მამაო ჩემო, რომელი ხარ და რომელიც ხარ,
დავიღალე,
მიწიდან, მე, მიწამდე,
ტანსაცმელი რომელიც მაცვია - მაწუხებს;
ცხოვრება რომელიც ავიწყე - ბლეფია;
მეგობრები რომლებიც მიყვარდა - დავხოცე;
ცა, სადაც მიუწვდომლად გინახავდი - დავიპყარი,
და შევლახე.
შევიტანე ეჭვი,
შევიტანე მიწა,
ცაში
და ციდან
მამაო
დაგაბრუნე მიწაზე,
ჰოსპიტალებში და ლაბორატორიებში.
გამოგიყვანე ეკლესიებიდან
ეკლესიები ტურისტულ ცენტრებად ვაქციე
სიტყვები - ფუჭად,
ღამე - გავანათე,
განვკურნე ადამიანები
ჩემივე დაავადებულნი,
ჩემივე ადამიანები,
ჩემნაირი ადამიანები.
ცას შენს ნაცვლად თანამგზავრები გამოვაკარი
ჩემი თვალები კამერებია
მე იოანე ვარ მამაო
მე ვწმენდავ შენ სახეს, შენ სახედ შექმნილ არსებებს
ამყავს ახალ ოლიმპოებზე.
მამაო ჩემო, რომელი ხარ და რომელიც ხარ
ვიცი აღარ ხარ ცაში და არც ცაზე
მოვედინ სუფევა ჩემი, რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. იოჰააააააააააააააააააააააააააააააააააააააააან, აღფრთოვანებისგან ვკივიიიიიი. ძალიან მაგარია. იოჰააააააააააააააააააააააააააააააააააააააააან, აღფრთოვანებისგან ვკივიიიიიი. ძალიან მაგარია.
30. ეს ლექსი კარგიააა... 5 ეს ლექსი კარგიააა... 5
29. ორიგინალურია უდავოდ..... მომეწონა, იმიტომ, რომ ძალიან შენია და ცნობიერია. ორიგინალურია უდავოდ..... მომეწონა, იმიტომ, რომ ძალიან შენია და ცნობიერია.
28. 10.............................. 10..............................
25. ენა ჩამივარდა................................. ენა ჩამივარდა.................................
24. ზუსტად ისე დავინახე ეს ლექსი, როგორც საჭირო იყო :)
მაგარი ხარ მინდი, მართლა :) ზუსტად ისე დავინახე ეს ლექსი, როგორც საჭირო იყო :)
მაგარი ხარ მინდი, მართლა :)
22. იოჰან, ასე ძალიან შენი ლექსი არასდროს მომწნები მე მგონი. ყველას ანახებს თავის სახეს, და ტუ დანახვანე შენ შეიზლება თქვა რომ სიკეთე გაკეთე. ეს ისეთი გარდატეხის მომენტი გაქვს დაწერილი,რომ მას მერე ნამდვილი შობა უნდა დაწყებულიყო და დაიწყება ალბათ შენში.......... არასდროს არ მითქვია ვინმესთვის აი ეს ცოტა შეცვალეო , მაგრამ კიდე კარგად თუ დაწერდი ამ ლექს, ტოცა გადასვლები, მიმართვა ფაქიზი უნდა იყოს ან ძალიან მზაფრი მე ასე ვფიქრობ, "ვიცი აღარ ხარ ცაში და არც ცაზე " ეს სიტყვები მე ძალიან კარგად მესმის ,მაგრამ როცა თვალით შეხედავ ცოტა სხვანაირია და როცა ამ " რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი. " ამ სიტყვებს ამბობ ხვდები, რომ ძალიან დიდი ტვირთს იღებ, ასე რომ დიდი წარმატებები მინდა გისურვო..... ძალიან კარგი აღსარება დავინახე და მერე გაცოცხლება..... უფალი შეგეწიოს.... ბევრ რამეს გეტყოდი კიდე მაგრამ დუმილი ჯობია ისევ...... შობისტვის მომეზადე ნადვილი სინაულით არ არის გვიან.....თუ უკვე მზად ხარ მე მაპატიე, თუ რამე ცუდად ვთქვი სისც მაპატიე,მაგრამ დღეს სულ სხვანირი დაგინახე....... ან ჩემი თავის დავინახე და სულ სხვანაირ შობას ველოდები........ იოჰან, ასე ძალიან შენი ლექსი არასდროს მომწნები მე მგონი. ყველას ანახებს თავის სახეს, და ტუ დანახვანე შენ შეიზლება თქვა რომ სიკეთე გაკეთე. ეს ისეთი გარდატეხის მომენტი გაქვს დაწერილი,რომ მას მერე ნამდვილი შობა უნდა დაწყებულიყო და დაიწყება ალბათ შენში.......... არასდროს არ მითქვია ვინმესთვის აი ეს ცოტა შეცვალეო , მაგრამ კიდე კარგად თუ დაწერდი ამ ლექს, ტოცა გადასვლები, მიმართვა ფაქიზი უნდა იყოს ან ძალიან მზაფრი მე ასე ვფიქრობ, "ვიცი აღარ ხარ ცაში და არც ცაზე " ეს სიტყვები მე ძალიან კარგად მესმის ,მაგრამ როცა თვალით შეხედავ ცოტა სხვანაირია და როცა ამ " რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი. " ამ სიტყვებს ამბობ ხვდები, რომ ძალიან დიდი ტვირთს იღებ, ასე რომ დიდი წარმატებები მინდა გისურვო..... ძალიან კარგი აღსარება დავინახე და მერე გაცოცხლება..... უფალი შეგეწიოს.... ბევრ რამეს გეტყოდი კიდე მაგრამ დუმილი ჯობია ისევ...... შობისტვის მომეზადე ნადვილი სინაულით არ არის გვიან.....თუ უკვე მზად ხარ მე მაპატიე, თუ რამე ცუდად ვთქვი სისც მაპატიე,მაგრამ დღეს სულ სხვანირი დაგინახე....... ან ჩემი თავის დავინახე და სულ სხვანაირ შობას ველოდები........
21. ვაა განსხვავებული და საუცხოვო :)
ძალიან მომეწონააააააააააააა :) ვაა განსხვავებული და საუცხოვო :)
ძალიან მომეწონააააააააააააა :)
20. ჯიგარი ხარ იოჰანესს,მაგარია ძმა...
კიდევ გილოცავ...
ძმები ვართ ჩვენე... ჯიგარი ხარ იოჰანესს,მაგარია ძმა...
კიდევ გილოცავ...
ძმები ვართ ჩვენე...
19. უფალი მარად ყველგან არის... ეს ჩვენ , ცოდვილ კაცებს გვგონია, რომ ... და რაც გვგონია ხოლმე, მე მგონი ამაზეა ეს ლექსი, თუ სწორად გავუგე ავტორს... კარგია, როცა საფიქრალს გიტოვებს ლექსი... და ბიბლიურ მარიამს მოჰგავს, გახსოვთ, იხილა მასში ყველამ ის, რასაც თავად მხილველი დაეძებდა... გმადლობთ... :) უფალი მარად ყველგან არის... ეს ჩვენ , ცოდვილ კაცებს გვგონია, რომ ... და რაც გვგონია ხოლმე, მე მგონი ამაზეა ეს ლექსი, თუ სწორად გავუგე ავტორს... კარგია, როცა საფიქრალს გიტოვებს ლექსი... და ბიბლიურ მარიამს მოჰგავს, გახსოვთ, იხილა მასში ყველამ ის, რასაც თავად მხილველი დაეძებდა... გმადლობთ... :)
18. ძალიან ღრმა და, ვიტყოდი, ძალიანაც შენეული, ერთ-ერთი საუკეთესო შენებიდან... ძალიან ღრმა და, ვიტყოდი, ძალიანაც შენეული, ერთ-ერთი საუკეთესო შენებიდან...
17. მართლაც რა უცნაურია....
მეც გილოცავ, იოჰააააან, ბედნიერი იყავიი :) მართლაც რა უცნაურია....
მეც გილოცავ, იოჰააააან, ბედნიერი იყავიი :)
16. მოვედინ სუფევა ჩემი, რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
ღვთის სახე ერთადერთი ქრისტე არის და იმასაც არ უთქვამს სუფევა ჩემიო. მოვედინ სუფევა ჩემი, რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
ღვთის სახე ერთადერთი ქრისტე არის და იმასაც არ უთქვამს სუფევა ჩემიო.
15. ბრწყინვალეა! 2 ქულაზე მეტი არა მაქვს და მაინც:10! ბრწყინვალეა! 2 ქულაზე მეტი არა მაქვს და მაინც:10!
14. უცნაურობისათის! 5 უცნაურობისათის! 5
13. რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
არც ერთი ჩვენ არ ვართ მისი სახე. ვინც კი შეეხება გრძნობებს ღვთისას ფრთხილად უნდა იყოს, თუნდაც ფიქრებში საუბრისას. ცოტა გადატვირთულია და წააგავს თითქოს ახალი ლოცვის წერას ლამობდე. ეს კი ღვთის გმობას უფრო წააგავს ვიდრე მისი სახელის დიდებას! ფრთხილად იყავი მეგობარო!!! მოკლედ გამოვთქვი ჩემი შეხედულება. როგორც ლექსი და სტილისტიკა ნორმალურია... გილოცავ ახალ წელს და ბედობას!!! :) ;) რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
არც ერთი ჩვენ არ ვართ მისი სახე. ვინც კი შეეხება გრძნობებს ღვთისას ფრთხილად უნდა იყოს, თუნდაც ფიქრებში საუბრისას. ცოტა გადატვირთულია და წააგავს თითქოს ახალი ლოცვის წერას ლამობდე. ეს კი ღვთის გმობას უფრო წააგავს ვიდრე მისი სახელის დიდებას! ფრთხილად იყავი მეგობარო!!! მოკლედ გამოვთქვი ჩემი შეხედულება. როგორც ლექსი და სტილისტიკა ნორმალურია... გილოცავ ახალ წელს და ბედობას!!! :) ;)
12. ცა, სადაც მიუწვდომლად გინახავდი - დავიპყარი, რატომ ფიქრობ ასე... ვიცი გალაქტიკას გულისხმობ და ადმიანის მიღწებებს კოსმოსში, მაგრამ მე მაინც არ გეთანხმები..... ადამიანი მაინც ვერ შეძლებს ღმერთის დაპყრობას და მითუმეტეს მიწაზე დაბრუნებას, ნუთუ არ გიფიქრია, რომ ის ისედაც ჩვენთან არის და მას არ სჭირდება დაბრუნება... თუ არ გიფიქრია, ახლა დაფიქრდი :):) ლექსი მთლიანობაში კარგია.... ცა, სადაც მიუწვდომლად გინახავდი - დავიპყარი, რატომ ფიქრობ ასე... ვიცი გალაქტიკას გულისხმობ და ადმიანის მიღწებებს კოსმოსში, მაგრამ მე მაინც არ გეთანხმები..... ადამიანი მაინც ვერ შეძლებს ღმერთის დაპყრობას და მითუმეტეს მიწაზე დაბრუნებას, ნუთუ არ გიფიქრია, რომ ის ისედაც ჩვენთან არის და მას არ სჭირდება დაბრუნება... თუ არ გიფიქრია, ახლა დაფიქრდი :):) ლექსი მთლიანობაში კარგია....
11. შევიტანე მიწა,
ცაში . -იოჰან ძალიან მაგარი ლექსია...5555555555555555555 შევიტანე მიწა,
ცაში . -იოჰან ძალიან მაგარი ლექსია...5555555555555555555
10. გილოცავ :) მრავალს დაესწარი და ბედნიერებას გისურვებ :) ლექსი მართლა უცნაური და საინტერესო :) გილოცავ :) მრავალს დაესწარი და ბედნიერებას გისურვებ :) ლექსი მართლა უცნაური და საინტერესო :)
9. საშინლად არ მცალია. უბრალოდ შემოვიჭყიტე და...
ძალიან მაგარი ხარ მინდი!!!!!!!!!ძალიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!! .დიდ პოეტურ პოტენციალს ვხედავ შენში და ახალიაში... საშინლად არ მცალია. უბრალოდ შემოვიჭყიტე და...
ძალიან მაგარი ხარ მინდი!!!!!!!!!ძალიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!! .დიდ პოეტურ პოტენციალს ვხედავ შენში და ახალიაში...
8. იცი როგორ მომეწონაა
ქალბატონი თამარის კომენტარს ვეთანხმები კიდევ
ორჯერ წავიკითხე ზედიზედ,პირველად მეუცნაურა მეორედ დამაფიქრა
იცი როგორ მომეწონაა
ქალბატონი თამარის კომენტარს ვეთანხმები კიდევ
ორჯერ წავიკითხე ზედიზედ,პირველად მეუცნაურა მეორედ დამაფიქრა
7. უცნაური ლექსია, მინდი... ძალიან რომ დაგაფიქრებს და ცოტა რომ შეგაშინებს! უცნაური ლექსია, მინდი... ძალიან რომ დაგაფიქრებს და ცოტა რომ შეგაშინებს!
6. ტანსაცმელი რომელიც მაცვია - მაწუხებს;
ცხოვრება რომელიც ავიწყე - ბლეფია;
ჰო...
უცნაურო
ბედნიერი წელი დაგბედებოდეს!;;) ტანსაცმელი რომელიც მაცვია - მაწუხებს;
ცხოვრება რომელიც ავიწყე - ბლეფია;
ჰო...
უცნაურო
ბედნიერი წელი დაგბედებოდეს!;;)
4. იოჰან, გილოცავ ახალ წელს სიყვარულით და მაგარი სურვილებით :-*
ძალიან ჭკვიანო შენა-რა კარგად მომიტანე ადამიანის განღმრთობის თეორია ლექსათა ;;) იოჰან, გილოცავ ახალ წელს სიყვარულით და მაგარი სურვილებით :-*
ძალიან ჭკვიანო შენა-რა კარგად მომიტანე ადამიანის განღმრთობის თეორია ლექსათა ;;)
3. 10 ბედობას გილოცავ ხევსურო! 10 ბედობას გილოცავ ხევსურო!
2. ღმერთობა გინდა? :D ღმერთობა გინდა? :D
1. ვწმენდავ არა, ვწმენდ ;)
მოვედინ სუფევა ჩემი, რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
ჰო, ასეა, გაღმერთება გვინდა კი არა, თვითგაღმერთების პროცესში ვართ და იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე :) ჭკვიანი, ნიჭიერი და იოჰანი ხარ! ვწმენდავ არა, ვწმენდ ;)
მოვედინ სუფევა ჩემი, რამეთუ მე ვარ სახე შენი და სახედ შენი.
ჰო, ასეა, გაღმერთება გვინდა კი არა, თვითგაღმერთების პროცესში ვართ და იმიტომაა კარგად ჩვენი საქმე :) ჭკვიანი, ნიჭიერი და იოჰანი ხარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|