 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 11 თებერვალი, 2016 |
ახლა ზამთარია ვგრძნობ,რომ თოვლი მოვა, ვგრძნობ,რომ მალე მოვა ხოდა მეშინია, ახლა სიცივეა,ვიცი ძალზედ ყინავს , ჩემს თავს გარეთ ვაგდებ,აღარ შემიძლია
ვიწვე მოტეხილი,როგორც ხმელი ტოტი, ვიწვე ცარიელი,როგორც ეკლესია, ახლა ისე მინდა ძლიერ მოგეფერო, მაგრამ მარტო ვარ და გზები სულ ერთია
საით გავუყვები,ანდაც გამიყოლებს, რას არ წააწყდები გარეთ ბოდიალში, ახლა დავდივარ და ქარსაც ვეჯიბრები ნეტავ არ დავეცე დიდხანს ხეტიალით.
ფეხებ დამტვრეული,ქუჩას მივუყვები, დილით გამოსული მარტო ვსეირნობდი, მთვარე ამოვიდა,მაშინ როდესაც მე სულით გაყინული სახლში ვბრუნდბოდი.
თოვლის მეშინია,ვიცი მალე მოვა, ალბათ როცა მოვა ფანჯრებს არ გავაღებ, მახსოვს ის დღეები,სწორედ მაშინ როცა, ჩემი ხელის სუნთქვა მხოლოდ შენ მოგანდე.
ახლა დავდივარ და ძლიერ მენატრები, ახლა ისე მტკივა უკვე ვერც ვაზროვნებ, ყოველ ქუჩის ბოლოს ვფიცავ მელანდები, თითებს გამოვიშვერ მერე უცბად ქრები.
ახლა ზამთარია,ვგრძნობ რომ თოვლი მოვა, ვგრძნობ,რომ მალე მოვა ხოდა მეშინია, ისე შემიყვარდი,როგორც ეს სიცოცხლე, ახლა კიდევ გეტყვი,ჩემი ტკივილი ხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რა მოგწონთ ამ ნაწერში, გულწრფელად მაინტერესებს..
რა მოგწონთ ამ ნაწერში, გულწრფელად მაინტერესებს..
5. 1) ავტორმა დაწერა ლექსი და გამოაქვეყნა 2) დედამ აქილევსი ფეხშიშველი გაუშვა ეზოში იპოვეთ ყველა მსგაბსება ))))
1) ავტორმა დაწერა ლექსი და გამოაქვეყნა 2) დედამ აქილევსი ფეხშიშველი გაუშვა ეზოში იპოვეთ ყველა მსგაბსება ))))
3. "მოტეხილი,როგორც ხმელი ტოტი, ვიწვე ცარიელი,როგორც ეკლესია"
ეს მომეწონა...:) "მოტეხილი,როგორც ხმელი ტოტი, ვიწვე ცარიელი,როგორც ეკლესია"
ეს მომეწონა...:)
2. კიდევ ერთი ამინდის პროგნნოზი. კარგი მომენტებიც ქონდა. წარმატებები კიდევ ერთი ამინდის პროგნნოზი. კარგი მომენტებიც ქონდა. წარმატებები
1. ნუ საერთო ჯამში კარგია... წარმატებები... ნუ საერთო ჯამში კარგია... წარმატებები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|