 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 13 იანვარი, 2016 |
ეზო -ყურე და ყურეს ბოლოს, -დიდი კაკალი, მის ჩრდილში მშვიდად შეწყობილი: (ცხენის ტაჭკა)- თოხი და ბარი. იქვე , მსხვილ ტოტზე დაკიდული ტარით ნამგალი, ჯაფისგან წელში მოკაკული, -პირით მართალი. სულ ცოტა იქით, მოშორებით, დგას თეთრი ბალი, "ბიჭო გოგიას"საყვარელი ტკბილი საგზალი. ჩიტს ქვია ასე, - ბალთან ერთად მაისში მოდის, შემოჯდება ხის კენწეროზე და გადასძახებს: -ბიჭოოო გოგიაააააა, იპოვეეეეეე?....-როდის?.... - ბიჭო გოგია, იპოვეე?...-ვერა!... ყელს იტკბარუნებს და თან არკვევს გოგიას წერას. რა ლამაზია გზა ბავშვობისკენ მიმავალი, რა მოკირწყლული... სხვა გზებს კი არ ჰგავს, სხვა ანგრეულებს...- თავზე წაკრული ხილაბანდით,თან მოჩითულით, ეზოს მსუბუქად გადაივლის, სახლისკენ უხვევს. ბებოს პატარა ოთახი ჰქონდა , იქ შემოდგომა ეყენა მდგმურად, კომშის და ვაშლის არომატის-ოთახი იყო ქცეული სუნად. დაკიდულ ლისტზე დაწყობილი მწკრივები ჩირის და იქვე დაბლა,ხორბლის გროვა, შიგ კი საზამთრო, ამართლებდა ამ ხილის სახელს და საგანგებოდ ინახავდა მართლაც საზამთროდ. მას მერე ბევრი წელი გავიდა ,აღარც კი მახსოვს ბებიის სახე სამაგიეროდ კარგად მახსოვს მოფუსფუსე პატარა ტანი. დიდი მსხლის ძირში, მოლზე ჩამჯდარი ის , როცა ვნახე მოხსნილი ჰქონდა ხილაბანდი, თმას ივარცხნიდა და ჰქონდა თხელი,თხელი თმები, ჩრდილის გამტარი. ხეების ჩრდილი...- ეს კიდევ ცალკე საოცრებაა, ძირს დაცემული - მიწის მესაზღვრე. თუ მესიზმრება, ჩემი ბებო, სულ ასე ვხედავ, დიდი მსხლის ძირში , მჯდომარე და შემოსაზღვრული. მარანში კოკას, -დაცვარული წყაროს ცივი წყლით- კოხტად დოინჯი შემოერტყა ერთადერთ ხელით და იდგა ასე, დიდმუცელა და ფეხშიშველი, მიწაზე დგომით ტერფს იგრილებდა. ვხედავ პაპის ჟუჟუნა თვალებს და მის თეთრ ქოჩორს, ნაბდის ქუდიდან გამოპარულს თუ გამომზირალს, -დამდნარი თოვლის დარჩენილი თითქოს ნაგლეჯი- მაგიდაზე დგას პურჩაყრილი ჯამი და დოქი, დაბლა კი მოლი ....ლურჯი მოლი მატიტელების, სულ თვალწინ მიდგას დაკოჟრილი დიდი ხელებიც, ყურში კი მესმის: -ჩემო გვრიტებო, აბა პაპას წყალს ვინ მოუტანს?... ყველას ვასწრებ და მე გავრბივარ კიკინის ქნევით, ძლივს მოვათრევ ნამიან კოკას, - მაინც არა ვთმობ, (მე კოკის ხელა) მკოცნის...მკოცნის და... თან იცინის პაპა კახელი: -ვაი, სირცხვილო, როგორ გჯობნით ეს ქალაქელი, ეს გაკნაჭული, ეს პატარა, ეს სიფრიფანა, ერთ თვალს ჭუტავს და თან სიყვარულით: (ცა უდგა თვალში) -ხომ დაგატარებთ, უფრო დიდებს აღმა- დაღმა, სულ თავის ჭკუაზე?!... გავრბივართ ისე, თითქოს პაპას რამეს ვპარავდეთ... რაკრაააააკ...რუკრუუუუუკ...- მოგვსდევს კოკა ცხენის ტაჭკამდე. კიდევ ის მახსოვს: ბებოს შეკერილ ახალუხში , საგლდაგულოდ გამოწყობილი, ეს ჩემი პაპა, თავზე ქუდით და ხელსახოცით გულისჯიბეში, -და ყველაფერი ეს რომ იყო ბებოს სახელი- (ასე ამბობდა ბებო, როცა პრანჭავდა პაპას) სიბერისგან წელში მოხრილი, აივლიდა ხოლმე "ბირჟაზე".
ჩემი ბებოს და ჩემი პაპის სოფლის სახლ-კარი, ჩემი ცხოვრების უტკბილესი ერთი ზღაპარი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გენაცვალე,ჭაო! გენაცვალე,ჭაო!
13. ჩემი სოფელი და ბავშვობის არდადეგები გამხასენდა :)) მომეწონა <3 ჩემი სოფელი და ბავშვობის არდადეგები გამხასენდა :)) მომეწონა <3
12. ჩემი მაგდალენა...:-* კი, "ბაბოს " ვეძახით კახეთში, მაგრამ მე როგორც ქალაქელი , რატომღაც ბებოს ვეძახდი, ჩემ ბაბოს...:) "ცხენი ტაჭკა"..."ბირჟა"...ასე ეძახდნენ ჩემ სოფელში ....დღესაც ასე ქვია...ამიტომაც დავტოვე ეგ სიტვები...:-* ვიფიქრებ... რიტმს აუცილებლად მივუბრუნდები და სხვა ბევრ რამესაც ჩემო მაგდა...:-* იმიტომ ვდებ ამ ძველებს, რომ შენიშვნები მომცენ შენნაირმა ჭკვიანმა და კეთილმა ავტორებმა...:-* ჩემი მაგდალენა...:-* კი, "ბაბოს " ვეძახით კახეთში, მაგრამ მე როგორც ქალაქელი , რატომღაც ბებოს ვეძახდი, ჩემ ბაბოს...:) "ცხენი ტაჭკა"..."ბირჟა"...ასე ეძახდნენ ჩემ სოფელში ....დღესაც ასე ქვია...ამიტომაც დავტოვე ეგ სიტვები...:-* ვიფიქრებ... რიტმს აუცილებლად მივუბრუნდები და სხვა ბევრ რამესაც ჩემო მაგდა...:-* იმიტომ ვდებ ამ ძველებს, რომ შენიშვნები მომცენ შენნაირმა ჭკვიანმა და კეთილმა ავტორებმა...:-*
11. ქართული ფილმის "წუთისოფელი"-ს ბოლო კადრი გამახსენდა, ნანა. :)
ვიცი, არ მიწყენ, თუ გეტყვი, რომ ასე გაცოცხლებულ სურათზე რამდენიმე სიტყვის ფერი ვერ მივიღე მხოლოდ: "ბირჟა", პრანჭავდა, ტაჭკა. არეულ რიტმზე კიდევ, მე ვის რა უნდა ვუთხრა, სულ მერევა თვითონაც :)
რატომ მეგონა, რომ თქვენ "ბაბო"-ს ეძახით ბებიას?
ქართული ფილმის "წუთისოფელი"-ს ბოლო კადრი გამახსენდა, ნანა. :)
ვიცი, არ მიწყენ, თუ გეტყვი, რომ ასე გაცოცხლებულ სურათზე რამდენიმე სიტყვის ფერი ვერ მივიღე მხოლოდ: "ბირჟა", პრანჭავდა, ტაჭკა. არეულ რიტმზე კიდევ, მე ვის რა უნდა ვუთხრა, სულ მერევა თვითონაც :)
რატომ მეგონა, რომ თქვენ "ბაბო"-ს ეძახით ბებიას?
10. მადლობა ყველას დროისთვის...:-* განსაკუთრებული მადლობა კი მუხას...:-* მადლობა ყველას დროისთვის...:-* განსაკუთრებული მადლობა კი მუხას...:-*
9. ჩემი 2 ქულა.. ჩემი 2 ქულა..
8. რა ლამაზი სურათებია, საყვარელი! +5 რა ლამაზი სურათებია, საყვარელი! +5
7. მშვენიერი ლექსია - ძალიან თბილი და მართალი. მშვენიერი ლექსია - ძალიან თბილი და მართალი.
6. რა ლამაზად , რა თბილად ჩამოარაკრაკე ბებო-პაპას და შენი ცხოვრების უტკბილესი ზღაპარი!!! რა ლამაზად , რა თბილად ჩამოარაკრაკე ბებო-პაპას და შენი ცხოვრების უტკბილესი ზღაპარი!!!
5. ცოცხალი კადრები, კითხულობ და გათბობს...
ზღაპარია, მართლა, საძველითასაახალწლო :)
ცოცხალი კადრები, კითხულობ და გათბობს...
ზღაპარია, მართლა, საძველითასაახალწლო :)
4. მოგიკითხე ჭაო :* 5 + მოგიკითხე ჭაო :* 5 +
3. არ უხდება და გადავარქმევ...:) იყოს ბებო და პაპა...ისე ბებიაჩემს ხშირად უყვარდა იმის თქმა: მე და პაპაშენი ერთ ბალიშზე დავბერდითო...:)) ჰოდა იყვნენ თანასწორად სათაურიდანვე...:-* არ უხდება და გადავარქმევ...:) იყოს ბებო და პაპა...ისე ბებიაჩემს ხშირად უყვარდა იმის თქმა: მე და პაპაშენი ერთ ბალიშზე დავბერდითო...:)) ჰოდა იყვნენ თანასწორად სათაურიდანვე...:-*
2. ნანა...
ამ მშვენიერ ნახატს სულაც არ უხდება ეგ სათაური... საიდან მოიტანე, რომ ვინმეს თოვლის ბებო ეგონება?
ან რატომ მხოლოდ ბებო სათაურში? - პაპაც ყოჩაღად გამოიყურება!
ნანა...
ამ მშვენიერ ნახატს სულაც არ უხდება ეგ სათაური... საიდან მოიტანე, რომ ვინმეს თოვლის ბებო ეგონება?
ან რატომ მხოლოდ ბებო სათაურში? - პაპაც ყოჩაღად გამოიყურება!
1. ამ ძველი ლექსით , ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს:-* ამ ძველი ლექსით , ყველას გილოცავთ ძველით ახალ წელს:-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|