ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ჭიტაძე
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2015


(ჩემს უიმედოდ შეყვარებულ ძმას, მოსეს)



მახსოვს ერთმანეთს ვათბობდით
ზეცას ნაქარგი სიტყვებით,
ახლა ჩვენს ბილიკს დათოვლილს,
სულ სხვასთან ერთად მიჰყვები.

მახსოვს სულ სხვა გვიტაცებდა,
ღამეს ვმადლობდით მთვარიანს,
არასდროს მოგიტაცებ და
რავქნა დაგარქმევ ქმარიანს.

ერთად ვერასროს ვიქნებით,
ვეღარ გიგულებ საგულეს,
თუმცა კვლავ ისე გიყურებ
როგორც მონტეგი კაპულეტს.

მალე თეთრ კაბას ჩაიცვამ,
ქმარს გაუსწორებ საყელოს,
მე უშენობა ვეცდები
სასმელმა ამომახველოს.

ლევან ჭიტაძე
18.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები