ყოველ მამაკაცს ენატრება ქალი, რომელიც ცხოვრობს მის შიგნით, ყოველი ნადირობა ესაა ცდა, მოაშინაურო ან მოინადირო საკუთარი უცნობი მხარე, რადგან ნადირობისას ხდება, ის, რაც ხდება ყოველი შეხვედრისას საკუთარ თავთან, ნადირობა ესაა დევნა საკუთარი თავისა, საკუთარ თავს გარეთ, ყოველი სწრაფვა გულისხმობს შიგნითკენ სწრაფვას, მაგრამ, რადგან უმრავლესობა არ აკვირდება საკუთარ თავს დაკარგულია მისთვის დარბაზიცა და გასაღებიც, ყოველ ქალს ენატრება მამაკაცი, რომელიც არის მის შიგნით, ქალი ისწრაფვის იყოს ის, რომელიც ყველაზე ბუნებრივია მისთვის ის ისწრაფვის იყოს დედა, და ყოველი მამაკაცი იდეურად შვილია მისი, რადგან მამაკაცი მონადირეა, ხოლო ქალი უცნობი და აღმოუჩენელი ბუნება, ის უღრმესი ზღვაა, ის უცნობი პლანეტაა, ის თავადაა კოსმოსი, სადაც უამრავი გალაქტიკა უამრავ საკვერცხესავითაა გაბნეული, ქალი ყველგანაა და ყველაფერში, ის თავადაა გამოცანა, ის ქმნის დროსა და სივრცეს, ქმნის გამოცანებსა და პასუხებს მათზე, ქმნის ხაფანგებს და მათაგან თავის დაღწევაში თავადვე ეხმარება მამაკაცს, რადგან მისი ძალაუფლება უსაზღვროა, რადგან თავადაა მთელი სამყარო
P.S: (არ ვსვამ წერტილებს, ისინი არ არსებობს)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. არ ვიცი, ნააზრევია თუ ლექსია?...ის ვიცი, რომ ყველა ფრაზაში ვეთანხმები ავტორს...:-* ფინალშიც...- სამყაროსავით უსაზღვროა ქალის განსაზღვრება, ამიტომაც ვერ დასვავ წერტილს, ანუ ვერასდროს დაამთავრებ მის დახასიათებას... არ ვიცი, ნააზრევია თუ ლექსია?...ის ვიცი, რომ ყველა ფრაზაში ვეთანხმები ავტორს...:-* ფინალშიც...- სამყაროსავით უსაზღვროა ქალის განსაზღვრება, ამიტომაც ვერ დასვავ წერტილს, ანუ ვერასდროს დაამთავრებ მის დახასიათებას...
4. მადლობა ყველას ^_^ მადლობა ყველას ^_^
3. ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
15 დეკემბერი, 2015 იყოს ნააზრრევი
კარგია რაცააა ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
15 დეკემბერი, 2015 იყოს ნააზრრევი
კარგია რაცააა
2. ერთმა პოეტმა, რედაქციაში გააგზავნა ლექსები და თან პატარა წერილიც მიაყოლა, იქ ეწერა: შეგნებულად არ ვსვამ სასვენ ნიშნებს, ისინი თქვენ დასვით. რედაქტორმა ლექსებს გადახედა და პოეტს პასუხი მისწერა: შემდეგისათვის, სასვენი ნიშნები გამოგვიგზავნეთ, ხოლო სიტყვებს თვითონ შევარჩევთ.
რაც შეეხება ნაწარმოებს, მე აქ ვერ ვხედავ პოეზიას, ნააზრევია მხოლოდ.
წერტილი. ერთმა პოეტმა, რედაქციაში გააგზავნა ლექსები და თან პატარა წერილიც მიაყოლა, იქ ეწერა: შეგნებულად არ ვსვამ სასვენ ნიშნებს, ისინი თქვენ დასვით. რედაქტორმა ლექსებს გადახედა და პოეტს პასუხი მისწერა: შემდეგისათვის, სასვენი ნიშნები გამოგვიგზავნეთ, ხოლო სიტყვებს თვითონ შევარჩევთ.
რაც შეეხება ნაწარმოებს, მე აქ ვერ ვხედავ პოეზიას, ნააზრევია მხოლოდ.
წერტილი.
1. ქალი ყველგანაა და ყველაფერში, ის თავადაა გამოცანა, ის ქმნის დროსა და სივრცეს, ქმნის გამოცანებსა და პასუხებს მათზე, ქმნის ხაფანგებს და მათაგან თავის დაღწევაში თავადვე ეხმარება მამაკაცს, რადგან მისი ძალაუფლება უსაზღვროა, რადგან თავადაა მთელი სამყარო მომეწონა! ქალი ყველგანაა და ყველაფერში, ის თავადაა გამოცანა, ის ქმნის დროსა და სივრცეს, ქმნის გამოცანებსა და პასუხებს მათზე, ქმნის ხაფანგებს და მათაგან თავის დაღწევაში თავადვე ეხმარება მამაკაცს, რადგან მისი ძალაუფლება უსაზღვროა, რადგან თავადაა მთელი სამყარო მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|