ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: საბავშვო
8 იანვარი, 2016


ბოტასი და ტასო

დედი,  ნახე რა კარგია!
ხომ მიყიდი იმ დიდ ბანტსო?
მაღაზიის ერთ ბოტასზე
მიუთითებს დედას ტასო.

ეზოში სურს მისი ჩაცმა,
შეუქებენ ანა, ავთო,
გაჯიუტდა, რომ გაიგო
შენი ზომა არა აქვთო.

უყიდეს და წაიყვანეს
გაბანტული გრძელი თასმით,
დაიღალა, უკვე ქანცი
გასწყდა კიბეებზე ასვლით.

თამაშის დროს თასმებს ფეხი
დააბიჯა, აებლანდა,
ვერ ამოხსნა თავსატეხი
თასმა როგორ გაებანტა.

სანამ სახლში ავიდოდა
კიდევ ბევრჯერ გაიშხლართა.
აბა ამას როგორ ეტყვის
დედას, მამას, ბებო მართას?!

სლუკუნებს და აკრიჭინებს
გრძელ მაკრატელს ციცქნა ტასო,
რა მოხდება, ეს თასმები
სულ მოვაჭრა ჩემს ბოტასსო?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები