ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭანტურია ედისონი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2015


დეკემბერია


მე მინდა ცაში ვეძებო სითბო,
ზეცაში ტკბილად როცა მღერიან
და როცა სული ესწრაფის ზეცას,
როცა მიწაზე დეკემბერია.


დეკემბერია და ცივა გარეთ,
მე ჩაით ვთბები,გულში სუსხია.
ვუყურებ გარეთ,ვწუხვარ,
ნატვრის ხეს ნაყოფის მოსხმა ვერ მოუსწრია.
დეკემბერია ისევ სუსხია.


და ქვაფენილზე დამდნარ თოვლის ფიფქს,
გზაში ოცნებაც ვერ მოუსწრია,
თან უშნოდ ელავს კუშტი ნაძვის ხე,
დეკემბერია გარეთ სუსხია.


და მე ვოცნებობ ცაში ახედვას,
ზეცაში სადაც ალბათ მელიან,
ისევ ვწუხვარ რომ არ ესმით ჩემი,
რადგან მიწაზე დეკემბერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები