ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2015


>•>•>•<•<•<

დღეს ნოემბრის ცა ტირილით გასკდა,
ქარი არჩევდა ფოთლებთან საქმეს.
სასაცილოა, რომ გინდა რაღაც
გულით და შენ "შეუძლებელს" არქმევ.

ზამთარიც მოვა, სად წავა აბა
და თავის სათქმელს ბოლომდე იტყვის,
ეცმევა თეთრი სიცივის კაბა
და შემოდგომას აჩუქებს სიკვდილს.

შენი ოცნება არ კვდება ამით,
ის ცოცხლობს თბილად შენივე გულში,
თუ დაფიქრდები, მიხვდები, წამით
აღარ ღირს დარდი მომხდარზე გუშინ.

იცხოვრე შენი სიმართლით, გზებით,
უნდა გაუძლო, თუმცა ძნელია,
გულით გინდოდეს რაღაცა შენ კი,
ვერ გააკეთო? - საკვირველია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს