 | ავტორი: ნუნუ ნონა ჟანრი: საბავშვო 9 იანვარი, 2016 |
რითი ფასდება მანქანა?
უცბად მახარემ ერთი პატარა, მაგრამ ძალიან კოხტა მანქანა შენიშნა, იქვე ტროტუართან იდგა. მძღოლიც იქვე იყო, მანქანის კარებს მიეყრდნობოდა. საქარე მინაზე აბრა იყო დამაგრებული. მახარე ფრთხილა მიუახლოვდა. აბრა შემდეგი შინაარსის აღმოჩნდა: `იყიდება მანქანა სიჩქარე 50 კმ/სთ.~ ქვემოთ კი უფრო მომცრო ასოებით ეწერა: `სამაგიეროდ შეუძლია დროში მოგზაურობა~. მახარემ მანქანა ყურადღებით დაათვალიერა, ცოტა არ იყოს, მოძველებული მოდელის აღმოჩნდა, მაგრამ მახარე ახლა ამას არ დაგიდევდათ, სიარულისგან ფეხები ერთიანად სტკიოდა. _ სიამოვნებით ვიყიდდი ამ მანქანას... _ წამოიწყო მახარემ... ძლივს მიასწრო ამ სიტყვების თქმა, რომ მანქანის პატრონი ელვის სისწრაფით მოტრიალდა მისენ, თვალები სე ანთებოდა, შუქფარები გეგონებოდათ, ხელი რკინის მარწუხივით ჩაავლო: _ იყიდე, მშვენიერი მანქანაა, საიმედოა, არ გიმტყუნებს, _ თქვა ლითონისებური მჟღერი ხმით. მახარეს სიმწრით სახე მოეღრიცა მისი რკინისებური მარწუხებისგან, მაგრამ მაინც თავისებურად ტკბილად დაასრულა სათქმელი... _ ...ფული რომ მქონოდა. მძღოლმა ამის გაგონებაზე შეუშვა მარწუხისებური ხელი, თვალებშიც სანათლე მოაკლდა, ისინი ახლა ორ პატარა ნათურას დაემსგავსნენ. _ თუ ფული არ გაქვს, რაღას ყიდულობ. _ შეუღრინა უკმაყოფილოდ. _ მე როდი ვყიდულობ. _ თავმდაბლად შენიშნა მახარემ. _ მე მხოლოდ ის ვთქვი, ვიყიდდი-მეთქი. ამ წუთში მე ძალიან მჭირდება მანქანა. მძღოლი მას ყურს არ უგდებდა. იგი ძველ პოზაში მიეყრდნო მანქანის კარებს და ჩივილს მოჰყვა: _ ეს რა უბედურებაა, რამდენი ხანია ამ მანქანის გაყიდვა მინდა, ვერა და ვერ მოვახერხე. როგორც კი გაიგებენ მყიდველები, რომ 50 კმ-ზე მეტი სიჩქარე არა აქვს საათში, ამშინვე უკანმოუხედავად გარბიან. არავის არ უნდა ასეთი დაბალი სიჩქარის მანქანა, მე კი ძალიან მინდა მისი გაყიდვა. ფული მჭირდება, რათა ახალი მოდელის მანქანა ავაწყო, ბგერის სიჩქარეზე ნაკლები სიჩქარე რომ არ ექნება... ერთადერთი მყიდველი ვნახე, რომელმაც ჩემი მანქანა არ დაიწუნა და ისიც უფულოა. მახარე თვალს არ აშორებდა მანქანის კარებზე მიყრდნობილ მძღოლს, მის უჩვეულოდ ლაპლაპა გარეგნობას უკვირდებოდა, ჩივილსაც გულდასმით უგდებდა ყურს. მას არ გამოპარვია ლითონისებური ბგერები, რაც ამ ჩივილში ისმოდა. ისიც თვალში ეცა, რომ მძღოლს თავი ჭადრაკის დაფასავით ჰქონდა აჭრელებული სხვადასხვა ფერის უჯრედებით. _ შენ რობიკო გქვია, არა? _ ჰკითხა მახარემ. _ საიდან მიცნობ? _ კიტხვა დაუბრუნა მძღოლმა. _ დათუნას წყალობით. _ დათუნა ვინღაა... _ დათუნა არის მთელ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი და კარგი ბიჭი _ აღფრთოვანებით წამოიწყო მახარემ _ მთელ დედამიწის ზურგზე თავში არავის არ მოუვა ისეთი აზრები, როგორიც დათუნას მოსდის ხოლმე. მე სწორედ მისგან გავიგე, რომ არსებობენ რკინის დიდი ადამიანები, ისინი რობოტები არიან. და კიდევ რკინის პატარა ადამიანიც არის სადღაც, მას რობიკო ჰქვია სახელად, თავი ჭადრაკის დაფას უგავსო. ეს სწორედ შენ ხარ. რობიკოს თვალები მრავალფერადად აუციმციმდნენ, აშკარად ესიამოვნა ამის მოსმენა. _ ჭკვიანი ბიჭი ყოფილა, თუ ამდენი რამ იცის ჩემს შესახებ, _ თქვა აჟღერებული ხმით, _ კიდევ რა იცის? _ იცის, რომ ხუთი წლისაა... _ დიდი ამბავი _ რკინის მარწუხი აგდებით ჩაიქნია რობიკომ, _ ხუთამდე თვლა ბევრს არაფერს ნიშნავს. _ ...და კიდევ ფერებს არჩევს რაღაც არაჩვეულებრივად. თუ კრემის ვარდები ალისფერი არ იქნება, ტორტს პირსაც არ დააკარებს, _ სასწრაფოდ დაუმატა მახარემ. კრემის ვარდების ხსენებისას რობიკოს თვალები ჩაუქრა. _ კრემის ვარდების მე არაფერი გამეგება, ყოველთვის ძალიან მიკვირდა იმათი, ვისაც შეუძლია კრემის ვარდები ერთმანეთისგან რამეთი გაარჩიონ. ეს ჩემთვის უცხო სამყაროა... _ აბა რა გეგონა, _ სიამაყით თქვა მახარემ, _ დათუნას არაფერი შეეშლება, როდესაც საქმეკრემის ვარდებს ეხება, რაღაც იშვიათი ალღო აქვს ამ მხრივ. რობიკოს თვალები ისევ აენთო, თუმცა აღარ ციმციმებდნენ. ახლაც ალისფერი საღებავის საძებნელად მივდივარ, დღეს დათუნას დაბადების დღეა და ტორტი უნდა გამოუცხონ. შენი მანქანა სწორედ ამისთვის მჭირდება... იქნებ ერთად წავსულიყავით, _ მოხერხებულად ჩააკერა ლაპარაკში მახარემ. რობიკოს თვალები კვლავ დაე,სგავსნენ ორ პატარა ნათურას, წამით დაფიქრდა და ასეთი რამ თქვა: _ ჯერ მანქანა უნდა გავყიდო, ყველა პრობლემა მიმდევრობით უნდა გადაწყდეს. განა შეიძლება მეორე კითხვაზე გადახვიდე ამოცანის ამოხსნის დროს, როდესაც ჯერ პირველი არ გადაგიწყვეტია?
უცნობი ნაცნობები
უცბად შორიდა ყვირილი მოისმა. რობიკომ და მახარემ მიიხედ-მოიხედეს და ქოლგიანი კაცნა დაინახეს, ბამბასავით თეთრი წვერულვაშით შემკული. _ ჰეი, დამიცადეთ! _ ყვიროდა იგი და თავქუდმოგლეჯილი მორბოდა, _ ნიავმა ამბავი მომიტანა, რობიკო და მახარე ალისფერი ყვავილის საძებრად მიდიანო. მეც თქვენთან ერთად უნდა წამოვიდე, ჩემზე კარგად არავინ იცის, სად შეიძლება მისი პოვნა. ამ სიტყვებით ქოლგიანი კაცუნა სასწრაფოდ შეძვრა მანქანაში, სავარძელზე მოიკალათა და ქოლგა მუხლებზე დაიდო. _ წავედით, რაღას ვუცდით? _ თქვა გაკვირვებულმა და კითხვის თვალით შეხედა დარჭობილივით მდგარ რობიკოს. _ ეს უცნაური არსება საიდან გამოგვეცხადა... _ როგორც იქნა, გონს მოეგო რობიკო. _ განა არ იცნობ, რობიკო? _ გაიბადრა მახარე _ ეს ხომ ქოლგოსანია, ჩვენი საყვარელი ქოლგიანი კაცუნა. ერთი ჰკითხე მწვანე ტყის ბინადრებს, რა საოცარ ამბებს მოგიყვებიან მაგის შესახებ. ყველასა შინაურია მთელ მწვანე ტყეში, ყველაფრის ენა ესმის... ვინ მოსთვლის, რამდენი ბიჭისთვის ამოუღია თითიდან ეკლები, ანდა რამდენი ბარტყისთვის უსწავლებია ფრენა, როცა ისინი ჯიუტობდნენ და დედა-ჩიტებს არ უჯერებდნენ. ქოლგოსანი ამ დროს ტოტიდან ტოტზე დახტის თავისი ქოლგით და ბარტყებს ასე ეძახის: მოდი აქ, პატარა ჩიტუნიავ, ნახე, რა მსუქანი ჭია ვიპოვე... _ შენ თვითონ ვინ გაგაცნო ქოლგოსანი? _ იკითხა რობიკომ, თან ეჭვით უთვალთვალებდა თოვლივით თეთრ წვეროსან კაცუნას. ჩანდა, მისი ვერაფერი გაეგო. _ როგორ თუ ვინ, დათუნამ _ საყვედურნარევი ხმით უთხრა მახარემ, _ დათუნა ჩვენ ყველას შესანიშნავად გვიცნობს, ჩვენ კი, როგორც ჩანს, ერთმანეთს არ ვიცნობთ. აბა, ეს როგორ შეიძლება. _ მაგაში მართალი ხარ, ეს ყველაფერი როგორღაც უცნაურად გამოიყურება, _ თქვა რობიკომ და ქოლგოსანს რკინის მარწუხი გაუწოდა. ქოლგოსანმა ხელი შეაგება მაშინვე, _ ოღონდ უნდა ღვნიშნო, რომ ნიავს ამბავი მთლად სწორად ვერ მოუტანია შენთვის. ამოცანა მიმდევრობით უნდა გადაწყდეს, ჯერ მანქანა უნდა გავყიდო... _ ყური კარგად დამიგდე, რობიკო _ წამოიწყო ქოლგოსანმა და ხელი წვერ-ულვაშზე ჩამოისვა დარბაისლურად, _ შენს მანქანას სულერთია, ვერ გაყიდი. დღეს არავის არ უნდა ისეთი მანქანა, რომელიც ასეთი დაბალი სიჩქარით დადის. ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვა ჩემი სათქმელი, იმ საშუალებით ვერ გაყიდი, რასაც დღEმდე მიმართავდი. რაღაც ახალი საშუალებაა საჭირო, ახალი იდეა. _ მერედა, როგორია ეს ახალი იდეა? _ იკითხა რობიკომ. _ ჯერჯერობით არ ვიცი, _ თქვა ქოლგოსანმა _ იქნებ მერე მოვიფიქრო, დრო მჭEირდება. მე ხომ მწვანე ტყეში დავიბადე და გავიზარდე, შენსავით სწრაფად ვერ ვაზროვნებ. სანამ ალისფერ ყვავილს ვიპოვიდეთ, ამ ხნის განმავლობაში უეჭველად მოვიფიქრებ. _ ყველაზე ძვირად იდეა ფასობს, _ წამიძახა გახარებულმა მახარემ. რობიკოს ეს ფრაზა ძალიან მოეწონა. _ დათუნამაც თუ იცის, რომ ყველაზე ძვირად იდეა ფასობს? _ ჰკითხა მახარეს. _ იცის რომელია, _ უპასუხა მახარემ _ სწორედ მისგან გავიგონე... რობიკო საჭეს მიუჯდა. _ როგორც ეტყობა, მართლა ჭკვიანი ბიჭი ყოფილა დათუნა. _ ტქვა მან მეტისმეტად დინჯი ხმით, _ მე დაგეხმარებით ალისფერი ყვავილის მოძებნაში, რათა დათუნას ალისფერივარდებიანი ტორტი გამოუცხონ. თქვენ კი თქვენი ახალი იდეით დამეხმარეთ მანქანის გაყიდვაში. _ რა კარგია! _ ტაში შემოჰკრა მახარემ და ისიც მანქანაში შეძვრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არა, კარგი გოგო კი არა, ძალიან კარგი გოგო ხარ! 5.
არა, კარგი გოგო კი არა, ძალიან კარგი გოგო ხარ! 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|