ქარები ყინვის შოლტებს აკრავენ გარეთ და გააქვს ცახცახი ტაძარს, მე ვუცქერ ჩემს სულს, ბნელს და ამღვრეულს, გადაბერწებულს, ღჯუსა და საპყარს. ჩამოწდეს უნდა ყველა ცოდვები, არაცნობიერ ბიჯით დასჯილებს, თეთრ ქერუბიმთა ყრუ რეკვიემი საფლავის დახშულ კართან გვაცილებს. დედა, ავიდგი ფეხი მირაჟში, ვდევდი ბელზებელს მორჩილად კვალში, ტაძარში ლოცვა აღარ ისმოდა, ტოროლებს უღვთოდ ჩეხავდნენ ცაში. ცა ცაა მხოლოდ, მიწა მიწაა, ცის იქით კიდევ ცა არის დიდი, სულში სატანა ხარბად მკოცნიდა, როცა დავითის დიდ დროშას ვყიდდი. ცახცახებს ქარი და ტაძრის გუმბათს ახლის საფეთქელს, ხდება უგონოდ, რუხი ფოთლები_თეთრი პეპლები მიწის ცივ გულზე ცვივა უღონოდ. ქარები ყინვის შოლტებს აკრავენ გარეთ და გააქვს ცახცახი ტაძარს, და ვხედავ, როგორ ედება ბნელი ეშმას ფერებით გასისხლულ ცარგვალს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მოგიკითხეთ... მოგიკითხეთ...
13. ჩემგან მაქსიმუმი ბატონო დავით! ჩემგან მაქსიმუმი ბატონო დავით!
12. აზრიანი ლექსია. მომეწონა. აზრიანი ლექსია. მომეწონა.
11. ძალიან ძლიერი ემოცია მოაქვს. ძალიან ძლიერი ემოცია მოაქვს.
8. კარგია,როგორც ყოველთვის! კარგია,როგორც ყოველთვის!
7. რა კაარგიაააააააააააა:)
ძალიან:) რა კაარგიაააააააააააა:)
ძალიან:)
6. 10 შენთან ვარ 10 შენთან ვარ
4. მომეწონა:)
პოეტური ლამაზი ფრაზებით და ძლიერი სქესის ხელწერითაცაა დამუხტული
მომეწონა:)
პოეტური ლამაზი ფრაზებით და ძლიერი სქესის ხელწერითაცაა დამუხტული
3. ძალიან ემოციური და პოეტური ლექსია! 5 ძალიან ემოციური და პოეტური ლექსია! 5
2. დავითის დიდი დროშის დარი სტრიქონები! დავითის დიდი დროშის დარი სტრიქონები!
1. სამწუხაროდ, 2 ქულის მეტი არ მაქვს, ბატონო დავით :) თუმცა ლექსი ძალიან, ძალიან მომეწონა :) სამწუხაროდ, 2 ქულის მეტი არ მაქვს, ბატონო დავით :) თუმცა ლექსი ძალიან, ძალიან მომეწონა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|