ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭანტურია ედისონი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2016


ზამთრის დღიურიდან

ფრთები მინდა მქონდეს,ანგელოზობას არ ვესწრაფი,ჩვენს მიწაზე იმდენი სისხლია დაღვრილი რომ ფეხის დადგმის ღირსი არ ვარ მასზე......

ჩვენ კი უთვისტომო ქართველები,
უკვე რომ ვაგინეთ ჩვენს სამშობლოს,
ფეხზე დავიკიდეთ ნაკერები,
ღიად გადახსნილი ჭრილობების.

ისე გადავჯგვარდით ამ ქვეყვნისთვის,რომ აქ ცხოვრებაც კი გვიანია,
ყველა ვინც მრუშობს და  ვინც გარყვნილია,
უკვე გვგგონია რომ  ჭკვიანია.

ასე "ევროპულად" გავიზარდეთ,
რა დროს ცოლ-შვილი და ოჯახია.
ჩვენის აზროვნებით ეს სიწმინდე ერთი გადამწვარი ოთხია.

ჩვენ გვაქს გამართული მარათონი,აქ გალანტური ღალატია.
ცოტას გაიგონებ მამის მოღალატეს დედის მოღალატემ თუ კი აპატია.

რა ვთქვა აღარ ვიცი მოღალატემ,ვშიშობ ისევ ყველამ მაპატია,
აქ ხომ მოდაშია გარყვნილება,
აქ ხომ გალანტური ღალატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები