 | ავტორი: ჭა ჟანრი: პოეზია 18 იანვარი, 2016 |
ღამე სოფელში
მე ისევ აქ ვარ!... გავყურებ ფერდობს და მახსენდება საუბრები უკანასკნელი, რაც ბედით გვერგო. ბილიკი ხევის საიდუმლო ჩრდილებში შედის, მომუქო ცას კი, ნარინჯისფერი საოცრად შვენის. შორს ეკლესია...- მე მაინც ვამჩნევ საგულდაგულოდ ჩაკეტილ კარებს- და მტკივა ძლიერ, მარცხნივ და შიგნით, რადგანაც ვიცი: ვინც უნდა იყოს, ვით ღვთის სამყოფელს, ჩემს გულსაც ალბათ ძნელად შეაღებს. მკლავზე სიგრილე... თვალს ახელს მთვარე, ვერც კი შევნიშნე, ფეხაკრეფით მოსულა ღამე. რა ლამაზიაა?!... გახსოვს?...-გვიკვირდა-...ეს შავი მაცნე, როგორ ჩუმად, მოხერხებულად შემოჯდა მაშინ ჩვენს აივანზე... და ახლაც ისე, თავდაჯერებით, -იცის რომ ვაქებ... ჯერ ჭალის მხარეს ჩამუქდება, მერე წამოვა აქეთ და აქეთ და გამჭვირვალე სიგრილეში გულდაგულ გამხვევს და როგორც მაშინ, დამიგებს მსუბუქ სივრცეს თითებით, ზეცისკენ ამწევს... თან მომიყვება სიყვარულზე საოცარ ამბებს. ეჰ, რა იქნება,სიყვარულიც ამ ყველაფერს მართლა რომ ჰგავდეს?... დღეს შენს მაგივრად ვეჩურჩულები სოფლის ამ ღამეს- ჩემ შავ კავალერს. დაიმახსოვრე! ვერანაირი სხვა გზა, სხვა ხსნა, ვერ მოერევა იმ ლურჯ სავანეს. მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს! მიყვარხარ ისევ, როგორც ყოველთვის!... და ახლა, როცა ასე ბევრი წელი გავიდა, და ახლა, როცა აღარაფერს აღარ მოველი ცხოვრებისგან. მე უფრო მეტად მეძვირფასება, ის სევდიანი საუბრები, ის ლამაზი ღამე სოფელში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მოჩურჩულე, თვითნაბადი პოეტესა ხარ, ჭაო!<3 მოჩურჩულე, თვითნაბადი პოეტესა ხარ, ჭაო!<3
9. მადლობა კიდევ...:-* მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს კომენტარები... მადლობა კიდევ...:-* მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს კომენტარები...
8. მშვენიერია! დახვეწილი, ღრმა, იდუმალი. მსუყე ტონებით შესრულებული პეიზაჟი. გილოცავ ნათლისღებას! მშვენიერია! დახვეწილი, ღრმა, იდუმალი. მსუყე ტონებით შესრულებული პეიზაჟი. გილოცავ ნათლისღებას!
7. რა მუსიკალური ჟღერადობით გამოირჩევა, თითქოს გრილმა ნიავმა მომესალბუნა , მომეალერსა, ისე მეამა ეს შესანიშნავი ლექსი,
წლები სიყვარულს ვერაფერს აკლებს.
რა მუსიკალური ჟღერადობით გამოირჩევა, თითქოს გრილმა ნიავმა მომესალბუნა , მომეალერსა, ისე მეამა ეს შესანიშნავი ლექსი,
წლები სიყვარულს ვერაფერს აკლებს.
6. კარგია ძალიან! :) კარგია ძალიან! :)
5. მართლაც კარგი ლექსია. გულწრფელი და თბილი. მართლაც კარგი ლექსია. გულწრფელი და თბილი.
4. რა ძალიან ლამაზია მოვიხიბლე რამხელა ემოცია დევს.
გილოცავთ დღევანდელ დგეს . რა ძალიან ლამაზია მოვიხიბლე რამხელა ემოცია დევს.
გილოცავთ დღევანდელ დგეს .
3. ნექტარი, დიდი მადლობა...მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით...:-*
ანი ხარაიშვილი..:-* ნექტარი, დიდი მადლობა...მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით...:-*
ანი ხარაიშვილი..:-*
2. ეს ბრწყინვალე ლექსია. საოცარი. ერთი ამოსუნთქვა, ძალდაუტანებელი და სულივით მსუბუქი ჰაეროვანი, ადვილად მისაღები და სატარებელი. გილოცავთ ნათლიღების ბრწყინვალე დღესასწაულს, იყავით ბედნიერი. ეს ბრწყინვალე ლექსია. საოცარი. ერთი ამოსუნთქვა, ძალდაუტანებელი და სულივით მსუბუქი ჰაეროვანი, ადვილად მისაღები და სატარებელი. გილოცავთ ნათლიღების ბრწყინვალე დღესასწაულს, იყავით ბედნიერი.
1. ჭა... ულამაზესი ლექსია... მართლა იქაურ სიგრილეს და იქაურ სუნს იგრძნობ, ხმებიც რომ იქაური მოგდის... და... საოცრად ქალურია ბრწყინვალეა.... ჭა... ულამაზესი ლექსია... მართლა იქაურ სიგრილეს და იქაურ სუნს იგრძნობ, ხმებიც რომ იქაური მოგდის... და... საოცრად ქალურია ბრწყინვალეა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|