ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2015


ნავსაყუდელი

უწყინარი სიმკაცრით შემოსილა ტაძარი,
კანდელებში უწყვეტი ლიტურგია კიაფობს.
ცოდვის ღუზით დაბმული გული ცრემლით დავძარი
და შევყურებ ვნების ზღვის ტალღებს როგორ მიაპობს.
თვალუწვდენელ ჰორიზონტს საოცარი ხიბლი აქვს,
ჩემი გემიც, მის ფონზე, ბრწყინვალებას იმოსავს.
ცივი ბორეასივით ზურგს უგრილებს ბიბლია
და მშვიდობით ეყრება, აღთქმულ სანაპიროსთან,
სადაც სამყოფელია ცეცხლოვანი ენების,
ირგვლივ ყველაფერი რომ გაუჟღინთავთ ნუგეშით.
სადაც ნაოსნობისგან გადაღლილი გემები
საყვირებით შედიან მუდმივ ნავსაყუდელში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები