 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2015 |
შენზე რომ ვფიქრობ და არა ხარ, შენ რომ მინდიხარ და არაფრით, შენ რომ მიყვარხარ და არ გეტრფი, შენ რომ გიმღერი და არ მოდის, შენ რომ გეძახი და არ ისმის, შენ რომ გნატრულობ და არ სჩანხარ, შენ რომ ავად ხარ და მე კარგად, შენ რომ მიდიხარ და მე არა, შენ რომ თბილად ხარ და.. ხელები, შენ რომ არა სვამ და... ხომ მიცნობ, შენ რომ არ ეწევი... თუმცა კი, შენ რომ არ მკითხულობ, არ ვიცი,
ეს უკვე ნიშნავს ერთი ნახევრის დასასრულს!
შენ რომ იფიქრე და უმიზნოდ, შენ რომ ინატრე და არ არის, შენ რომ გინდოდა და გადაცდა, შენ რომ დაწერე და სულ არა, შენ რომ გარბოდი და გაგიშვი, შენ რომ მოიხედე, მე აღარ, შენ რომ მოელოდი, წავიდა, შენ თუ სულისმიერ, მე - ხორცის, შენ თუ ჩაიარე, მე რა ვქნა, შენ თუ ჩაინაცრე, მე ვღვივი, შენ თუ ჩუმადა ხარ, მე ვყვირი, შენ თუ ძლიერი ხარ, მეც ასე,
ეს კი უთუოდ მეორე ნახევრის ბოლოა!
მე გავიმარჯვე, გამოგტაცე ბოლო გრძნობები, შენ გაიმარჯვე, რაც წაიღე, არ დაბრუნდება, ჩვენ კი ძვირფასო, ორივენი, მწარედ დავმარცხდით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ერთ საჯარო მადლობას კიდევ გიხდით, ასე დაუზარლად რომ კითხულობთ და არ იშურებთ შეფასებებს. ერთ საჯარო მადლობას კიდევ გიხდით, ასე დაუზარლად რომ კითხულობთ და არ იშურებთ შეფასებებს.
4. აი რა კარგად ჩანს კაცის ხასიათი რა... ასეთ ლექსს ქალი ვერ დაწერს. ეს მხოლოდ მამაკაცს შეუძლია. კაცური ლექსია.
მე გავიმარჯვე, გამოგტაცე ბოლო გრძნობები, შენ გაიმარჯვე, რაც წაიღე, არ დაბრუნდება!!!
რაფინირებული, ასე ჰქვია ამას. 5.
აი რა კარგად ჩანს კაცის ხასიათი რა... ასეთ ლექსს ქალი ვერ დაწერს. ეს მხოლოდ მამაკაცს შეუძლია. კაცური ლექსია.
მე გავიმარჯვე, გამოგტაცე ბოლო გრძნობები, შენ გაიმარჯვე, რაც წაიღე, არ დაბრუნდება!!!
რაფინირებული, ასე ჰქვია ამას. 5.
3. მშვენიერ! დასასრული ძალიანაც მაგარია და ეფექტური. ;) მშვენიერ! დასასრული ძალიანაც მაგარია და ეფექტური. ;)
2. ხომ არაფრით ჰგავს და მაინც სულ "მნე ნრავიტსია შტო ვი.."-ს მელოდია ჩამესმოდა.
"შენ თუ ჩაიარე, მე რა ვქნა, შენ თუ ჩაინაცრე, მე ვღვივი, შენ თუ ჩუმადა ხარ, მე ვყვირი, შენ თუ ძლიერი ხარ, მეც ასე, "
მე მომწონს :)
ხომ არაფრით ჰგავს და მაინც სულ "მნე ნრავიტსია შტო ვი.."-ს მელოდია ჩამესმოდა.
"შენ თუ ჩაიარე, მე რა ვქნა, შენ თუ ჩაინაცრე, მე ვღვივი, შენ თუ ჩუმადა ხარ, მე ვყვირი, შენ თუ ძლიერი ხარ, მეც ასე, "
მე მომწონს :)
1. კარგი მომენტებია, რამდენიმე განსაკუთრებით, მაგრამ დასასრული ძალიან მაგარი უნდოდა. ეფექტური.
"შენ რომებს" ცოტა კომპაქტურად ჩავასახლებდი ნაწერში. კარგი მომენტებია, რამდენიმე განსაკუთრებით, მაგრამ დასასრული ძალიან მაგარი უნდოდა. ეფექტური.
"შენ რომებს" ცოტა კომპაქტურად ჩავასახლებდი ნაწერში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|