 | ავტორი: ბაპტიზმი ჟანრი: პოეზია 19 დეკემბერი, 2015 |
შენი მოყვანილი პეპლები, აწი,უკვე ყვავიან,მკვდრები მიწაზედ რომ ჩამჩურჩულე,შენი ფიქრები და გამაქანე უსაშველო, უკიდეგანო გზაზედ
შენი მოყვანილი პეპლები, აწი,უკვე ყვავიან მკვდრები მიწაზედ მარად.....
სიცოცხლის ხაზი,როგორც ნამგალი, გამიმრუდდა და წელში მომეხარა წაიღე,ჩვენ რომ გვენთო იმ დიდი კოცონის ალი, დრომ ჩემი სხეული ამ საზიზღარ საათებში ერთხელაც კი არ გაახარა
შენი მოყვანილი პეპლები, აწი, უკვე ყვავიან მკვდრები მიწაზედ მარად.....
სამგზის გიწამე და სამგზის გადაგიყვარე, ყველგან დაგეძებდი მიუტევებელს, სხვას, იმდღეს ვწყევლიდი,შენ ყავისფერ თვალებში რომ ჩავვარდი, ალბათ ასეთი ბედის ანგელოზი მყავს,
შენი მოყვანილი პეპლები, აწი, უკვე ყვავიან მკვდრები მიწაზედ მარად.....
მინდა გიხილო,უკანასკნელ წამს რომ დაითვლის ჩემი სიცოცხლე, თმა ყურსუკან გადაგიწიო და ვიფიქრო რომ ტყუილად არ ვიცოცხლე
შენი მოყვანილი პეპლები, აწი,უკვე ყვავიან მკვდრები მიწაზედ მარად..... წითელი,ყვითელიც,შავიც და თეთრიც ხანდახან,აზელილი, ერთმანეთში, ჭრელიც რომ დაერთვის
ვხედავ ჩემს ბოლოს და ხმა აღარ ისმის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიმართლე გითხრათ ნეფერტარ არმახსოვს თუ რატომ როგორ და რისთვის შემოვედი აქ. ნასვამი ვიყავი და ალბათ მაინტერესებდა. სახელიც კი არ მახსოვს რატომ მაგრამ ახლა მომწონს. სულ ახლახან დავიწყე ლექსების წერა ჯერ ვიწაფები. მადლობა კრიტიკისთვის ვეცდები გამოვასწორო გაიხარეთ. სიმართლე გითხრათ ნეფერტარ არმახსოვს თუ რატომ როგორ და რისთვის შემოვედი აქ. ნასვამი ვიყავი და ალბათ მაინტერესებდა. სახელიც კი არ მახსოვს რატომ მაგრამ ახლა მომწონს. სულ ახლახან დავიწყე ლექსების წერა ჯერ ვიწაფები. მადლობა კრიტიკისთვის ვეცდები გამოვასწორო გაიხარეთ.
1. ავტორო, ეს "მარად" რაღაც ცუდად ჟღერს, იქნებ შეელიოთ? მარადიული არაფერია სამყაროც კი. ასევე ყური მომჭრა "მიწაზედ" -ში "დონმა" "მიწაზე" რომ დატოვოთ?
მოკლედ ლექსს არაუშავს, მაგრამ ნიკ-ნეიმი არ მომეწონა. რა მნიშვნელობა აქვს რელიგიურ მომენტებს, როცა აქ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ვიხილავთ. რისი ხაზგასმა გინდათ მაგ ნიკით ამიხსენით აბა? მგონია რომ ეგ ნიკი ცუდ სამსახურს გაგიწევთ. ჯობია შეცვალოთ (IMHO).
ავტორო, ეს "მარად" რაღაც ცუდად ჟღერს, იქნებ შეელიოთ? მარადიული არაფერია სამყაროც კი. ასევე ყური მომჭრა "მიწაზედ" -ში "დონმა" "მიწაზე" რომ დატოვოთ?
მოკლედ ლექსს არაუშავს, მაგრამ ნიკ-ნეიმი არ მომეწონა. რა მნიშვნელობა აქვს რელიგიურ მომენტებს, როცა აქ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ვიხილავთ. რისი ხაზგასმა გინდათ მაგ ნიკით ამიხსენით აბა? მგონია რომ ეგ ნიკი ცუდ სამსახურს გაგიწევთ. ჯობია შეცვალოთ (IMHO).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|