ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2016


ექსპრომტად

ვიცი, რომ ოდესმე მართლაც ვიფრენთ ერთად...
ლამაზად გავშლით ფრთებს და გადავუფრენთ მთელ სამყაროს
მე  უკვე მზად ვარ ამისთვის,თუნდაც ეს ფრენა ფრთების დალეწვით დამთავრდეს:



მე არ ვმეორდები არასდროს
არ მიყვარს უგულო ვნება
და თუ ერთად ფრენას გადავწყვეტთ
მიყვარდე-მომეცი ნება !
გინდ დამწვას მზის ცხელმა ალმურმა
ან შენმა ცეცხლივით თვალებმა
ვიქნები თანახმა მაინც,
ვიფრინოთ სურვილის წრეზე.
გაჩუქებ ჩემს გულს და თავნება
ვიქნები, არ დაგთმობ , მენდე.
გულს გულზე მოგადებ, იგრძენი,
მკლავებიც მომხვიე წელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები