(ნამდვილი ამბავი)
ოქტომბრის საკმაოდ ცხელი დღე იყო... ნაშუადღევი იქნებოდა, უბანში ხმა გავარდა, გიგლევიჩი მოკლესო...
დაიძრა ხალხი. მათ ოჯახს მიაშურა. გაკვირვებული და შეშფოთებული სახეები მომრავლდა ეზოში.მოქუჩდა ... ნაჯახით თავგაჩეხილი მიცვალებული, მეზობლის ეზოში ეგდო და მკვლელიც იქვე,საკუთარ ეზოში გულშეღონებული იწვა, რკინის ულეიბო , ძველ "კრავოტზე". წიოდა და კიოდა ლელაძის ქალი. ქმარს თავს დასტრიალებდა და ხანდახან თუ გამოიხედავდა უსულო სხეულისაკენ.
გაურკვევლობაში იყვნენ მეზობლები... ყველამ ასე იცოდა, გიგლევიჩი მუდამ საყვარლობდა ლელაძის ქალს, მაგრამ მათ შორის ცუდი დამოკიდებულება არავის ახსოვდა.
თუმცა მოსახდენი მოხდა. პატრულის მანქანა ოპერატიულად მოვიდა და ჯერ კიდევ გონზე მოუსვლელი და შოკში მყოფი დამნაშავე განყოფილებაში წაიყვანეს... ტკბილი ოჯახი, ერთმანეთის სიხარულით რომ ცხოვრობდა, დაინგრა და დაიშალა.
ლელაძეები საცხოვრებლად, თხუთმეტიოდე წლის წინ, ქართლიდან იმერეთში გადმოვიდნენ, ცოლი და ქმარი, ქალ ვაჟთან ერთად. ერთი შეხედვით ტკბილ ოჯახს , თან საზიზღარი ჭორები მოყვა: "ქალს მაზლთან ჰქონდა "რაღაც" და ცოლის სახელის გატეხვას, კაცმა სხვა მხარეში გადასახლება და საყვარელი ოჯახის ღირსების შენარჩუნება არჩიაო. ცოლი ძალიან უყვარს და ეტყობა, კიდევაც აპატიაო... მერე, ზოგიერთმა ენაბილწმა,ჭორი გაამრავლა და ... არც შვილებია თურმე ლელაძისო..."
ალალი ოჯახი იყო, შრომობდნენ და თავბდღვირს იდენდნენ. იმოდენა შრომას სხვა ვერავინ გასწევდა. უკვირდა მეზობლებს...შეუსაბამო იყო ჭორი და მართალი.
თუმცა სოფელში აგორებულ ხმას ვერავინ აერიდა... სამი კაცი ერთად რომ მოიყრიდა თავს,ლელაძის ქალი და მისი დიდი ძუძუები აუცილებლად უნდა ეხსენებინათ.
_ლადუნი, მაწონი ჩაიდე და თეთრი პური არ იყიდო, შაქარმა არ აგიწიოსო_სამუშაოდ წასულ ქმარს რომ გაუმზადებდა ქალი, ეს მზრუნველობაც ღალატიანი ეგონა ყველას. _ჩემს ცოლს იმოდენა საქმე აქვს, ოჯახი მის კისერზეა, დილით ძროხასაც მე ვწველიო_ მეზობლებთან ალალად ნათქვამ სიტყვასაც უქილიკებდნენ კაცს. "იმოდენა საქმე"_გიგლევიჩთან ჰქონდა გაიგივებული ყველას. აკრიჭინებდა კბილებს, ვისაც არ ეზარებოდა... აქანა, ბოვშები იზრდება, ბოზი მეზობლის ყურებას არავინ აპირებსო...
დრო გადიოდა.
კაცი ხან სად მუშაობდა და ხან სად... მერე, პურის საცხობში გადავიდა და ღამეც იქ უწევდა მორიგეობა... კაცი ქალს თვალდახუჭული ენდობოდა და ამას ყველაზე მეტად ვერ იტანდნენ ცნობისმოყვარე მეზობლები . ზოგი , ენაბალნიანი, იმასაც ამბობდა, იცის ლადომ ყველაფერი , ხედავს და ხმას არ იღებსო. ხანდახან კი განგებ შეუვლიდნენ ხოლმე, აქანე არაფერი ხდებოდეს და არ გამოგვეპაროსო. რამდენჯერ, კიდევაც თავს წადგომიან, გიგლევიჩს წნევას უზომავდა და შიშველ მკლავზე ეხებოდა ქალი.
მისსავე საწოლში ნებივრობდაო_ ახლა ეს დაიხვიეს და ორი წელი ეყოთ სალაპარაკოდ.
მეზობლებთან კარგი დამოკიდებულების მიუხედავად, ყველას ერთი სული ჰქონდა, გიგლევიჩი და ლელაძის ქალი ერთად "გამოეჭირა". ისინი კი კარის მეზობლები იყვნენ, ერთმანეთს ენდობოდნენ , ოჯახსაც ანდობდნენ და საყოლიებელსაც, დაუძახებლად შედიოდნენ ერთმანეთის კარში.
მეზობლების ზუზუნი არ მთავრდებოდა, შვილები სასწავლებლად გაუშვა, ქალი მარტო რომ დარჩენილიყო ოჯახშიო...
გიგლევიჩი ხომ დაბერდა და მაინც არ მოძღაო, რაიკავშირში რომ მუშაობდა, მაშინაც კი ყავდა საყვარელიო.
ზოგი შურით სკდებოდა, რაღა ეს ბებერი გიგლევიჩი, აგერ ახალგაზრდები უფრო არ ვხურვართო?
სასამართლოს არ დაუდგენია, რომელ ჭკუათმყოფელს მეზობელს მოუვიდა აზრად და რომელმა მეტი მონდომება გამოიჩინა, მაგრამ სუფრაც თითქმის განგებ მოაწყვეს და ლადოსაც განსაკუთრებით დააძალეს სასმელი, მერე რომ გაადვილებოდათ და "თვალი აეხილათ" კაცისათვის... სასამართლოს ეს გარემოება საერთოდ არ განუხილია...
შუადღის ჩრდილში, თავისივე ეზოში დაგდებულ ძველ "კრავოტზე" წამოწოლილი გიგლევიჩი ჯერ გადმოაგდო და მერე ზედ დააკლა, ნაჯახით თავი გადაუჩეხა ლელაძის კაცმა . ცოლსაც კლავდა, ისევ მეზობლები რომ არ ცემოდნენ ხელში. _მე ჩემი ცოლის კი მჯერა, მაგრამ ღირსების საკითხიაო_ყვიროდა თურმე მთვრალი_როგორ თუ მეზობლების სალაპარაკო გავმხდარვარო...
ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო დახურული გაიმართა, მაგრამ ხმამ ჭუჭრუტანებიდან მაინც გამოაღწია და ლელაძის ქალის ნაამბობი გამოიტანა: მართალია, შვილები, ჩაჩავას კლინიკაში, ხელოვნური განაყოფიერებით გავაჩინე, რომ სრულყოფილი ოჯახი გვქონოდა და ლადოსაც კაცის სახელი ჰქონოდა ქვეყანაზე, იმიტომ რომ მიყვარდა ჩემი ქმარი, მაგრამ ტყუილი ყოფილა ცხოვრებაში ყველა წვალება, ჭორის ხახას მაინც ვერ ავცდიო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რაში ნუ ვიქნებით დარწმუნებულები, ქალაქის განვითარებაში, თუ სოფლის არგანვითარებაში? რაში ნუ ვიქნებით დარწმუნებულები, ქალაქის განვითარებაში, თუ სოფლის არგანვითარებაში?
5. "ჩვენთან ქალაქების განვითარებას არ მოყვა სოფლების განვითარება, ხოდა ხდება და კიდევ მოხდება"
ქალაქების განვითარება? მენემო, მთლად დარწმუნებული ნუ ვიქნებით :
თხუთმეტი წლის გადმოსულები იყვნენ იმერეთში მეთქი..გადასახლება რა შუაშია? კაცის მკვლელს გადასახლებას ხომ არ მიუსჯიდნენ. ათ წლამდე მიუსაჯეს.
"ჩვენთან ქალაქების განვითარებას არ მოყვა სოფლების განვითარება, ხოდა ხდება და კიდევ მოხდება"
ქალაქების განვითარება? მენემო, მთლად დარწმუნებული ნუ ვიქნებით :
თხუთმეტი წლის გადმოსულები იყვნენ იმერეთში მეთქი..გადასახლება რა შუაშია? კაცის მკვლელს გადასახლებას ხომ არ მიუსჯიდნენ. ათ წლამდე მიუსაჯეს.
4. ასეთები ყველგან ხდება, ყველა სოფელში თითქმის, ჩვენთან ქალაქების განვითარებას არ მოყვა სოფლების განვითარება, ხოდა ხდება და კიდევ მოხდება ასეთები ყველგან ხდება, ყველა სოფელში თითქმის, ჩვენთან ქალაქების განვითარებას არ მოყვა სოფლების განვითარება, ხოდა ხდება და კიდევ მოხდება
3. ეს, თხუთმეტი წლით გადასახლება, ეტყობა, სასამრთლოს შემდეგ იყო. ცოტა გაურკვეველია (ჩემთვის).
კი. ჭორს ვერ გაექცევი. ადამიანი ბოროტია თავისი ბუნებით და ცუდის დაჯერება ურჩევნიათ კარგის დანახვას. ეს, თხუთმეტი წლით გადასახლება, ეტყობა, სასამრთლოს შემდეგ იყო. ცოტა გაურკვეველია (ჩემთვის).
კი. ჭორს ვერ გაექცევი. ადამიანი ბოროტია თავისი ბუნებით და ცუდის დაჯერება ურჩევნიათ კარგის დანახვას.
2. ამბავი ნამდვილია :( სამწუხაროდ, აქ არავის აინტერესებს ამ პრობლემის წაკითხვა... მე კი გულისტკივილმა დამაწერინა... სინამდვილეში , განკითხვის ცოდვაშია მთელი საქართველო.
ამბავი ნამდვილია :( სამწუხაროდ, აქ არავის აინტერესებს ამ პრობლემის წაკითხვა... მე კი გულისტკივილმა დამაწერინა... სინამდვილეში , განკითხვის ცოდვაშია მთელი საქართველო.
1. იმოქმედა ძალიან... მომეწონა, მოკლედ და კონკრეტულად ნათქვამი პრობლემა... აი რა შეუძლია უძვლო ენას?... სასამართლოს კი ეგ სულაც არ აინტერესებს ...:( წაიკითხეთ, ზოგიერთს მართლა წაადგება ეს საშინელი, ჭკუისსასწავლი ამბავი, თანაც ამბობს ავტორი, ნამდვილიაო იმოქმედა ძალიან... მომეწონა, მოკლედ და კონკრეტულად ნათქვამი პრობლემა... აი რა შეუძლია უძვლო ენას?... სასამართლოს კი ეგ სულაც არ აინტერესებს ...:( წაიკითხეთ, ზოგიერთს მართლა წაადგება ეს საშინელი, ჭკუისსასწავლი ამბავი, თანაც ამბობს ავტორი, ნამდვილიაო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|