უფრო ძნელია უშენობა ვიდრე მეგონა, სავსე გულიდან წვიმასავით მცვივა წვეთები, რა უნდა უყო მეტი ტანჯვა შენივ მეგობარს- ოკეანეში უწყლობისთვის გაგემეტები
ვიცი დიდია ჩემი ბრალი, ღირსი ვარ ამის უფრო მეტისაც, მაგრამ რა ვქნა მტკივა და ვტირი პირი გავტეხე უნამუსოდ-ვიმტვრიე ცხვირი, და ეს ტკივილი ცოცხლადვე მხრავს დღე არის სამი,
ღმერთმა ეშმაკსაც კი მისცა ნება მონანიების, რომ მის შავ ტყავზე იყვავილონ ლურჯმა იებმა, მტკივა უშენოდ, სულს მიბერავს თავად იობი და მოკვდავთაგან არვის ძალუძს გამოძიება,
ღამეა სამი, მესიზმრება, მე, თაფლის ჭები და ტირის ყველა, როცა ვიწყებ ამაზე ბჭობას, მთვარეს ქარვისფერს ეხვევიან, მე კიდევ ვჭკნები რადგან აქვეა თაფლის ტბა და არ ძალმიძს ტკბობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს უფრო მონანიებაა ვიდრე მონატრება, მონანიება მომეწონა. ეს უფრო მონანიებაა ვიდრე მონატრება, მონანიება მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|