ასეთ საბავშვო რაღაცეებს ვუგონებდი ხოლმე ექსპრომტად მამიდას სიცოცხლეს - ნია/ნინო დარბაისელს, როცა პატარა იყო. ახლა უკვე იმხელაა, ვეხვეწები, ფეხსაცმელები რომ დაგიპატარავდება, მე შემინახე-მეთქი. :) რამ გამახსენა?! ნაძვისხე დაუდგამს უკვე. სურათი დადო ,,ფეისბუქზე". რატომღაც სულ თეთრი სათამაშოები უკიდია. ეს რა, რამე ახალი ფასონია თბილისში?
საშობაო სამზადისი - - - - - - - - - - - - მხიარული ხმები ისმის საშობაო სამზადისის. ინაყება დასანაყი. უკვე მზად გვაქვს გოზინაყი.
და გოზინაყს ნიამ ჩუმად მოაციცქნა ერთი გვერდი, თან თავის თავს უჩურჩულა: - ასე ტკბილად დამიბერდი!