 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 27 ოქტომბერი, 2015 |
ალბათ ვბერდები,მოწევასაც მინდა შევეშვა, პირში-სიკვდილის გემოს ვგრძნობ და ღამე მაშინებს, ვითვალისწინებ,უნებლიედ ყველა შენიშვნას და გული მწყდება,რომ აქამდე ვერ ავაშენე, სახლი, რომელზეც ბავშვობაში მიოცნებია, ოთახი სადაც ზღვისფერ ცაზე ლექსებს დავწერდი, მე,სველ მინდვრებში გვირილები არ მიკრეფია, უცნაურია-წარსულზე რომ გული არ მწყდება, და ახლა, როცა სეზონური შიზოფრენია, თვალებს მკორტნის და დაობებულ ფილტვებს მატკიებს,, ვხვდები,ლექსები,ერთადერთი გადარჩენაა, და მიხარია რომ ჩარჩოში ვერ ჩამატიეს, ხო და მეც ასე,უსაზღვრობით აფრებაშლილი, ქარს მინდობილი,მომავლისკენ-მივცურავ ნელა, და მჯერა,მთებში დაკარგული ჩემი აჩრდილი, ქორფა გვირილებს,სველ მინდორზე ზვავივით თელავს. ალბათ ვბერდები,მოწევასაც მინდა შევეშვა, პირში-სიკვდილის გემოს ვგრძნობ და ღამე მაშინებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ლექსი განა ანამნეზია დიაგნოზის გასამყარებლად? :)
სუსტი რითმა, ძველი მუსიკა,_ეჰ!
დაე ვიყო სუბიექტური! +5 ლექსი განა ანამნეზია დიაგნოზის გასამყარებლად? :)
სუსტი რითმა, ძველი მუსიკა,_ეჰ!
დაე ვიყო სუბიექტური! +5
6. შიზოფრენია, როგორც ასეთი, პარანოიის კონტრასტულად თავისში აგროვებს და ინახავს ყველაფერს, ამოუფრქვევლად, ამით მძიმდება! დაბარჩენი თავად განსაზღვრეთ შიზოფრენია, როგორც ასეთი, პარანოიის კონტრასტულად თავისში აგროვებს და ინახავს ყველაფერს, ამოუფრქვევლად, ამით მძიმდება! დაბარჩენი თავად განსაზღვრეთ
5. შიზოფრენიას აქვს სიმპტომი და სეზონურობაც ახასიათებს, ასევე სეზონურია ფილტვების დაავადებაც, გაზაფხულზე და შემოდგომაზე აქტიურდებიან, შემოტევას იწყებენ. ვფიქრობ ავტორი დაავადების სიმპტომებს კარგად ცნობს. რადგან შიზოფრენია აღიარებულია სულის დაავადებად, ხოლო ფილტვის სხეულის , ამ ფრაზით ავტორმა გადმოგვცა სულისა და ხორცის ერთიანი ტკივილის ინტროვერსიული განცდა, ესაა ჩემი სუბიექტური კომენტარი!
შიზოფრენიას აქვს სიმპტომი და სეზონურობაც ახასიათებს, ასევე სეზონურია ფილტვების დაავადებაც, გაზაფხულზე და შემოდგომაზე აქტიურდებიან, შემოტევას იწყებენ. ვფიქრობ ავტორი დაავადების სიმპტომებს კარგად ცნობს. რადგან შიზოფრენია აღიარებულია სულის დაავადებად, ხოლო ფილტვის სხეულის , ამ ფრაზით ავტორმა გადმოგვცა სულისა და ხორცის ერთიანი ტკივილის ინტროვერსიული განცდა, ესაა ჩემი სუბიექტური კომენტარი!
4. დასაწყისს, ალბათ ვბერდები_ს, საერთოდ არ შეესაბამება პირველი სტროფის დანარჩენი სიტყვები, სამწუხაროდ შიზოფრენიის მნიშვნელობაც არასწორად იცის ავტორმა, პლიუს ამას, სუსტი რითმა და ძველი მუსიკა! სამწუხაროა! წარმატებები მომავალში დასაწყისს, ალბათ ვბერდები_ს, საერთოდ არ შეესაბამება პირველი სტროფის დანარჩენი სიტყვები, სამწუხაროდ შიზოფრენიის მნიშვნელობაც არასწორად იცის ავტორმა, პლიუს ამას, სუსტი რითმა და ძველი მუსიკა! სამწუხაროა! წარმატებები მომავალში
3. დამასევდიანა! დამასევდიანა!
2. მეც მომეწონა მეც მომეწონა
1. მე მომეწონა +2 მე მომეწონა +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|