ისინი ჩემგან ითხოვენ ადამიანობას, სურთ ვიყო უკეთესი, ისინი მეუბნებიან, რომ ვუყვარვარ, რომ ჩემი უკეთ გაცნობა სურთ, რომ ჩემთვის კარგი უნდათ (მე უბრალოდ მეძინება, იმიტომ რომ უძილობით ვარ გადაქანცული) ისინი მაიძულებენ პირფერი ვიყო, მაიძულებენ, რომ მათი გამოგონილი წესების მიხედვით ეგოზე სული ვუბერო და ვეფერო, ისინი სარგებლობენ ჩემი დაღლილობით, ჩემი მიჯაჭვულობით სიამოვნებაზე, სასიამოვნო ურთიერთობებზე, ისინი მაიძულებენ, მე ვემორჩილები, იმიტომ რომ შეუჩვეველ ლხინს, შეჩვეული ჭირი მირჩევნია, საძაგლობაა ჩემი ქმედებები, მონური მორჩილება სიყვარულის სახელით გასაღებული, მაგრამ ეს ყველაფერი ხო ჩემშია, მე ვხედავ ამ ყველაფერს და ისაც ვიცი როგორ შევცვალო, მათი დამოკიდებულება ჩემდამი ჩემივე განწყობითაა განპირობებული, მე ვაძლევ მათ უფლებას გამომიყენონ და ბრიყვულად მჯერა ამით მაღალი ზნეობის მქადაგებელი ვარ, კმარაააააააააა! კმარა! კმარა უმოქმედობა!
ქმედების დასაწყისი ცნობიერებაში იღებს სათავეს, ისე როგორც მდინარეთა უმრავლესობა, დიდი და პატარაც მთებში იბადება, როგორც ნაპერკალი ჩნდება კაჟის გასმისას და დიდ ცეცხლად იქცევა, კოცონად იქცევა, ისე იზრდება ცნობიერებაში დაბადებული აზრი საკუთარი თავის შესახებ: მე ვარ თავისუფალი, მე ვარ ადამიანი, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ, მე ვარ... იზრდება აზრი, იკრებს სხვადასხვა შენაკადებს, იკრებს ძალას, წვიმს? ქუხს? მით უკეთესი, ყველაფრის დასაწყისი შიგნითაა, მისგან მოვდივარ, მე დიდი მდინარე, მოვდივარ, ჩემში ერთდება იდეების შენაკადები, ბრძოლისუნარიანობა, და რესურსების უწყვეტი ჯაჭვი, ვაი მდინარის მომშინაურებლებს, ვაი ჯებირების ამგებლებს ცნობიერებაზე! ვაი მათ ვინც მარწმუნებდა არ შეიძლება ეს, არ შეიძლება ის, ვაი გულის მომწამვლელებს და სინათლის ნაცვლად სიბნელის გამავრცელებლებს, სიბნელეში შეფარებულებს, რომ ჰგონიათ მყუდროდ ვართ, მყუდროდ ვჭამთ ჩვენს ძვირფას სალაფავს და გამკითხავი არავინააო, ვაი კაცის ძვლის სკამზე ნებიერად გაშხლართულებს, დაწყდა ბორკილები შუბლისა და ხელის შემკვრელი, დაწყდა ბორკილები კოჭზე შემოკრულები, ნეტავ თქვენი ოქროს ბორკილებიც დაგწყდომოდათ და სწრაფად გერბინათ, მდინარეს, რომ არ მომესწრო თქვენითვის, მაგრამ "ბრმანი ხართ და ბრმათა წინამძღოლნი", ყრუები ხართ მიუხედავად ამისა ფულის ჩხრიალი და ტკივილის ხმები გსიამოვნებთ, მდინარის ხმა კი არ გესმით, სანამ თავზე არ წაგადგებით აქაფებული ტალღებით ვერ გაიგებთ ვერაფერს, სმენა დახშული გაქვთ და გული დაკეტილი... მაგრამ თქვენთვისაცაა გადარჩენა, გაიძრეთ თქვენი სამოსი და სწრაფად შეცურეთ ჩემში, დაე მოგიძულოთ "სოფელმა" როგორც სხვები მოუძულებია და მოიძულებს კვლავაც, ხოლო "ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან" და ამიტომაც მოუპოვებიათ ყოველი რაითაცა სარგებელ ჰყოს მათდა, მათმა სიტყვამ და საქმემ. ხოლო ყოველი, რომელიც არ განვითარდება და არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიკვეთება და ცეცხლს დაიდება სიტყვა თქმული შიგან ჩემსა განაკვირტი ზესთა მიერ, ის რაზედაც ვღვრიდი ცრემლსა გამახარა კვლავაც ძლიერ, ყოველივე რაც მეკვეთა ჩემი მოინდომა ცემა, კვლავაც არის, იყოს ნეტავ, ვინც მომანდო უფლის ძემან
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საინტერესოდ წერთ! რელიგიურ თემაზე კომენტარს არ ვწერ, საინტერესოდ წერთ! რელიგიურ თემაზე კომენტარს არ ვწერ,
6. მადლობა ყველას მადლობა ყველას
5. მესმის . . "ისინი მეუბნებიან, რომ ვუყვარვარ, რომ ჩემი უკეთ გაცნობა სურთ, რომ ჩემთვის კარგი უნდათ (მე უბრალოდ მეძინება, იმიტომ რომ უძილობით ვარ გადაქანცული)"
ეს მითუმეტეს. .
დიდება მოთმინებასა ჩვენსა. . მესმის . . "ისინი მეუბნებიან, რომ ვუყვარვარ, რომ ჩემი უკეთ გაცნობა სურთ, რომ ჩემთვის კარგი უნდათ (მე უბრალოდ მეძინება, იმიტომ რომ უძილობით ვარ გადაქანცული)"
ეს მითუმეტეს. .
დიდება მოთმინებასა ჩვენსა. .
4. მასე არაა, საკიდევკაიოდ არაა საქმე
დარწმუნებული იყავი რომ ბევრი კითხულობს რაკი არაფერს წერენ, ამაზე შენ უნდა დაფიქრდე, რატომ ხდება ასე :)
მართლა ასეა მეც ვკითხულობ ხოლმე ხანდახან. ეს არ წამიკითხავს
მასე არაა, საკიდევკაიოდ არაა საქმე
დარწმუნებული იყავი რომ ბევრი კითხულობს რაკი არაფერს წერენ, ამაზე შენ უნდა დაფიქრდე, რატომ ხდება ასე :)
მართლა ასეა მეც ვკითხულობ ხოლმე ხანდახან. ეს არ წამიკითხავს
3. მე ჩუმად ვკითხულობ :)
მე ჩუმად ვკითხულობ :)
2. :D გმადლობ ჭა <3 რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს, საამწუხაროდ თუ სასიხარულოდ კიდევ კარგი თქვენ მაინც კითხულობთ :D გმადლობ ჭა <3 რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს, საამწუხაროდ თუ სასიხარულოდ კიდევ კარგი თქვენ მაინც კითხულობთ
1. ღმერთივით გველაპარაკები ბატონო ენმესაგშარ...:) :-* აქ ყოველთვის საინტერესოა ღმერთივით გველაპარაკები ბატონო ენმესაგშარ...:) :-* აქ ყოველთვის საინტერესოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|