ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2015


ოთხი კედლის

სახურავიდან დაბლა ვეშვები...

გუშინ ჩვენს კორპუსს გადასცდა ლიფტი,
პატარა კარამელის გოგოთი.
კიბეებზე კი ამოჭმული ბეტონი,
ჰგავს სამათხოვროდ გაწვდილ კაცის პეშვს.

ღია კარიდან გამოდის სუნი ევკალიპტის...

თეთრ სადარბაზოს გასასვლელში,
აქა - იქ აგურები ყრია,
რძიან შოკოლადის ფილებივით.

ამ ე.წ. ამხანაგობის თავმჯდომარეს,
ზამთარ - ზაფხულ რომ ახურავს კეპი,
მუყაოდან მიირთმევს ცხელ ყავას,
შიგადაშიგ სულს ფრთხილად უბერავს,
ზურგით კი ეყრდნობა კებს.

ხმაურზე მეზობელიც გამოსულა,
ხალათით, როგორც დიდ ქალაქში სჩვევიათ,
მზე ანათებს და იყურება ძლივს ცალი თვალით,
სახელი უცებ მოიხვეჭა უბანში, რადგან
საკუთარ სხეულს იყენებს როგორც საერთო ტუალეტს.

ყოველდღე ასეთ სურათს, მგონია
სულიდან თითქოს ვუხდი ქირას,
თანაც დილიდან ნაბახუსევსს
გუშინ რომ არაყი ვსვი ჩილი,
ხასიათით ცოტა არ იყოს და გატეხილს,
მიწევს და ამ ქუჩას ვჭრი.

ვიღებ ჯიბიდან ტყავის საფულეს,
საჩქაროდ ვაჩერებ ტაქსს,
ხელით ვანიშნებ რომ პირდაპირ,
თან გულში ვიმეორებ უმწეოდ,
რომ ღმერთო უკან, ნურასოდეს,
ნურასოდეს,
ნუ დამაბრუნებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები