ბავშვობაში არ იცოდა, რამე ნაკლი თუ ჰქონდა. მით უმეტეს არ იცოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო. ვერც იმ განსხვავებული ფეხსაცმლის მნიშვნელობას ხვდებოდა, დედა და მამა განსაკუთრებულად რომ აკერინებდნენ მისთვის და მაინცდამაინც არც აწუხებდა ამაზე ფიქრი. ეცვა, რადგან აცვამდნენ ... დაბაკუნობდა და დადიოდა. 7 წლის იყო,პირველად როცა შეამჩნია, უფრო სწორად, შეამჩნევინეს... სკოლაში მეორე ცვლაში დადიოდა.მეზობელ კლასში ერთი წლით უფროსი ტყუპი ძმები იყვნენ, ბადრი და უსუპი. რომლებიც მას მოსვენებას არ აძლევდნენ და დასცინოდნენ __რა არის ბიჭო ეს,სხვადასხვა ფეხსაცმელი გაცვია? __დასცინეს პირველად. დაფიქრდა და პირველად შეხედა თავის ფეხსაცმელს ამ თვალით. ფეხსაცმელი მართლაც სხვადასხვანაირი იყო, მარჯვენა ფეხზე უფრო დიდი და მაღალი... იცოდა, რომ მის დაძმებსაც არ ეცვათ ასეთი.
სახლში მივიდა და დედას ჰკითხა. მართალია, ვერაფერი გაიგო, მაგრამ დედის საუბრიდან მაინც მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო,როგორც სხვებთან. დაითრგუნა... არა იმის გამო,რომ სხვანაირი იყო, ბადრისა და უსუპის ცინიკური სახეების გახსენებაზე დაიძაბა. სკოლიდან ყოველდღე შეწუხებული მოდიოდა.მთელი ღამე კი ბოდავდა და ჩხუბობდა,ოფლში ცურავდა და აგზნებული იღვიძებდა. საზღვარი არ ჰქონდა არც დაცინვას და შევიწროებას,არც თავში წამორტყმას,რომელსაც ვერაფერს უხერხებდა. მშობლები ნერვიულობდნენ და ექიმებთან დაატარებდნენ,თუმცა მიზეზი არავინ იცოდა.
ტყუპი ძმა მალე სხვა სკოლაში გადავიდა სასწავლებლად,მაგრამ ღამეული კოშმარები არ წყდებოდა. ხვდებოდა მხოლოდ ერთ რამეს: დიდი უნდა გაზრდილიყო,თან ძლიერი და არავინ უნდა მორეოდა,არავინ... პირველად ჭიდაობაზე სიარული აიჩემა. დედამ მაშინვე გადააფიქრებინა,შენთვის არ შეიძლება,ფეხი შეიძლება უფრო გეტკინოსო. არადა არ ტკიოდა. მერე კარატე მოისურვა...არაო, აუხსნეს ისევ თავიდან. მაშინ მამას სახლში ტრენაჟორები მოაწყობინა,სილით სავსე გუდა ჩამოაკიდებინა და ვარჯიში დაიწყო. არავინ იცოდა,რისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველას უხაროდა. ვარჯიშობდა და ძლიერდებოდა. ფიზიკურადაც ძლიერი და ლამაზი იყო. ცურვაზე დადიოდა.ლამაზი სხეული გაუხდა,ძლიერი კუნთები. გოგოებშიც პოპულარული იყო...
უკვე იცოდა,რომ ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი დაავადების გამო მარჯვენა ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით ჰქონდა მოკლე, ფეხი კი ატროფირებული . აღარ ბრაზდებოდა,როცა ფეხბუთის თამაშის დროს გარინჩას ეძახდნენ. ბიჭებთან ერთად ბანაობის დროს ფეხის ტრავმისაც უკვე აღარ რცხვენოდა... მთელი ცხოვრება შეხვედრისათვის ემზადებოდა,თუნდაც ორივე ერთად შეხვედროდნენ,იცოდა აუცილებლად გაუნგრევდა თავყბას და ამით მოისვენებდა, ფიცი ჰქონდა დადებული.
უკვე სტუდენტი იყო,როცა მშობლიურ ქალაქში ორიოდე დღით ჩამოსვლამ მოუწია და მეგობარ გოგონასთან ერთად სანაპიროზე გაისეირნეს.ხუმრობდნენ და ერთობოდნენ. უეცრად ხმაური მოესმათ.... ბიჭების ჩხუბი და აყალმაყალი რამდენიმე მეტრში ხდებოდა. გოგონას ბოდიში მოუხადა, ერთი წუთით საიმედო ადგილზე დააბინავა და მოჩხუბრების გაშველება დაიწყო. დაბინდებული იყო, მაგრამ ღამის განათებაზე მაინც გაარჩია ერთ ერთი, მთლად დასისხლიანებული და თავგატეხილი მისი ბავშვობის მტერი , იმ ძმათაგან ერთ ერთი, ბადრი ან უსუპი იყო. კბილები სიმწრით ისე გაახრჭიალა, თვითონაც შეეშინდა. მის ცნობას რა უნდოდა: წითური თმები და ის ნაცნობი გამოხედვა,მთელი ბავშვობის სიზმარეთს რომ სტუმრობდა და აოფლიანებდა. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, წამოაყენა, მიეშველა, ყველა დააშოშმინა და პატრულის მოსვლამდე საიმედო ადგილას მოაფარა. არ გამოცნაურებია...თავში არც მთლად დარწმუნებული , სწრაფად გაეცალა იქაურობას.
იმ საღამოს ბევრი დალია...არ იცოდა ეს მისი გამარჯვება იყო თუ დამარცხება. მერე დანა აიღო და მარცხენა ხელის მტევანი გაისერა...ოდნავ შეღავათი იგრძნო.
მ.მ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. მადლობა მადლობელი ვიქნები,თუ ვინმეს მასწავლით , პროფესიონალ ფსიქონევროლოგს. პირადში მომწერეთ
მადლობა მადლობელი ვიქნები,თუ ვინმეს მასწავლით , პროფესიონალ ფსიქონევროლოგს. პირადში მომწერეთ
16. წავიკითხე და თავიდან შეთხზული ამბავი მეგონა. მაგრამ მერე კომენტარებით გავიგე რომ პირადი დრამა ყოფილა. კომენტარს არც დავწერდი რომ არა სულ ბოლო წინადადება: "მერე დანა აიღო და მარცხენა ხელის მტევანი გაისერა...ოდნავ შეღავათი იგრძნო." თვითდაზიანება მენტალური პრობლემის შედეგია. წლების მანძლზე მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნა - ძლიერი საფუძველია მენტალური პრობლემის გამოსაწვევად. თვითდაზიანება კი გამოკვეთილი კლინიკური სურათია, რომელიც შეიძლება გაღრმავდეს და ცუდი შედეგები იქონიოს (ცოლისთვის მითუმეტეს). ეს დაავადება არ არის - ეს პიროვნული თავისებურებაა (შეცვლილი ხასიათი) რომლის კორექცია შესაძლებელია. ფსიქოლოგის ან ფსიქონევროლოგის კონსულტაციას ასეთი გონიერი ახალგაზრდა ალბათ არ ითაკილებს ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. რამდენიმე ვიზიტმა შეიძლება ეს პრობლემა სამარადჟამოდ მოაგვაროს და სრულად გაათავისუფლოს იმ ტვირთისგან, რაც ფსიქოსტრესებით გადაიტანა ხასიათი შეუცვალა. კარგი იქნება თუ პირველ რიგში ამ რჩევას გაითვალისწინებ ავტორო, ეს საჩქაროა. წარსულში რაც იყო იყო. ახლა, მომავალზე უნდა იფიქროთ.
წავიკითხე და თავიდან შეთხზული ამბავი მეგონა. მაგრამ მერე კომენტარებით გავიგე რომ პირადი დრამა ყოფილა. კომენტარს არც დავწერდი რომ არა სულ ბოლო წინადადება: "მერე დანა აიღო და მარცხენა ხელის მტევანი გაისერა...ოდნავ შეღავათი იგრძნო." თვითდაზიანება მენტალური პრობლემის შედეგია. წლების მანძლზე მუდმივი სტრესის ქვეშ ყოფნა - ძლიერი საფუძველია მენტალური პრობლემის გამოსაწვევად. თვითდაზიანება კი გამოკვეთილი კლინიკური სურათია, რომელიც შეიძლება გაღრმავდეს და ცუდი შედეგები იქონიოს (ცოლისთვის მითუმეტეს). ეს დაავადება არ არის - ეს პიროვნული თავისებურებაა (შეცვლილი ხასიათი) რომლის კორექცია შესაძლებელია. ფსიქოლოგის ან ფსიქონევროლოგის კონსულტაციას ასეთი გონიერი ახალგაზრდა ალბათ არ ითაკილებს ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად. რამდენიმე ვიზიტმა შეიძლება ეს პრობლემა სამარადჟამოდ მოაგვაროს და სრულად გაათავისუფლოს იმ ტვირთისგან, რაც ფსიქოსტრესებით გადაიტანა ხასიათი შეუცვალა. კარგი იქნება თუ პირველ რიგში ამ რჩევას გაითვალისწინებ ავტორო, ეს საჩქაროა. წარსულში რაც იყო იყო. ახლა, მომავალზე უნდა იფიქროთ.
15. ჰმ... რა გინდა, რომ ქნა?
მითარგმნეთ ახლა ეს ყველაფერი ქართულ ენაზე :( ჰმ... რა გინდა, რომ ქნა?
მითარგმნეთ ახლა ეს ყველაფერი ქართულ ენაზე :(
14. ვიცი ორი წელი ვიბრძოდით, რადგან ძვლის თავი დაშლილი ჰქონდა. ძვალი აღდგა, ექიმის პროფესიონალიზმის წყალობით :) ღმერთმა აცხონოს ილია მატარაძე(სხვათა შორის მასზედაც დავწერ , მაგრამ აღდგენა მიჭირს ყველაფრის და არ მინდა რამე შემეშალოს) ფეხი კი მოკლე დარჩა ექვსი_შვიდი სანტიმეტრით დიდი ბიჭია უკვე ახლახანს დაქორწინდა :)
ვიცი ორი წელი ვიბრძოდით, რადგან ძვლის თავი დაშლილი ჰქონდა. ძვალი აღდგა, ექიმის პროფესიონალიზმის წყალობით :) ღმერთმა აცხონოს ილია მატარაძე(სხვათა შორის მასზედაც დავწერ , მაგრამ აღდგენა მიჭირს ყველაფრის და არ მინდა რამე შემეშალოს) ფეხი კი მოკლე დარჩა ექვსი_შვიდი სანტიმეტრით დიდი ბიჭია უკვე ახლახანს დაქორწინდა :)
13. მარი, ვწუხვარ... ოსტეომიელიტი - არც მემკვიდრულია და თანდაყოლილიც საეჭვოა იყოს, რადგან ის არის ძვალზე განვითარებული ანთებითი პროცესი ("ძვლის დაჩირქება" ხალხურ ენაზე) რომელიც ძირითადად ტრავმის შემდგომია:( მარი, ვწუხვარ... ოსტეომიელიტი - არც მემკვიდრულია და თანდაყოლილიც საეჭვოა იყოს, რადგან ის არის ძვალზე განვითარებული ანთებითი პროცესი ("ძვლის დაჩირქება" ხალხურ ენაზე) რომელიც ძირითადად ტრავმის შემდგომია:(
12. მხოლოდ რენუარს ვუპასუხებ, ამ უმძიმეს დაავადებას , რომელმაც ბავშვს ფეხი ატროფირებული და რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე დაუტოვა, ოსტეომიელიტი ქვია.
სხვათა შორის ეს ნაკლი რომ ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო, აუცილებელად უნდა იყოს მინიშნებული, რადგან ზოგს ექიმსაც კი ჰგონია, რომ იგი თანდაყოლილია ანდა მემკვიდრეობითი... ასე რომ ტექსტს მხატვრული ღირებულება თუ არ აქვს, ამდენი ადამიანი რომ დააფიქრა, თუნდაც მშობლის ანდა მასწავლებლის "დანაშაულზე", მე მგონი საქმე გაკეთებულია.
მხოლოდ რენუარს ვუპასუხებ, ამ უმძიმეს დაავადებას , რომელმაც ბავშვს ფეხი ატროფირებული და რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე დაუტოვა, ოსტეომიელიტი ქვია.
სხვათა შორის ეს ნაკლი რომ ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო, აუცილებელად უნდა იყოს მინიშნებული, რადგან ზოგს ექიმსაც კი ჰგონია, რომ იგი თანდაყოლილია ანდა მემკვიდრეობითი... ასე რომ ტექსტს მხატვრული ღირებულება თუ არ აქვს, ამდენი ადამიანი რომ დააფიქრა, თუნდაც მშობლის ანდა მასწავლებლის "დანაშაულზე", მე მგონი საქმე გაკეთებულია.
11. მარი, ჩემო ძვირფასო, ბატონმა მიშამ საკმაოდ დეტალურად და საფუძვლიანად გამოკვეთა ნაწერის უარყოფითი ასპექტები. ჩემის მხრივ, აღაფერს დავამატებ. თუმცა, შეიძლება საუბარი უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან ყველას ჩვენი შეხედულება გაგვაჩნია. უბრალოდ, მინდა გითხრა რჩევის სახით, ქვემოთ ჩამოთვლილი და სხვა მიზეზების გამო, ამ ტექსტს არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. თუ ეს ამბავი პირადი ტრაგედიაა, შეიძლება დაიდოს ჟანრით "სხვა" და მკითხველისთვისაც გასაგები იქნება. მაია ასათიანის შოუს შეიძლება მოუხდესეს, მაგრამ ეს ლიტ. პორტალია და ამდაგვარი ტექსტები, ჩემი აზრით, "პროზის" ჟანრით არ უნდა იდებოდეს.
სიკეთე ყველას მარი, ჩემო ძვირფასო, ბატონმა მიშამ საკმაოდ დეტალურად და საფუძვლიანად გამოკვეთა ნაწერის უარყოფითი ასპექტები. ჩემის მხრივ, აღაფერს დავამატებ. თუმცა, შეიძლება საუბარი უსასრულოდ გაგრძელდეს, რადგან ყველას ჩვენი შეხედულება გაგვაჩნია. უბრალოდ, მინდა გითხრა რჩევის სახით, ქვემოთ ჩამოთვლილი და სხვა მიზეზების გამო, ამ ტექსტს არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია. თუ ეს ამბავი პირადი ტრაგედიაა, შეიძლება დაიდოს ჟანრით "სხვა" და მკითხველისთვისაც გასაგები იქნება. მაია ასათიანის შოუს შეიძლება მოუხდესეს, მაგრამ ეს ლიტ. პორტალია და ამდაგვარი ტექსტები, ჩემი აზრით, "პროზის" ჟანრით არ უნდა იდებოდეს.
სიკეთე ყველას
10. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ნაწარმოებში საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო აქვს გმირს ფიზიკური ნაკლი. ნაწერში სრულიად სხვა საკითხია აქცენტირებული და ექიმების "არაპროფესიონალიზმი" ერთი, ტიპიური ხელისშემშლელი ფაქტორია აქ.
ცხადია, სისულელე იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ექიმებს არაფერი ეშლებათ. ან რა უფლებით შეგვიძლია მოვთხოვოთ ნებისმიერ ადამიანს, უშეცდომობა? - ჩვენ ყველა ვცდებით მეტ-ნაკლებად, შეგირდი თუ ოსტატი...
...და სწორედ ამგვარი შეცდომაა დაშვებული ამ ნაწერშიც, რამდენადაც ხდება ყურადღების გადატანა არა ძირითად საკითხზე, არამედ მიმდინარეობს მეორეხარისხოვანიდან მესამეხარისხოვან დეტალებზე გადარბენა და "თემიდან გაქცევა":
მეორეხარისხოვანია ის, რომ გმირის ფიზიკური ნაკლი ექიმის ბრალი ყოფილა და...
მესამეხარისხოვანია ის, რომ ის ექიმი არაპროფესიონალი აღმოჩნდა.
ამ ყველაფერს მხატვრული ძალა ექნებოდა მაშინ, თუკი გმირი არა თავყბადასისხლიანებულ კლასელს გადაეყრებოდა, არამედ თავყბადასისხლიანებულ არაპროფესიონალ ექიმს დაეხმარებოდა. სხვა შემთხვევაში, არაპროფესიონალიზმი მხოლოდ ავტორს უნდა მოვკითხოთ...
დავაკონკრტებ, რომ ექიმისა თუ სხვა ნებისმიერი სპეციალისტის არაპროფესიონალიზმზე საინტერესოც კი არის (არათუ აკრძალული) ვისაუბროთ მხატვრულ ნაწერში, მაგრამ... დავუბრუნდეთ " რევანშს"...
მარიმ მინდა გაითვალისწინოს, რომ ვაკრიტიკებ არა მის პირად ცხოვრებას, არამედ იმ არასწორ აქცენტებს, რომელიც უნებლიედ გამოიკვეთა ნაწერში. თავად გასინჯეთ:
1. ვახსენეთ სრულიად არასაჭირო დეტალი - ექიმის უვიცობა და გამოვკვეთეთ მშობლების უვიცობა, რომელთაც ალბათ უნდა გაეთვალისწინებინათ მოსალოდნელი ექსცესები სკოლაში და დაეცვათ გმირი სულიერი განცდებისგან;
2. ვახსენეთ სრულიად არასაჭირო დეტალი - ექიმის უვიცობა და გამოვკვეთეთ პედაგოგის უვიცობა, რომელსაც მომენტალურად უნდა მოეგვარებინა საკითხი... ბოლო-ბოლო პირველკლასელებზე გვაქვს საუბარი, რომლებთანაც ბევრად იოლია კაცთმოყვარეობის გრძნობების მანიპულირება...
3. არა მარტო ის ერთი ექიმია არაპროფესიონალი ნაწარმოებში, არამედ მთელი სამყარო... ბავშვი ღამ-ღამობით შიშის ოფლში იწურება და ვერავინ, ვერც მშობლები, ვერც მასწავლებლები და ვერც სხვა ექიმები ვერაფერს ხვდებიან... რატომ მივახტით მაინცა და მაინც იმ უხილავ ექიმს, რომელსაც არანაირი მხატვრული დატვირთვა არა აქვს ამ ისტორიაში?
რატომ? - პასუხი ერთ-ერთ კომენტარს: ქვეცნობიერად "გავაპრავეთ" სოციუმის იმ წევრთა ქმედებები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ ექიმს არა აქვს შეცდომის დაშვების უფლება.
მოკლედ, რენუარი, როგორც ყოველთვის მართალია და უკამათოდ ამოსაღებია სადავო მოცემულობა ნაწერიდან. ცხადია, ჩემი აზრიც სუბიექტურია და საბოლოო გადაწყვეტილებას ავტორი მიიღებს.
გარდა ამისა: ვწერთ - "ტყუპი ძმა", სადაც უკვე ჩადებულია მრავლობითი რიცხვის გაგება დაბთუ მაინცა და მაინც მრავლობითი გვინდა მოვიშველიოთ, მაშინ ცალ-ცალკე ვახსენებთ, ან ტყუპებს და ან ძმებს:
ტყუპი ძმა სხვა სკოლაში გადავიდა; ძმები სხვა სკოლაში გადავიდნენ; ტყუპები სხვა სკოლაში გადავიდნენ.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ ნაწარმოებში საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო აქვს გმირს ფიზიკური ნაკლი. ნაწერში სრულიად სხვა საკითხია აქცენტირებული და ექიმების "არაპროფესიონალიზმი" ერთი, ტიპიური ხელისშემშლელი ფაქტორია აქ.

9. ახლა წავიკითხე ბოლომდე.
"ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი დაავადების გამო მარჯვენა ფეხი რამდენიმე სანტიმეტრით ჰქონდა მოკლე, ფეხი კი ატროფირებული"
თუ ეს პირადი ტრაგედიაა, იქნებ მითხრათ, ტრამვის გარდა, რა დაავადებამ შეიძლება დაუმოკლოს ფეხი ბავშვს? რაში მდგომარეობს ექიმის არაპროფესიონალიზმი?
ახლა წავიკითხე ბოლომდე.

8. თუ პირად ამბებს ყვებით ეს სხვა საქმეა. მე მხატვრული პროზა მეგონა, რადგან ლიტერატურულ პორტალზე დევს:( თუ პირად ამბებს ყვებით ეს სხვა საქმეა. მე მხატვრული პროზა მეგონა, რადგან ლიტერატურულ პორტალზე დევს:(
7. ცუდი ექიმები რომ არსებობენ, ეს ახალი ამბავია? ვისაც ეგეთ ექიმებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს, ისინი მაინც გაგვატარეთ. :( მესმის კოლეგიალობა, მაგრამ მე მაგალითად ინგლისურის ენის ფილოლოგი ვარ და ნამდვილად არ ვთვლი, რომ ყველა ფილოლოგი პროფესიონალია. მითუმეტეს როცა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე, რა საჭიროა "გაპრავება"... ცუდი ექიმები რომ არსებობენ, ეს ახალი ამბავია? ვისაც ეგეთ ექიმებთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება აქვს, ისინი მაინც გაგვატარეთ. :( მესმის კოლეგიალობა, მაგრამ მე მაგალითად ინგლისურის ენის ფილოლოგი ვარ და ნამდვილად არ ვთვლი, რომ ყველა ფილოლოგი პროფესიონალია. მითუმეტეს როცა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება საქმე, რა საჭიროა "გაპრავება"...
6. სამწუხაროდ, ეს ყველაზე "რბილი" ნათქვამია იმ ექიმის მიმართ, რომელმაც ჩემი შვილი ინვალიდი დატოვა. მე ჟურნალისტი არ ვარ და რაც მტკივა, იმას ვწერ. გირჩევთ, თქვენ დაანებოთ თავი სხვებისთვის გულის ტკენას
სამწუხაროდ, ეს ყველაზე "რბილი" ნათქვამია იმ ექიმის მიმართ, რომელმაც ჩემი შვილი ინვალიდი დატოვა. მე ჟურნალისტი არ ვარ და რაც მტკივა, იმას ვწერ. გირჩევთ, თქვენ დაანებოთ თავი სხვებისთვის გულის ტკენას
5. ბავშვობაში არ იცოდა, რამე ნაკლი თუ ჰქონდა. მით უმეტეს არ იცოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო.
წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ასეთი დასაწყისის მერე:(
დაანებეთ თავი ექიმებს, ეს ჟურნალისტური ტრიუკებია და არა სამწერლო. ბავშვობაში არ იცოდა, რამე ნაკლი თუ ჰქონდა. მით უმეტეს არ იცოდა, რომ მისი ნაკლი ექიმების არაპროფესიონალიზმის ბრალი იყო.
წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ასეთი დასაწყისის მერე:(
დაანებეთ თავი ექიმებს, ეს ჟურნალისტური ტრიუკებია და არა სამწერლო.
3. მომწონს შენი პროზაული ნაწორმოებები კარგად გამოგდის ( წარმატებები და მოკითხვა ავტორს ) მომწონს შენი პროზაული ნაწორმოებები კარგად გამოგდის ( წარმატებები და მოკითხვა ავტორს )
2. ჩემთვისაც მძიმე იყო:) სასწრაფო დაჭირდა
ჩემთვისაც მძიმე იყო:) სასწრაფო დაჭირდა
1. ბოლო წინადადებამ გააუფერულა ( ჩემი აზრით ). ბოლო წინადადებამ გააუფერულა ( ჩემი აზრით ).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|