 | ავტორი: მამბერი ჟანრი: პოეზია 15 დეკემბერი, 2015 |
ერიდეთ თავს მგელისასა!გვაუწყებს ავთა. კითხულობს სპარსი,მოვაო იგი,მიდამო ჰირკანთა. ქრისტეს მხედარი სწორუპოვარი,მძლეველი ჟამთა ასე დიადი,განთიადი,ჯერ არ უნახავს თვალთა.
მეფეთა მეფე,მფარველი ვაზის,დარაჯი მთათა. ურჩი ვით გურჯი,ხურჯინი სავსე,მწიფე ბარაქა სამ მშობლის შვილი,მგელ-ლომი ჯინი,სული მამათა ივერთა გმირი,ხმა რკენა რკინის,მუსრი ვერანთა
ალგეთს ლეკვების,ცეკვა მხედრული,ეუწყა სხვათაც მთვარე მთავრული,მზერა ნუსხური,იარებს შთანთქავს. არ გირჩევთ არა!მათ ძვლებს,რადა ხრავთ? მოგწვდებათ ძაღლთა. აღსდგება კვლავაც,წესრიგი მართლად,დაჯდება ტახტად.
ერიდეთ თავს მგელისასა! მე მითქვამს,ამ წამს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. უძლიერესიაა ძალიან მომეწონა მადლობა ავტორს. უძლიერესიაა ძალიან მომეწონა მადლობა ავტორს.
4. ჰირკანა ძველ სპარსულით,მგლების მიდამოს ნიშნავს (სანსკრიტულ ენაზე...ზოგი ენათმეცნიერი ივერიას და ირკანას ერთმანეთს უკავშირებს,დამწერლობით წააგავს) ანუ ძველი გადმოცემით,სპარსეთის ჩრდილოეთით სავაჭრო გზები გადიოდა ჰირკანიის ტერიტორიაზე და ეშინოდათ მაგ მიწის...ვახტან გორგასალსაც იმადუწოდეს მგლისთავა,რომ წინასწარმეტყველებით,მგლისთავიანი მტერი ეყოლებათ,რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს მათ ჰირკანა ძველ სპარსულით,მგლების მიდამოს ნიშნავს (სანსკრიტულ ენაზე...ზოგი ენათმეცნიერი ივერიას და ირკანას ერთმანეთს უკავშირებს,დამწერლობით წააგავს) ანუ ძველი გადმოცემით,სპარსეთის ჩრდილოეთით სავაჭრო გზები გადიოდა ჰირკანიის ტერიტორიაზე და ეშინოდათ მაგ მიწის...ვახტან გორგასალსაც იმადუწოდეს მგლისთავა,რომ წინასწარმეტყველებით,მგლისთავიანი მტერი ეყოლებათ,რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს მათ
3. ჰირკანა რას ნიშნავს, ვინც იცით, დაწერეთ, ნუ დაიზარებთ
ჰირკანა რას ნიშნავს, ვინც იცით, დაწერეთ, ნუ დაიზარებთ
2. კარგია, წინა ლექს-პოემაზე ჩემი რჩევა რომ არ გაგითვალისწინებიათ :)
საინტერესოა, ისტორიულ ნაშრომს ჰგავს :)
კარგია, წინა ლექს-პოემაზე ჩემი რჩევა რომ არ გაგითვალისწინებიათ :)
საინტერესოა, ისტორიულ ნაშრომს ჰგავს :)
1. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|