- თბილისში მივდივარ, დინა - მანქანიდან გადმოყო თავი. - უჰ, აგაშენა ღმერთმა, ისე მეჩქარება და უკვე მანქანაში ვზივარ. დედა მირეკავს. მოკლე საუბარი გვაქვს. - დედას უნდა შევხვდე დიდუბეში - არ უკითხავს, მაგრამ მაინც ვთქვი. - ჰო, რა კარგია დედა. რვა თვეა არ მინახავს. დამირეკა მეც და მისაყვედურა, სანამ ჩამოთოვს, ჩამომაკითხეო. წამოსვლა გადაწყვიტა, სიკვდილამდე უნდა გიყუროთო. დაცარიელდა ჩვენი სოფელი, დინა... დავპირდი, ახალ წლამდე ჩამოვალ და წამოგიყვან მეთქი. ოთხმოცის გახდება ორ იანვარს, უნდა გადავუხადო, შენც მოდი, გაგაცნობ - და ბევრს ლაპარაკობს დედაზე, ისე თბილად და ალერსიანად. ცოტა მიკვირს ამხელა კაცისაგან ეს ბავშვური ტიტინი. ახლაც არ ვიცი, რატომ და რამ მათქმევინა, როგორ მივეცი თავს უფლება, დამერიგებინა : - ხვალვე წადი დედასთან, არ გადადო, როგორ გელოდება, წარმომიდგენია ! - ვეუბნები და დიდუბეში ჩამოვდივარ. მე გავიცანი დედამისი. ჩამოვიდა თავად და დასტიროდა შვილის ცხედარს : როგორი მოუყირჭებელი მიდიხარო, აგრემც დაგიმიწდესო დედა, არ გყვარებივარო, არა ! რად მპირდებოდიო ჩამოსვლას, შვილო, ასე რად მოატყუეო, დედა ?! ................. ოდესმე შევძლებ ალბათ, ჩვენი დიალოგი უცვლელად მოვუყვე დედას !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დედის დატირება კოწია გამსახურდიას ენის წაბაძვითაა დაწერილი. ასეთი რამ მიზანშეუწონელია. :) თუ ამ ნაწილს შეცვლით, თავის სათქმელი ნათქვამი ექნება ამ პატარა მოთხრობას. დედის დატირება კოწია გამსახურდიას ენის წაბაძვითაა დაწერილი. ასეთი რამ მიზანშეუწონელია. :) თუ ამ ნაწილს შეცვლით, თავის სათქმელი ნათქვამი ექნება ამ პატარა მოთხრობას.
2. მადლობა, მუხა, სწორი შენიშვნაა !
მადლობა, მუხა, სწორი შენიშვნაა !
1. ნაწარმოების მოცულობა გაზარდეთ, ნაწარმოების მოცულობა გაზარდეთ,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|