 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 24 დეკემბერი, 2015 |
გუშინ უცხოპლანეტელი მესიზმრა ცალ ხელში კოკა-კოლა ეკავა და მეორეში არაბული შაურმა....რომ შესანსლა, დააბოყინა, ბოროტად დამაშტერდა და კაზინოში წავიდა...არ გამკვირვებია ალაჰს გეფიცებით .
ტივზე გამეღვიძა, მივცურავდი, ....ვფიქრობდი დიდხანს, ნეტავ როდის აქეთ დავიწყე მეთქი ასეთი ქეიფი, არღანი, მწვადი, ყანწები , ქსოვრელები და "გამთენიისას თეთრ დუქანთან გამრიყავს ტივი..." თუმცა კი ტივი რატომღაც ცარიელი იყო და ქეიფის კვალი არ ჩანდა...ამან დამამწუხარა და და მერე ზომიერად შემაშინა. შევეცადე რაღაც მაინც გამეხსნებინა.....დიახ, გამახსენდა, მაგრამ ამას ტივთან კავშირი არ ქონდა...აი მაშინ, გაჩერებაზე რომ ვიდექი და ერთ ქალს ვუყურებდი, ძალიან მომეწონა, ძალიან, წავედი ოცნებებში და უცებ აღმოვაჩინე რომ ვფიქრობ თევზის კონსერვზე, მაცივარში რომ მაქვს ...აი როგორ ანადგურებს შიმშილი ყველა გრძნობას.... .....ასეთ მწარე და ტუტუცურ ფიქრებში გართულს სულ გადამავიწყდა სად ვიყავი და რა მელოდა, უპირველესად კარგად მიმოვიხედე, ქალაქი , რაც ჩანდა აქედან, უცნაური იყო, თან თბილისს მაგონებდა, შეიძლება არც იყო თბილისი , მაგრამ აი ტივი! ტივი არაპირდაპირად მიმანიშნებდა რომ "აქ" ვიყავი. ნეტავ რომელი საათია? გავიფიქრე და ამ დროს ნაპირზე ქალი დავინახე ----ეი! ქალბატონო, ღვთის გულისათვის, დროს ხომ ვერ მეტყვით?---- გავძახე. ქალი დამაშტერდა და მგონი ვერ გაიგო, თვალები მოწკურა. ---დრო!!! დრო!... სააათი! -----დავიღრიალე მთელი ძალით და მარცხენა ხელზე, სადაც საათი უნდა მკეთებოდა,მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი დავიდე . ქალი მიხვდა, გაიბადრა, მერე ხელები ტუჩებთან მიიტანა და დაიწივლა: ---აააასიიიი!!!!!! ასი! ---რაოოო?---- შევძრწუნდი, ისე რომ ლამის გადავვარდი ტივიდან, ნეტავ რომელ საუკუნეში აღმოვჩნდი, ნუთუ ისე შეიცვალა დროის დინება, ორიენტირები, ათვლის სისტემა რომ ახლა 100 საათია???? ღმერთო ჩემო! აბა საღამოსკენ 200 საათი იქნება? ან 300???? რა საშინელებაა და რატომ? რატომ? ნეტავ რა არ მოეწონა ამ მომავლის ადამიანს , რატომ შეცვალა ათვლა? განა რა არ მოეწონა 24 საათიან ციკლში....? დაიცა და იქნებ დედამიწამ ბრუნვას უმატა? ან პირიქით.....ესე იგი...ესე იგი ახლა ან სწრაფად დავბერდები, ან ნელა.... ---რამდენი წლისა ხარ!---- გავძახე , როცა უკვე საკმაოდ მივუახლოვდი ---25.....---- მითხრა ქალმა, უკვე პირისპირ ვიყავით, ტივი ნელა მიმაქანებდა, სანამ დავშორდები ისევ , იქნებ გამოვკითხო მეთქი რამე... ---რა მოხდა დედამიწაზე? ქალი გაკვირვებული დამაშტერდა --რაო? რა უნდა მომხდარიყო? არაფერი....სულელო.... --როგორ მოხვედით აქამდე? ---რაო?-- ისევ ვერ გაიგო ქალმა, მერე უცებ გაბრაზდა --თუ ფასი არ მოგწონს ,შეგიძლია დაახვიო! 100 ან წადი! არ დამიწყო ახლა ამან მორალის კითხვააა!!!....შენ როგორ მიხვედი აქამდე? ლოთო! --ისედაც მივდივარ..მივცურავ...--ვუთხარი და ზურგი ვაქციე..მდინარე სასტიკად ყარდა, ახლაღა ვიგრძენი.....
................................................................................................................................................................................................
ცოტა გვერდზე რომ გავწეულიყავი ეს არ მოხდებოდა...ამას ვფიქრობდი და სიბნელეს ჩავშტერებოდი ნუთუ? რატომ...რატომ.....ცოტა გვერდზე გავიწეოდი და ეს ოხერი დანა არ მომხვდებოდა , ახლა კი... სიბნელე მეხვია გარშემო, სიბნელეც არ ერქვა ამას, სულ სხვა რამ იყო. მარჯვნივ, თითქოს ფანჯარა გამოაღესო, შუქი დავინახე და იქით გავსრიალდი....სინათლე ახლოვდებოდა, ახლა დერეფანში მივქროდი, სინათლე თვალდათვალ მატულობდა...ძლიერდებოდა, მანამ, სანამ თვალი არ მომჭრა საბოლოოდ და არ დავბრმავდი..... ---აქეთ მოიყვანეთ!... ---გავიგონე ხმა, ხმა ძალიან, ძალიან კეთილ ადამიანს ეკუთვნოდა, თუ ხმის ტემბრით ვიმსჯელებთ....მერე კონტრასტმა იკლო, მაგიდა დავინახე, თეთრი კედელები...ნუთუ გადავრჩი ? საავადმყოფოში ვარ? ნეტავ ასე იყოს და არასდროს, არასდროს დავლევ, არასდროს ვიქნები შარზე, არ ვიჩხუბებ, ყველას ვაპატიებ ყველაფერს და დავტკბები ცხოვრებით, ოღონდ ასე იყოს...ღმერთოოოოოო.... --ვერ მოგართვით, -გაისმა ლოგიკური პასუხი ნორმალური განათება აღდგა , ახლა გარკვევით ვხედავდი როგორც უკვე გითხარით , კედლებს, მაგიდას და კიდევ სამ ადამიანს, სამივეს თეთრი ეცვა და ინტერესით მაკვირდებოდნენ. --ეგრეა, აი , ნახეთ!---- თქვა ერთმა , მეგონა მე მომმართავდა, თურმე კი იმ ორს უხსნიდა,--ბატონო პრაქტიკანტებო, ადამიანი, რომელიც მოკლეს, მოკვდა, ანუ გარდაიცვალა, მხოლოდ მაშინ მოდის აზრზე თუ როგორ უნდა ეცხოვრა.... --რაო? --ძლივს გავბედე და ვიკითხე ---აი, ახლა ის აცნობიერებს მგონი რომ მოკვდა...--ისევ იმ ორს მიმართა კმაყოფილებით მესამემ. მათ თეთრი ხალათები ააშრიალეს და უხერხულად დამაშტერდნენ. --რა ხდება ვერ მეტყვით?--გავბედე ისევ და ამოვიკნავლე, თუმცა კი აღარ მჯეროდა რომ პასუხს მივიღებდი.. ---გაგიგონია იმ ქვეყნის შესახებ რამე?---კითხვითვე მიპასუხა მესამემ --არააა...ა, კი, როგორ არა...ესე იგი მე მოვკვდი და იმ ქვეყნად ვარ, ანუ აქ ვარ???.....ანუ...--დავიბენი... ---საოცარია....--ირონიულად მითხრა მან ----ალბათ დიდი მოაზროვნე და ბრძენი ხართ? --არააა..მე უბრალოდ ადამიანი ვარ....სად ვარ? რატომ ვარ აქ? რა მოხდა? ერთხანს სამივე მაშტერდებოდა, მერე ერთმანეთს შეხედეს, თავები დაუქნიეს , ხელები გაშალეს, გაიღიმეს, მერე კი მკვახედ მომახალეს !!!!! --აღარ ხარ შენ ადამიანი!... შენ ხარ სული! აჩრდილი, ანარეკლი, უნივერსუმში, ანუ სამყაროში წარმოებულ პროცესებში კიდევ ერთი დონე გაირე...შენზე აღარ მოქმედებს ოთხი სტიქია, აი ახლა იმყოფები ზუსტად რეალობაში, რამეთუ რეალობა ისაა, რაც უკვე მოხდა და მას ვეღარ შეცვლი, ანარეკლო...... ---დიახაც,--განაგრძო შეუბრალებლად მეორემ ----შენ ახლა გადახვედი სხვა განზომილებაში და ესაა ზუსტად კატასტროფა არსობისა....ან არარსებობისა..... --ის კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა...მე ვუსმენდი, აზრი კი ვერ გამომქონდა, მხოლოდ მივშტერებოდი, მერე ერთმა ხელი ჩაიქნია, ხალათი გაიხადა და გავიდა. --ნუ გეშინია--განაგრძო ისევ მესამემ ---ყოფიერება განისაზღვრება მხოლოდ არაყოფირებისაგან განსხვავებულობით..ესაა რაც გაშინებს....არა და.... ---დამაბრუნეთ უკან...--მივხვდი უკვე და ავტირდი , --მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, კიდევ მინდა სიცოცხლე...... --პროტესტი უარყოფილია! --ცოტა ხნით მაინც...იცით რა.... --პროცესი შეუქცევადია!... ---მაშინ.....აქ ცივა..მცივა.. ---აი , ეს კი შესაძლებელია---- თქვა მან და ისე ხმამაღლა დაიყვირა, სკამზე შევხტი----ედიკ! ედიკ! სად ხარ! ჩართე ეს დედააფეთქებული გათბობა!!! ოთახში შავფორმიანი ადამიანი შემოვიდა --აბა? --კითხა მან --სადაა ჩვენი ედიკა? --შვებულებაშია უფალო, ორი კვირით , თან აღარ მოისვენა....ამდენი ხანი აქ ვარო და ტექნიკა სწრაფად იცვლებაო......ტრენინგზე უნდა წავიდეო....გამათბობლებისო...დედამიწაზეა, სამ დღეში დაბრუნდება --ძალიან ცუდი! გააკონტროლეთ! სერთიფიკატს აიღებს თუ არა ეგრევე აქეთ გამოაქცუნეთ! არ დაიწყოს ახლა იქ ლოთობა და სისულელეები...თორემ მეორე დისკვალიფიკაციას მიიღებს! --გასაგებია უფალო.... --დაურეკეთ და კიდევ გააფრთხილეთ.. ---დიახ უფალო.. და ის გავიდა..... მე რას მიპირებთ? --ვკითხე უფალს მოწიწებით --- სასტუმროში მოგათავსებთ ჯერ, მერე გაგანაწილებთ.. --სად? სადაც საჭიროა.....
ს.ნ. 2015.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ხალხო, ნახეთ ეს ავატარი, ჩვენი ურაკპარაკელი ისეთ ადგილზეა, სადაც არცერთი არ ვყოფილვართ.
სატალევიზიო ანძის შუაწელზე... =))
ხალხო, ნახეთ ეს ავატარი, ჩვენი ურაკპარაკელი ისეთ ადგილზეა, სადაც არცერთი არ ვყოფილვართ.
სატალევიზიო ანძის შუაწელზე... =))
5. რომელი შენობის სახურავზე ხარ ავატარზე? :))
მოგიკითხე, მოსალოცი გაქვს.
რომელი შენობის სახურავზე ხარ ავატარზე? :))
მოგიკითხე, მოსალოცი გაქვს.
4. გილოცავ ახალ წელს , კარგი განწყობას გისურვებ და მეტ იუმორს. გილოცავ ახალ წელს , კარგი განწყობას გისურვებ და მეტ იუმორს.
3. როგორ იტყუებიან ღმერთებიც შეუძლებელია იქ დაბრუნებაო თურმე ყოფილა შესაძლებელი
იუმორი სუსტი პროზა მითუმეტეს
1 ქულა როგორ იტყუებიან ღმერთებიც შეუძლებელია იქ დაბრუნებაო თურმე ყოფილა შესაძლებელი
იუმორი სუსტი პროზა მითუმეტეს
1 ქულა
1. გამათბობლების ოსტატი ვარო უნდა გეთქვა... ედიკას შემცვლელად აგიყვანდა უფალი და ხანდახან გაგიშვებდნენ ტრეინინგზე დედამიწაზე. :) 5.
გამათბობლების ოსტატი ვარო უნდა გეთქვა... ედიკას შემცვლელად აგიყვანდა უფალი და ხანდახან გაგიშვებდნენ ტრეინინგზე დედამიწაზე. :) 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|