ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2015


***(მე გწერ...)

მე გწერ,
ზამთარშიც მწვანედ დგანან ოლეანდრები
და რა მოგწერო უფრო მეტი, უფრო მკაფიო.
გწერ, რომ ჯობია არაფერი არ მაპატიო,
თორემ უსაზღვროდ, უსაშველოდ მოგენატრები.
მე გწერ,
ტოლია სულ არ ყოფნა, შენთან არ ყოფნის.
ჩვენი ცხოვრება ერთმანეთის ომონიმია.
ჩვენთან ხალხია, არასოდეს არ ყვარებიათ.
სიყვარულს ხორცის ნაგლეჯივით, რომ დაიყოფენ.
მე გწერ,
არ მჯერა ბედისწერის, ინტუიციის.
რა საჭიროა დუმილი და მელანქოლია,
როცა არასდროს სიმარტივე ჩვენ არ გვქონია
და არც შორს ყოფნით დავიწყების იმუნიტეტი.
....................................
არ გწერ
არაფერს, ყველაფერზე, რაც წინაშეა
ჩვენს და ათენებს ღამეებს და დღეებს აღამებს,
რადგან,
რამეთუ,
ვინაიდან,
მაშასადამე.
ჩვენი გზა ერთად არც მიწაზე, არც მიწაშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს