ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2015


Artificial

ღამე.
„Artificial“.
გმოსავს მაკინტოში.
ისე სიცივეა, ლამის გაითოშო.
სიზმრად ბედუინი, ვინმე, კაიროში.
ჩუმი ნაბიჯები.
ოშო.
ალქიმია.
ტერფებს რა ძალა აქვთ, კვალი დამამჩნიონ.
მოდი! გაიარე ჩემზე ქარავანით.
მეტი არაფერი აღარ დამრჩენია -
შენი მოსვლები და ყოფნა წარმავალი.
ცხოვრობს გუბურაში
მთვარე - ამფიბია.
შენ მე უგულებელ-
მყოფ და გაიქცევი.
სიზმრად კაიროში.
ღამე.
„Artificial“.
ოშო.
ალქიმია.
გმოსავს მაკინტოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს