყოჩაღ ბიჭო. რა გითხარი მოეშვი ბავშვების ცემას თქო? ეჰ... მაგაშიც მამაშენს გავხარ.
-- სურათის ქვემოთ რა აწერია?
- --სიცოცხლე არაფრისთვის, ან სიკვდილი რაღაცისთვის.
-- ვერაფერი გავიგე. კაი წავედით. თენგო უნდა მოვიდეს და კომპიუტერი უნდა ვითამაშოთ.
-წავედით....


პ.ს.
დროა ვთქვა რომ ოპერაციიდან 9 თვის შემდეგ მე მოვევლინე ქვეყანას. მამის პატივსაცემად დედამ ვახო დამარქვა. როცა ზრდასრული გავხდი ყველაფერი მიამბო მამაზე. ტოლებში ყოველთვის მრცხვენოდა რომ მამა არ მყავდა, მაგრამ ახლა ვამაყობ მისით. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან არც კი იცოდა შვილი თუ ეყოლებოდა, მეც არასოდეს მინახავს მამა. მიუხედავად ამისა ის დედაჩემში ცოცხლობს, მის მკერდში ზის და ყოველთვის ასე იქნება. არასოდეს მინახავს, არც მისი დარიგება მომისმენია, არც რჩევა მიმიღია მისგან მამაშვილური მაგრამ მიუხედავად ამისა თავისი საქციელით მასწავლა რა არის კაცობა, სიყვარული, ღირსება, თავგანწირვა საყვარელი ადამიანისთვის და ამ ქვეყნად მანდილოსნის ფენომენი. ის არის და ყოველთვის იქნება ჩემთვის სამაგალითო ადამიანი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები