ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 ოქტომბერი, 2015


შორია ევროპამდე!

აკროპოლის აღმართზე ტურისტების სიმრავლე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ განსაკუთრებით ოთხშაბათობით უჩვეულო სიმრავლეა, რადგან მუზეუმებში შესვლა უფასოა. მეც ხშირად ვცდილობდი ჩემი სტუმრისთვის ამ დღისთვის დამემთხვია აკროპოლის დათვალიერება და დამეზოგა 12 ევრო.
    ჩემი მორიგი სტუმარი ამ დღით დავიბარე აკროპოლის დასათვალიერებლად. ნახევარი აღმართი რომ გავიარეთ ჩამოვჯექით, გვერდით ორი ოთხმოცს გადაცილებული ცოლ-ქმარი ჩამოჯდნენ და რაღაც მკითხეს. კაცი შორტებსი და ბოტასებში იყო, ქალიც სპორტულად იყო გამოწყობილი. თანსაცმელს და ფეხსაცმელს ფერზე ეტყობოდათ რომ (მოდაზეც) ორ ათეულ წელს ითვლიდნენ ალბათ. უცებ წარმოვიდგინე ქართველი ტურისტი, რომელიც ორ ჩემოდანს ძლივს მოაგორებს და დარწმუნებული ვარ შიგ ყველაფერი ჩაუცმელი უწყვია.(გეგონებათ მოდის ჩვენებაზე მიდიოდეს, გამონაკლისი ჩემი სტუმარიც არ იყო, ახალმა ბოტასებმა ისე მოუჭირა სულ კოჭლობით მომყვებოდა).
  ცოლ-ქმარი ინგლისელები აღმოჩნდნენ. ბოდიშის მოხდით ვკითხე, პენსიამდე რა სამოშაოს ასრულებდნენ. ქალი სუპერმარკეტის დამლაგებელი აღმოჩნდა, კაცი კი ყოფილი მეხანძრე. უცებ წარმოვიდგინე ამ ასაკის ჩემი თანამემამულე ცოლ-ქმარი და რაც აღმომხდა ეს იყო-შორია ევროპამდე.!.
  ტურისტებს დავემშვიდობე, ბედნიერი დასვენება ვუსურვე, რომლებმაც ჩემი სამშობლო მხოლოდ სტალინით გაიხსენეს, მე კი ჩემი თავი შემეცოდა, სულ ტყუილად ჭამიკითხავს დევიდ კამერონის ბაბუის ბიოგრაფია.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები