| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 26 ნოემბერი, 2015 |
დრო უქმად არ დაკარგა, ყოჩაღია ზღარბუნა, მიწისქვეშა სასახლე, მან მოაწყო ზღაპრულად. უკვე დგას და ღუღუნებს, დიდი შეშის ღუმელი, ახლა აღარ აშინებს, მას საავდრო ღრუბელი. უკვე მოიმარაგა, სარჩო–საბადებელი, რომ ზამთარში არ ჰქონდეს ჭამა სადარდებელი. შეიკედლა თხუნელა, ეცოდება რა უყოს, რაც კი რამე ებადა, სულ შუაზე გაუყო. უჭმელი და უსმელი, ახლა კუ ჰყავს სტუმარი, სიცივით გაყინულა, ვეღარ უთხრა უარი. გარეთ ყინავს და ბარდნის, აქ ღუღუნებს ღუმელი, ზღარბუნიამ სიზმარში, ნახა ტკბილი ქუმელი.
ქუმელი–კეთდება მოხალული ხორბალი, თაფლი და ერბოსგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა კაია კაროჩე აგი.პროსტა ნოემბრის და შარშანდელი რა პონტშია თავფურცელზე? 2+ მაგი არაა ავტორის ბრალი რა კაია კაროჩე აგი.პროსტა ნოემბრის და შარშანდელი რა პონტშია თავფურცელზე? 2+ მაგი არაა ავტორის ბრალი
6. ზღარბებზე ყველაფერი მომწონს, ეს მართლა საყვარელი ზღარბუნაა. აუხდეს რა სიზმარი?! ))) ზღარბებზე ყველაფერი მომწონს, ეს მართლა საყვარელი ზღარბუნაა. აუხდეს რა სიზმარი?! )))
5. კარგია. ქუმელტან როგორაა არ ვიცი . კარგია. ქუმელტან როგორაა არ ვიცი .
4. კეთილი ზღარბუნაო ეს რომ არ დაგეწერა ,ზღარბუნიას სიკეთეს ასეც მივხვდებოდი. მშვენიერია. კეთილი ზღარბუნაო ეს რომ არ დაგეწერა ,ზღარბუნიას სიკეთეს ასეც მივხვდებოდი. მშვენიერია.
3. არა მარტო კეთილი, ყოჩაღიც ყოფილა :)
ცოტა ფინალუზე გადასვლა მოხდა უცებ, მაგრამ მთლიანობაში მართლა საბავშვოდ კარგი იყო
5 ქულა არა მარტო კეთილი, ყოჩაღიც ყოფილა :)
ცოტა ფინალუზე გადასვლა მოხდა უცებ, მაგრამ მთლიანობაში მართლა საბავშვოდ კარგი იყო
5 ქულა
2. კი,ნამდვილად ბავშვური სახე და მიამიტობა აქვს... კარგია. კი,ნამდვილად ბავშვური სახე და მიამიტობა აქვს... კარგია.
1. საყვარელი ზღარბუნია :) 5 საყვარელი ზღარბუნია :) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|