ყველა მნათობს მირჩევნია ჩემი სოფლის მთვარე, აქ ყველა მთა წმინდა არის, მის ქვეშ მოელვარე.
ვერ იპოვი ვერც ერთ მწვერვალს, რომ არ ეგდას ნიში, არ ეწეროს ზედ უკვდავი მეომართა ჯიში.
ვერ იხელავ ვერც ერთ საყდარს, უცხო ხელით ნაგებს, მათ ლოდებზე ჩუქურთმებად ამოკვეთილ ჰანგებს.
აქ ყველა ქვა სასანთლეა, რწმენით სალოცავი, მათი ხილვა და შეხება - ღმერთი საოცარი.
ეს წალკოტი სისხლის ფასად გამოსტაცეს დევებს, კოპალაზე მათი გმინვა დღესაც ესმით ხევებს.
მათ ნამუხლარს დასცქერიან გულზვიადი მთები და გაისმის სიჩუმეში მათი ბრძოლის ხმები.
ისევ გივლის ბრძოლის ჟინი უნებურად ტანში, კვლავ ყივილი არწივისა შეგერევა ხმაში.
და ჩაგესმის ზეციური მოწოდება ღვთისა: ''გიჯობს მოკვდე და მამული არ გახადო სხვისა!''
სხვის სამოთხეს მირჩევნია ჩემი ტკბილი მხარე, ხან დიდებით ანთებული და ხან მგლოვიარე,
ტკივილების გადამტანი და უბადლო ლხინში, ლომგულების საბუდარი, არ გამტყდარი ჭირში!
თ. ქიზიყელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა მუხა მადლობა მუხა
11. მადობა მეუდაბნოვე მადობა მეუდაბნოვე
10. ხალისიანი და მსუბუქი ლექსია. მუსიკაში და მხატვრული სახეების შექმნაში იგრძნობა სხვათა გავლენა. ხალისიანი და მსუბუქი ლექსია. მუსიკაში და მხატვრული სახეების შექმნაში იგრძნობა სხვათა გავლენა.
9. გაიხარეთ დიდი მადლობა. გაიხარეთ დიდი მადლობა.
8. სხვის სამოთხეს მირჩევნია ჩემი ტკბილი მხარე, ხან დიდებით ანთებული და ხან მგლოვიარე
სხვის სამოთხეს მირჩევნია ჩემი ტკბილი მხარე, ხან დიდებით ანთებული და ხან მგლოვიარე
7. კოპალაზე მათი გმინვა დღესაც ესმით ხევებს.
+++++ კოპალაზე მათი გმინვა დღესაც ესმით ხევებს.
+++++
6. დიდი მადლობა ყველას გაიხარეთ. დიდი მადლობა ყველას გაიხარეთ.
5. კოპალის ყმა - ნ ე ქ ტ ა რ ი, გილოცავთ ნათლიღესის ბრწყინვალე დღესასწაულს, იყავით ბედნიერები საყვარელ ადამიანებთან და ნათლულებთან ერთად. კოპალის ყმა - ნ ე ქ ტ ა რ ი, გილოცავთ ნათლიღესის ბრწყინვალე დღესასწაულს, იყავით ბედნიერები საყვარელ ადამიანებთან და ნათლულებთან ერთად.
4. ' მადლობა, მეც გილოცავთ ჩემო ძვირფასო. ლექსი მომეწონა, თუ ბოლო ორ სიტყვას შეცვლი რამე ადეკვატურით უკეთესი გახდება. :) 5. დანარჩენს ჩემზე მცოდნეები გირჩევენ. ` მადლობა, მეც გილოცავთ ჩემო ძვირფასო. ლექსი მომეწონა, თუ ბოლო ორ სიტყვას შეცვლი რამე ადეკვატურით უკეთესი გახდება. :) 5. დანარჩენს ჩემზე მცოდნეები გირჩევენ.
3. მადლობა მარი. მადლობა მარი.
2. შენც გილოცავ, თაზო ! შენც გილოცავ, თაზო !
1. ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს მისი მადლი გფარავდეთ. ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს მისი მადლი გფარავდეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|