ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალომე05
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2016


* * *

დგახარ თითქმის გალუმპული ტალახიან წუმპეში,
მაინც გიყვარს, გიხარია ცხოვრება თუ რაცაა,
ნამსხვრევებად დაგეცემა მოლოდინი, ნუგეში
ვარსკვლავებს თუ მოაშორებ ისე აბა რა ცაა.
ასეთია გაელვება დღეს ქუხილის მაგვარი
ასეთია მეგობრობის, სიყვარულის სამეფო,
ასეთია, ამინდია, სიცივეა რაგვარი
როგორ გინდა წვიმის ტრფობა შენში არ გაამეფო.
მონუსხული მზერებიდან შიში მაინც მოჩანს და
გაელვების სიახლოვე შენთან ისე იგრძნობა,
მეხის ქვემოთ ჩამოგდებით ზეცის საქმე მოგვარდა
გულებში კი უგრძნობლობის ქარიშხალი იწრთობა.
ისე გავხარ ღამენათევს და მთვარეზე გამამშრალს
შენი მზერა არის ალბათ ამ ცის ალეგორია,
კაბის ბოლო ცივ წუმპეზე აპირებდა გადაშლას
სიცივეს და ტკივილს ებრძვი ამ გზით ასე მგონია.
დგახარ ასე, ჩამოგავხარ თითქმის ღამე გათეულს
მონუსხული იყურები შენს ზევით რომ ცხრა ცაა,
შეეგებე შენთან მოსულ ბრწყინავ ვარსკვლავთ-ათეულს
შენ ხომ გიყვარს, გიხარია ცხოვრება თუ რაცაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს