| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2015 |
„შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი“. გალა
„არც დრო, არც სივრცე, არც ასაკი შენ არ გეხება“. ირაკლი აბაშიძე ციკლიდან „ოცი ლექსი გალაკტიონს“.
„თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი“. მურმან ლებანიძე
არის სტრიქონთა აფერადება, დაუოკები სულში ქარია, სიტყვა ელვარი გულს არ ასცდება, მარადისობის ბინადარია. სიმაღლე სულის, გონების სიღრმე თვალთგან იღვრება, საოცარია, ულამაზესი ავდრები იგრძენ, მარადისობის ბინადარია. აბა, შეეხე ფიქრს, გრძნობას ალურს, ნაზ ლოგოსებით იგი მთვრალია, ქრონი ვერ წაშლის განცდებს გრიგალურს, მარადისობის ბინადარია. არის სტრიქონთა აფერადება, დაუოკები სულში ქარია, სიტყვა ელვარი გულს არ ასცდება, მარადისობის ბინადარია.
27.11.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გალაკტიონზე იმდენი კარგი ლექსია უკვე შექმნილი(( გასაგებია რომ გიყვართ, ლექსიც სამოყვარულო უფროა წარმატებები მეგობარო გალაკტიონზე იმდენი კარგი ლექსია უკვე შექმნილი(( გასაგებია რომ გიყვართ, ლექსიც სამოყვარულო უფროა წარმატებები მეგობარო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|