ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუჩი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2015


ჰეკატომბა

ნიმფამ შემოჰკრა
კვერთხი ზარბაზანს
და
სისხლმდინარდა
ქუჩის ფარნები,
წამოიგრაგნენ ლამპიონები
და
ალაგალაგ
წყლის იონები...

...ხიდთან
ვიღაცამ ორმო გათხარა
დიდი
და
ამ ორმოში დაღვარა
სისხლი.
ყელგამოჭრილ ხართა და ცხვართა
მსხვერპლი შესწირა ათენა პალას.

ვარდისფერთითა დილა
ცას მოწყდა
ატყდა ბორეა...
და
ზევსმა შემოკრა ელექტრონები,
ჩაწყდნენ პიონები
და
ჩამობნელდა ლამპიონები

იქვე შუკებში
გახლართულ სადენთა
ლოცვას ამბობენ
და
კავშირ გაწყვეტილ,
სისხლად დაღვრილ
ელექტრონს ხლეჩენ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები